![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
19. ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი. - მოციქულთა საქმეები, თავი 19.
საყურადღებოა, რომ, მათ თავიანთი წიგნები თავადვე დაწვეს. ქრისტეს მიმდევრებს კი არ დაუწვიათ მათი ციგნები. ამრიგად, ნათელია, რომ, სხვისი საკუთრება სხვისია და არ მგონია ვინმეს რაიმე უფლება ჰქონდეს სხვისი საკუთრება გაანადგუროს, დაწვას და ასე შემდეგ. პ.ს. ამგვარად, თავიანთი (და არა სხვისი) , კერძო საკუთრების განადგურებით ეფესოში მცხოვრებმა ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა კარგი მაგალითი დაუტოვეს ყველას. ასე რომ, ადამიანებმა თავად (და არა სხვებმა) უნდა მოიშორონ ყველაფერი ის, რაც სპირიტიზმთან არის დაკავშირებული. ამაში შედის წიგნები, ჟურნალები, ფილმები, ელექტრონული მასალა და მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც სპირიტიზმის შინაარსს ატარებს. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი