IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას
tamara
პოსტი Nov 20 2008, 09:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ამ დღეებში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა,
რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ
იმედის ეთერმა სულ 1 წუთი დაუთმო -

mellow.gif

ლონდონში ჩატარდა ფესტოს დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია-
სადაც მოწვეულები იყვნენ მსოფლიო დონის მენიერები - ლინგვისტები

კონფერენციის ხელმძრვანელმა პირადად დაპატიჟა ქართველი მეცნიერი
გია კვაშილავა..


http://www.uslaw.com/library/Legal_Comment...php?item=279427

INTERNATIONAL CONFERENCE ON THE PHAISTOS DISK
On the occasion of the 100th anniversary of its discovery,
Friday, 31 October ? Saturday, 1 November 2008,
At the Society of Antiquaries of London, Burlington House, Piccadilly,
Organised and sponsored by Minerva, the International Review of Ancient Art & Archaeology


CONFERENCE PROGRAMME

FRIDAY, 31 OCTOBER

10:30 Opening remarks by Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA

10:40 Keynote speaker Louis Godart, D.Ph., D.ès L., Hon.C.B.E., Rome, Italy
The Phaistos Disk and the Aegean Civilizations

11:40 Introduction by Peter Clayton, F.S.A., Hemel Hempstead, UK
Arthur Evans and Plato Have Much to Answer For
[LawPundit: Peter A. Clayton is the author of Chronicle of the Pharaohs, in German Die Pharaonen, generally regarded to be one of the best books ever written about Ancient Egypt.]

11:50 1st paper Andis Kaulins, J.D., Traben-Trarbach, Germany
The Phaistos Disk: An Ancient Enigma Solved: Two Corroborative
Old Elamite Scripts Deciphered Using the Greek Syllabic Values
Obtained for the Phaistos Disk
[Proof of alleged decipherments of the Phaistos Disk have thus far suffered from the lack of corroborative texts. I have identified two such texts in Elam and have deciphered them using my decipherment of the Phaistos Disk as Greek, with spectacular historical results.]

12:20 2nd paper Torsten Timm, Dresden, Germany
The Two Sides of the Phaistos Disk

12:50 3rd paper Dieter A. Rumpel, Dr.-Ing., Dusseldorf, Germany
Facts and Probabilities Regarding the Phaistos Disk and the Axe of Arkalokhori

2:40 4th paper John Coleman, D.Phil., M.A., Oxford, UK
Epigraphic Continuity of the Phaistos Disk Signary
With Cretan Hieroglyphic and Linear Scripts

3:40 5th paper Richard Sproat, Ph.D., Urbana, Illinois, USA
How to Forge the Phaistos Disk Text

4:10 6th paper Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA
Some Unique Decipherments of the Phaistos Disk

SATURDAY, 1 NOVEMBER

10:15 7th paper Tom Palaima, Ph.D., Austin, Texas, USA
Emmett L. Bennett, Jr., Cryptoanalysis, Decipherment, and the Phaistos Disc

10:45 8th paper Gareth Owens, Ph.D., Heraklion, Crete, Greece
The Phaistos Disk: The Enigma of the Minoan Script

11:45 9th paper Mark Newbrook, Ph.D., Heswall, Wirral, UK
Diskomania! Some Highly Non-Mainstream ?Decipherments? Of the Phaistos Disk

12:15 10th paper Nicholas Reed, M.A., M.Phil., Folkestone, Kent, UK
Why the Phaistos Disc is Unlikely to be a Forgery

2:15 11th paper Gia Kvashilava, Ph.D., Tbilisi, Georgia
On Deciphering the Phaistos Disk as a Sample of Colchian Goldscript


2:45 12th paper Panagiotes D. Gregoriades, Athens, Greece
The Phaistos Disk: The Oldest Portable Calendar
in Use by the Minoan Navy

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamara
პოსტი Feb 24 2009, 06:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



1. საენათმეცნიერო სემინარის თავმჯდომარე აკად. თ. გამყრელიძე;
მდივანი პროფ. მ. ჯიქია;
წევრები: პროფ. ირ. მელიქიშვილი, პროფ. ნ. შენგელაია, პროფ. ნ. ჭანიშვილი, პროფ. მ. ივანიშვილი, პროფ. ეთ. სოსელია, პროფ. თ. ასათიანი, პროფ. რ. ბოლქვაძე, პროფ. ზ. კიკნაძე, პროფ. ინ. შადური და სხვები.

მარიკა ჯიქია, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ
ფესტოსის დისკოს ქართველი წამკითხველი საენათმეცნიერო სემინარზე

11 ივნისი 2007 (ამონარიდი):
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე _ ივნისს მოისმინეს გია კვაშილავას მოხსენება თემაზე ფესტოსის დისკოს გაშიფვრა...
გია კვაშილავამ მოკლე ექსკურსით გააცნო დამსწრეთ 1908 წელს კუნძულ კრეტაზე, ქ. ფესტოსში აღმოჩენილი დისკოს საუკუნოვანი ისტორია, დაახასიათა მისი გაშიფვრის მცდელობები და დისკოს მკვლევართ ღირსეული პატივი მიაგო. მას არც საკუთარი გარჯა დავიწყებია გამშიფრავთა წამოწყებულ საქმეში, კერძოდ კი წაკითხვის დაწყება ცენტრიდან და არა გარეთა ხვეულიდან მომხსენებელმა დამაჯერებლად დაასაბუთა. წინამორბედ მკვლევართა თანახმად ამავე რიგის აღმოჩნდა წარწერის დასასრულის ნიშანი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთიც: მომხსენებელმა წინამორბედთაგან განსხვავებით ყურადღება გაამახვილა ერთი და იმავე ნახატ-ნიშნების ძნელად შესამჩნევ განსხვავებულ მდებარეობაზე, რაც მის ფაქიზ მკვლევრისეულ უნარზე მეტყველებს. მოხსენების ეს ნაწილი დიდი ინტერესით იქნა მოსმენილი...
... ახალგაზრდა მკვლევარს თავის კვლევა-ძიებაში დიდად წაადგა მათემატიკური განათლება, მდიდარი წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების უნარი, რამაც მას საშუალება მისცა 17 წლის ფაქტიურად უწყვეტი შრომის შედეგი ალგორითმის სახით მოეწოდებინა საზოგადოებისათვის. ამასობაში ბ-ნმა გიამ აითვისა არეალით მოტივირებული ყველა დამწერლობითი სისტემა და შტუდირების წესით გაეცნო დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას. შესაშურია მისი თვალსაწიერი და ინტელექტის დონე საკვლევი საკითხის შესახებ...~


რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი

11.06.2007 (ამონარიდი):
`2007 წლის 17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსიტუტში ჩატარდა მათემატიკოს გია კვაშილავას ფესტოსის დისკოს დეშიფრირებასთან დაკავშირებული მოხსენების განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები: რისმაგGგორდეზიანი, ნანა ტონია, ლევან გორდეზიანი, ეკატერინე კობახიძე, ლელა ჩოთალიშვილი, თამარ ჭეიშვილი, ნიკოლოზ შამუგია და სხვები. განხილვა წარიმართა რამდენიმე საათის განმავლობაში. მომხსენებელს შესაძლებლობა მიეცა, დეტალურად წარმოედგინა თავისი კვლევის შედეგები. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ინსტიტუტის თანამშრომლების საერთო აზრი ამგვარია:
1. ბატონმა გია კვაშილავამ ჩაატარა ძალზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო ფესტოსის დისკოს დეშიფრირების ისტორიის, პრობლემების შეწავლისა და კრიტიკული ანალიზის მიმართულებით.
2. საყურადღებოა ის არგუმენტები. რომლებსაც იგი გვთავაზობს ამ წარწერის წაკითხვის მიმართულებასთან დაკავშირებით.
3. დამაჯერებელია მისი თვალსაზრისი გარკვეულ ნიშანთა პოზიციისა და მათი სემანტიკური თუ მორფოლოგიური ფუნქციების ურთიერთმიმართების შესახებ.
4. დამაჯერებელია ნიშანთა ფონოლოგიური მნიშვნელობების დადგენის ის პრინციპეპი, რომელსაც ბატონი გია გვთავაზობს...~


ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

ნანა შენგელაია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი


კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო ჟურნალ "მინერვას" თაოსნობით. უმაღლესი პოლიგრაფიული დონის ეს ჟურნალი მკითხველს აწვდის ძველი ხელოვნებისა და არქეოლოგიის საკითხების მიმოხილვას. მისი სათავო ოფისებია: დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში; ამას გარდა, იგი ვრცელდება მთელს ევროპაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში.

კონფერენციის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: ჯერომ აიზენბერგი, ფილოსიფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე; მარკ მერონი, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; დოქტორი პიტერ კლეიტონი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალის კონსულტანტი და რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; ნიკლას რიდი, ხელოვნების მაგისტრი და ფილოსოფიის მაგისტრი. უნდა ითქვას რომ კონფერენცია შესანიშნავად იყო ორგანიზებული: ეს შუა ხნის ადამიანები დაუღალავად მოქმედებდნენ და იღწვოდნენ იმისათვის, რომ კონფერენციის მიმდინარეობა სანიმუშო ყოფილიყო.

კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად წარმოდგენილი ყოფილა 100-მდე თეზისი, საიდანაც სამოხსენებოდ საორგანიზაციო კომიტეტმა აარჩია სულ 12. მათ შორის ბ-ნ გია კვაშილავას მიერ წარმოდგენილი მოხსენება "ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში"; ამ მოხსენებით მან სპეციალისტების წრეს გააცნო თავისი 17 წლის მუშაობის შედეგი - მე-20 საუკუნის მეცნიერთათვის ენიგმატური ტექსტის ამოკითხვა პროტო-ქართველურ (კოლხურ) ენაზე.

თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მოხსენება დიდ ინტერესს გამოიწვევდა, რადგან წინასწარი გამოძახილები ძალიან დადებითი და იმედის მომცემი იყო: "მივიღეთ თქვენი ბრწყინვალე თეზისი..."

დოქტორ ციგენფუსმა (ავსტრია) მოსწერა გ. კვაშილავას: "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კვლევა და აღმოჩენები დრამატულად შეცვლის მრავალ ადრინდელ შეხედულებას ისტორიაზე";

ჯერომ აიზენბერგი (აშშ): "მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს კოლეგასთან შეხვედრას კონფერენციაზე; ვგრძნობ რომ მოხსენება ძალიან საინტერესო იქნება". ჟურნალ "მინერვაში" ჯ. აიზენბერგის სტატიაში ფესტოსის დისკოს დეშიფრირების მცდელობების რჩეულ ჩამონათვალში დასახელებულია გ. კვაშილავას დეშიფრირებაც.

პიტერ კლეიტონი (დიდი ბრტანეთი): "... [თქვენი მოხსენება] გამორჩეულად საინტერესო ჩანს, ვფიქრობ, მას დიდი კამათი მოჰყვება. ...დოქტორ აიზენბერგი, დოქტორ მერონი და მე მივესალმებით თქვენ მიერ ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მსვლელობაში შეტანილ წვლილს".

კონფერენციას ესწრებოდა 60-ზე მეტი მსმენელი, რომელიც უდიდესი ყურადღებით უგდებდა ყურს გამომსვლელებს. ყოველი მოხსენების მერე გამოდიოდნენ მონაწილეები და თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, მშვიდად და არგუმენტირებულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას.

მომხსენებლები ჩამოსულნი იყვნენ გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან (კრეტიდან) და საქართველოდან (ბ-ნი გია კვაშილავა და ამ სტრიქონების ავტორი). სამწუხაროდ იტალიიდან, რომიდან ავადმყოფობის გამო კონფერენციაზე ვერ ჩამოვიდა ფილოლოგიის დოქტორი ლუი გოდარი, რომელიც დღეს გერეთ ოუენსთან და ივ დიუოსთან ერთად ითვლება ფესტოსის დისკოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარად მსოფლიოში. სწორედ ლუი გოდარის იუბილეს მიეძღვნა ორგანიზატორების მიერ გამართული საზეიმო სადილი. ლუი გოდარის მოხსენება "ფესტოსის დისკო და ეგეოსური ცივილიზაცია" კონფერენციის გახსნის დროს წაიკითხა მარკ მერონიმ.

კონფერენცია გახსნა და მოხსენება წაიკითხა ჯერომ აიზენბერგმა (ნიუ-იორკი, აშშ). უნდა ითქვას, რომ მომხსენებლები მართლაც მკაცრად იყვნენ შერჩეულები. ლუი გოდარის გარდა აქ მოწვეული იყვნენ და ჩამოვიდნენ ფესტოსის დისკოს ყველაზე ცნობილი და სახელიანი მკვლევარები: გერეთ ოუენსი (ჰერაკლიონი, კრეტა, საბერძნეთი), ტომ პალაიმა (ოსტინი, ტეხასი, აშშ), დიტერ რუმფელი (დიუსელდორფი, გერმანია), ჯონ კოლმანი (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი), რიჩარდ სპროუტი (ურბანა, ილინოისი, აშშ), ნიკლას რიდი (ფოლკსტოუნი, კენტი, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა პიტერ კლეიტონი (ჰემელ ჰემპსტედი, დიდი ბრიტანეთი).

ამ მეცნიერებმა მრავალი წელი მიუძღვნეს ფესტოსის დისკოს შესწავლას, მისი შესრულების ტექნიკის ანალიზს, ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენას, დათარიღებას, მისი ავთენტურობის გარკვევის საკითხს, მისი პალეოგრაფიული პარალელების ძიებას; ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ტექსტის სავარაუდო ენის თაობაზე და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა, უაღრესად ზუსტად, ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ამიტომაც უაღრესად საინტერესო იყო. როდესაც ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ კონფერენცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მიპასუხეს, რომ ეს განაპირობა მოხსენებათა მკაცრმა არჩევამ და შედარებით მცირე რაოდენობამ.

როგორც კონფერენციაზე ისე არაოფიციალურ შეხვედრებზე არაერთგზის იმეორებდნენ ფესტოსის დისკოს პირველი და უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარის სერ ართურ ევანსის, ასევე B-ხაზოვანი წარწერების ამომკითხავი მაიკლ ვენტრისისა და ჯონ ჩედვიკის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დისკოს ენა მათთვის უცნობია და რომ A-ხაზოვანი წარწერისა და ფესტოსის დისკოს ტექსტის ენა ერთიდაიგივეა, განსხვავებულია მხოლოდ შრიფტი.

ზოგი მათგანი ამბობდა, რომ შეუძლებელია დისკოს ტექსტის წაკითხვა იმის გამო, რომ ასეთი წარწერის მხოლოდ ეს ერთი ნიმუშია აღმოჩენილი - ვლადიკავკაზში ნაპოვნი ნატეხი, რომელიც დისკოს ნიშნებს იმეორებს, როგორც ჩანს, ყალბად ითვლება.

სერ ევანსის, ლუიჯი პერნიესა და სხვათა მიერ თავის დროზე გამოთქმული აზრი იმის თაობაზე, რომ დისკოს ტექსტი ჰიმნია, გაზიარებულია ყველა მკვლევარის მიერ. როგორც კონფერენციაზე ითქვა, დისკოს ტექსტი, როგორც ჩანს, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მისი შემქმნელებისათვის, რადგანაც მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ტექსტის სიზუსტეს ან იქნებ კანონიკურ ხასიათსაც და მისი დამზადების საგანგებო ტექნოლოგიას, რომელიც დისკოს დროის გამანადგურებელი მოქმედებისაგან დაიცავდა (დ. რუმფელი). ("რა არის ისეთი ამ ტექსტში, რაც მის მბეჭდავს სურდა უსათუოდ გადარჩენილიყო ჟამთა სიავეს?" კითხულობდნენ მკვლევარები).

ცხადია, ბ-ნი გია და მეც ცოტას ვნერვიულობდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით ჩატარდებოდა მოხსენება, როგორი აღსაქმელი იქნებოდა რთული და გადატვირთული მასალა მსმენელისათვის. რეგლამენტი შეზღუდული იყო და ძალიან მკაცრიც - დიდი თხოვნის შემდეგ სულ სამი-ოთხი წუთი მოგვიმატეს, რაც ოდნავი შეღავათი იყო მხოლოდ. ამიტომ იქაც, ლონდონში ყოფნისას დიდი დრო მოვანდომეთ მოხსენების ტექსტის შემცირებას, ისეთნაირ გამარტივებას, რომ არ დაკარგულიყო მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც წარმოადგინა გ. კვაშილავამ.

სამწუხაროდ ამ შემოკლების გამო ვერ მოხერხდა სრულად ყოფილიყო ნახსენები ის ქართველი მეცნიერები (მრავალი მათგანი აწ გარდაცვლილია), რომლებიც ამდენს იღწვოდნენ და იკვლევდნენ საქართველოს უძველეს ისტორიას (ესენი პირველ რიგში იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, პავლე ინგოროყვა, სიმონ ყაუხჩიშვილი და თინათინ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე, პანტელეიმონ ბერაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე); ისინი თავიანთი ნაშრომებით ადასტურებენ და მხარს უჭერენ გ. კვაშილავას კვლევის დასკვნებს.

უნდა ითქვას, რომ მოხსენებათა განრიგი საკმარისად ჭკვიანურად იყო შედგენილი. 12 მოხსენებიდან ჩვენი მე-11 იყო, ტომ პალაიმას, გერეთ ოუენსისა და ნიკლას რიდის შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ჩვენ "გამორჩეულ საზოგადოებაში" მოვხვდით, მეორეც იმიტომ, რომ წინა დღეს მოვასწარით შევჩვეოდით კონფერენციის საერთო ტონს, შევაფასეთ აუდიტორია (პროფესიონალური!) და ა.შ.

მოხსენების დროს წარმოდგენილი იყო მტკიცებულებებისათვის ძლიერ მნიშვნელოვანი მდიდარი კომპიუტერული მასალა - ეს მასალა საგანგებოდ მოიწონეს მოხსენების შემდეგ მსმენელებმა და ორგანიზატორებმა.

მოკლედ ვიტყვი, რომ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო გ.კვაშილავას არგუმენტები დისკოს ტექსტის წაკითხვის მიმართულების შესახებ დისკოს ცენტრიდან პერიფერიისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ტექსტის წაკითხვის მიმართულებად უმრავლესობის მიერ არაერთგზის დასახელდა პერიფერიიდან ცენტრისაკენ წაკითხვა, ტიპოლოგიური კომპიუტერული მასალით გამაგრებული გ. კვაშილავას ექვსი არგუმენტი არავისათვის არ გამხდარა საკამათო...

წარმოდგენილი იყო ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა წაკითხვისათვის გ. კვაშილავას მიერ შექმნილი ალგორითმი, რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა თვით მასალის გრაფიკულ მონაცემებს და მარტივად, ცალსახად მოიცავს არა მარტო დისკოს ტექსტს, არამედ ვრცელდება, აგრეთვე, იმ სამ წარწერაზეც, სადაც გამოყენებულია ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნები. ესენია: წარწერა არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე და ფესტოსის ლარნაკზე.

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური მასალა, რომელიც მიღებულია თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ შედარებითი მეთოდებით პროტო-ქართველური (კოლხური) ენის აღდგენისას. მთელი ეს მასალა ადეკვატურად ასახულა ფესტოსის დისკოს წარწერაში, რაც მტკიცედ უჭერს მხარს გ. კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს კოლხურ (პროტო-ქართველურ) ენაზე წაკითხვას. ტექსტი თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არ არის მომხდარი საერთო-ქართველურის დაშლა ერთი მხრივ მეგრულ-ჭანურ, ხოლო მეორე მხრივ ქართულ განშტოებებად (ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეული).

წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, დისკოს ტექსტის როგორც ზოგადი ინგლისური თარგმანი, ისე ცალცალკე ნახატ-ნიშნების ზოგჯერ მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვაც. შეჯამებული იყო, აგრეთვე, დისკოს ორივე მხარის შინაარსი.

აქვე უნდა დავამატო, რომ მოხსენებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე, მან თითქოს წერტილი დაუსვა იმ კამათსა და მსჯელობას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლონდონში, სიძველეების შემსწავლელთა საზოგადოების დარბაზში (რომელშიც, სხვათა შორის კარგა ხანს იყო მოთავსებული როზეტის ქვა, სანამ მას ბრიტანეთის მუზეუმში გადაიტანდნენ; აქვე წაიკითხა მაიკლ ვენტრისმა თავისი მოხსენება B-ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ).

განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ჩანს, მოხსენებამ გერეთ ოუენსზე, რომელიც მანამდე ყოველი მოხსენების შემდეგ კამათში გამოდიოდა და თავის აზრს გამოთქვამდა. ამჯერად მან სახის გაოგნებული გამომეტყველებით მოისმინა მოხსენება, არაფერი უთქვამს, თავისი ადგილიდან ყველას წარმატება უსურვა და დარბაზი დატოვა. გ.კვაშილავას ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგია, თუმცა ძნელია ერთბაშად ასეთი მასალის ათვისება, მოითმინეთ სამიოდე წელიწადი და თქვენს აღმოჩენას მთელი მსოფლიო აღიარებსო.

თბილისში ელექტრო ფოსტით მოსული წერილებში იწერებიან: "თქვენი მოხსენება კარგად იყო წარმოდგენილი და სრულიად განსაცვიფრებელი იყო. მასში, რა თქმა უნდა წარმოდგენილია დისკოს გამოცანის გადაჭრისადმი საინტერესო მიდგომა. გისურვებთ წარმატებას თქვენს შემდგომ კვლევაში" (ჯ. აიზენბერგი). დიტერ რუმფელმა მოიწერა: "ძალიან ვაფასებთ თქვენს სამეცნიერო თვალსაზრისს, ცოდნასა და ძალისხმევას, რამდენადაც ვიცი, თქვენ დისკოს ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელმაც გაბედა და თავის დაბეჭდილ გამოკვლევაში ჩართო მითოლოგიის პერსონაჟები..."

ეჭვგარეშეა, რომ გ. კვაშილავას მიერ თითქმის ოთხი ათასწლეულის სიძველის უნიკალური ტექსტის ამოკითხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს კულტურისა და რელიგიის, მისი ისტორიისათვის, ისე იმ გავლენის შესწავლისათვისაც, რომელიც პროტო-ქართველურ კულტურას ჰქონდა ევროპულ კულტურაზე.

ისღა დამრჩენია საგანგებოდ ვახსენო დოქტორ ჰერბერტ ძებიში, ავსტრიელი მკვლევარი, ვინც პირველმა გამოთქვა ფესტოსის დისკოს კოლხურ-იბერიულ ენაზე წაკითხვის ვარაუდი. იბერიულ-კოლხურ ენას მან რამდენიმე წიგნი უძღვნა, თავისი მოსაზრება ფესტოსის დისკოს პროტო-ქართველურ ენაზე წაკითხვის თაობაზე მან ბუდაპეშტის EIRENE-ს საერთაშორისო კონგრესს მოახსენა 1988 წელს; აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა კრეტოლოგთა კონგრესზე 1991 წელს კრეტაზე; მიკენოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე რომში 1991 წელს, ჩამოსული იყო საქართველოშიც, ვანში.

ჰერბერტ ძებიშმა შექმნა კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც შეეძლო ნებისმიერი ენის ჩასმა და ამ ენების მასალის შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისათვის. მან სცადა ბიბლიის ებრაული, ძველი სლავური, აღმოსავლური და მრავალი სხვა ენა, მაგრამ არცერთმა არ ძუპასუხა" პროგრამას. მოგვიანოდ მან ამ პროგრამაში ჩასვა პროტო-ქართველური და მისი პროგრამა ამოქმედდა! თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მან მოანდომა ძველი ქართულის შესწავლას. ჰერბერტ ძებიში გარდაიცვალა 1993 წელს.

ჰ. ძებიშის ვარაუდმა, ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა მაშინ 16 წლის გ. კვაშილავაზე.

დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ჰერბერტ ძებიშის ვაჟს, დოქტორ ჰერმან ძებიშსა (ავსტრია) და დოქტორ იოხენ ციგენფუსს (ავსტრია) - ისინი დაგვეხმარნენ რეალობად ქცეულიყო ჩვენი მონაწილეობა ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

ასევე მადლობას ვუხდით ლუკა ჩაჩიბაიას (დიდი ბრიტანეთი), ნოდარ გაგუას (რუსეთი); აქვე მადლიერებით მოვიხსენიებთ ქ-ნ ნინო დარასელს, რომელმაც ყურადღება მიგვაქცევინა კონფერენციის ჩატარების სავარაუდო გეგმაზე. მადლობას მოვახსენებთ, აგრეთვე დოქტორ ნანი ჭანიშვილს მრავალმხრივი მხარდაჭერისათვის.

დაბოლოს, შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ გ. კვაშილავას, რომელმაც კიდევ დიდი შრომა უნდა გასწიოს იმისათვის, რომ…წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანოს A-ხაზოვანისა და კრეტული იეროგლიფების შესწავლა
________________________

როგორ დავიჯერო რომ ამ ხალხზე ჭკვიანები ხართ -
ვინც აქ სარკაზმით ხართ დაკავებულები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamara   ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა   Nov 20 2008, 09:55 PM
k@the   tamara თუ სრული ერთი წუ...   Nov 20 2008, 10:29 PM
tamara   მოხსენება არის ინგ...   Nov 20 2008, 10:39 PM
k@the   tamara დიდი მადლობა! მ...   Nov 21 2008, 03:08 PM
Marabella   აუუუუ ჩემს აღფრთოვ...   Nov 21 2008, 03:20 PM
tamara   დუმილი იმ კონფერე...   Nov 21 2008, 03:57 PM
Marabella   tamara დუმილი თანხმობი...   Nov 21 2008, 04:08 PM
tamara   იცნობენ ბერძნებს ...   Nov 21 2008, 04:11 PM
Marabella   tamara დუმილი თანხმობი...   Nov 21 2008, 04:13 PM
tamuna m   რავა ყველგან მოდე...   Nov 21 2008, 04:51 PM
tamara   სწორედ მაგაზეა სა...   Nov 21 2008, 08:12 PM
tamuna m   tamara ტემპი არ დააგდო. ...   Nov 21 2008, 10:04 PM
KAIROS   ჯერ გადავხტეთ ... :D ...   Nov 22 2008, 03:48 AM
KAIROS   ესეც "ჩვენი დისკი...   Nov 22 2008, 04:11 AM
tamara   ვიცი ეგ თეორიები კ...   Nov 22 2008, 09:53 AM
KAIROS   კი ბატონო :) მესმის ...   Nov 22 2008, 10:10 AM
Marabella   tamara ის სტატია ნეტა მ...   Nov 28 2008, 01:38 AM
tamara   მალე მექნება ის მო...   Nov 28 2008, 01:45 AM
tamara   4 დეკემბერს რადიო ი...   Dec 3 2008, 03:58 PM
ლეონტი   4 დეკემბერს რადიო ი...   Dec 3 2008, 04:57 PM
ubralod ninka   ვა მაგარია,გამეხარ...   Dec 3 2008, 08:00 PM
დათიკო   მე შემიძლია დავდო ...   Dec 3 2008, 09:22 PM
tamara   მე შემიძლია დავდო ...   Dec 4 2008, 12:09 PM
ქეთინო   დათიკო თუ იგი საუბ...   Dec 3 2008, 09:40 PM
დათიკო   ქეთინო არა, მხოლოდ ...   Dec 3 2008, 09:43 PM
tamara   ქეთინო წაკითხვის ლ...   Dec 4 2008, 08:45 AM
დათიკო   tamara დავდებ საღამოს, ...   Dec 5 2008, 02:23 PM
k@the   მე ველი და გადავიწ...   Dec 5 2008, 02:52 PM
დათიკო   http://www.allshares.ge/download.php?id=FE7A060C1...   Dec 7 2008, 03:00 AM
k@the   მადლობა დავით, გად...   Dec 7 2008, 03:38 AM
ქეთინო   მეც გადავიწერე.. მო...   Dec 7 2008, 04:49 PM
დათიკო   ერთბაშად არ გაიგოთ...   Dec 7 2008, 05:48 PM
Marabella   დათიკო მოვუსმინე დ...   Dec 7 2008, 06:37 PM
დათიკო   Marabella ან ლაზურს :)   Dec 7 2008, 06:51 PM
ქეთინო   ჰა, მაგარია :D მე კიდ...   Dec 9 2008, 01:18 AM
KAIROS   ეგ კარგი და პატიოს...   Dec 9 2008, 02:28 AM
tamara   მაგას რადიო ვერ უშ...   Dec 9 2008, 01:56 PM
tamara   ფესტოსის დისკოს მს...   Dec 13 2008, 05:20 PM
iber   ეს–ფესტოს დიკოა http:/...   Dec 13 2008, 06:27 PM
tamara   ესეც გია - ახალგაზრ...   Dec 14 2008, 11:56 AM
Marabella   tamara გაიხარე!!! ჩა...   Dec 15 2008, 11:50 PM
tamara   On the Phaistos Disk as a Sample of Colchian Golds...   Feb 19 2009, 08:45 PM
sable   ისე კვაშილავამ როგ...   Feb 19 2009, 10:40 PM
tamara   sable საუბარია 1600 წელზ...   Feb 19 2009, 10:55 PM
sable   [b]sable საუბარია 1600 წელ...   Feb 20 2009, 01:07 AM
tamara   იმ შუაშია, რომ მოგვ...   Feb 20 2009, 01:20 AM
sable   იმ შუაშია, რომ მოგვ...   Feb 20 2009, 04:04 PM
bekas   ეი პელაზგები კოლხ...   Feb 20 2009, 05:54 PM
staywhite   მიყვარს ეს თემები :)...   Feb 20 2009, 06:46 PM
tamara   ვინ გითხრა რომ მოვ...   Feb 20 2009, 08:58 PM
sable   ვინ გითხრა რომ მოვ...   Feb 21 2009, 05:14 PM
bekas   ჰეროდოტეს აზრით ძ...   Feb 20 2009, 09:54 PM
tamara   კაი ერთი! მითხრა ...   Feb 20 2009, 10:18 PM
bekas   :D   Feb 21 2009, 12:20 AM
m16   ანუ რაო რა ხდებაო? ...   Feb 21 2009, 05:39 PM
bekas   გააჩნია ვინ რა თვა...   Feb 21 2009, 05:52 PM
sable   გააჩნია ვინ რა თვა...   Feb 21 2009, 06:08 PM
m16   იმ სურათში ქართველ...   Feb 21 2009, 06:29 PM
tamara   ორიდან ერთი ვარიან...   Feb 21 2009, 07:41 PM
bekas   დორიულ მუზარადებთ...   Feb 21 2009, 08:15 PM
sable   დორიულ მუზარადებთ...   Feb 21 2009, 08:28 PM
tamara   აქ უნდა ითქვას ერ...   Feb 21 2009, 08:35 PM
bekas   ეგ კითხე იმ მელოტს ...   Feb 21 2009, 09:10 PM
sable   ეგ კითხე იმ მელოტს ...   Feb 21 2009, 09:19 PM
tamara   ვლადიკავკაზში იპო...   Feb 21 2009, 09:16 PM
sable   ვლადიკავკაზში იპო...   Feb 21 2009, 09:30 PM
კანუდოსელი   ეგვიპტელებიც კოლხ...   Feb 21 2009, 09:38 PM
tamara   მუზარადის შესახებ ...   Feb 21 2009, 09:56 PM
sable   მუზარადის შესახებ...   Feb 21 2009, 11:02 PM
tamara   არ გცოდნია. ეს მუზ...   Feb 21 2009, 11:14 PM
sable   არ გცოდნია. ეს მუზ...   Feb 22 2009, 11:02 PM
tamara   ეგ აშკარად მუზარად...   Feb 21 2009, 11:29 PM
tamara   ნამდვილად მახსოვს ...   Feb 22 2009, 11:20 PM
sable   ნამდვილად მახსოვს...   Feb 22 2009, 11:46 PM
კანუდოსელი   ერთი კითხვა მექნებ...   Feb 22 2009, 11:37 PM
tamara   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 22 2009, 11:38 PM
კანუდოსელი   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 22 2009, 11:40 PM
death   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 23 2009, 12:25 AM
კანუდოსელი   მათემატიკოსი თუა, ...   Feb 22 2009, 11:49 PM
sable   მათემატიკოსი თუა, ...   Feb 22 2009, 11:50 PM
კანუდოსელი   სამაგიეროდ ისტორი...   Feb 22 2009, 11:52 PM
tamara   რამდენიმე ენა იცი...   Feb 23 2009, 12:26 AM
კანუდოსელი   რამდენიმე ენა იცი...   Feb 23 2009, 12:30 AM
death   სამსახური შესთავ...   Feb 23 2009, 12:41 AM
კანუდოსელი   რომელს ამ მოთხოვნ...   Feb 23 2009, 12:42 AM
tamara   კანუდოსელი რატომ ლ...   Feb 23 2009, 07:38 PM
კანუდოსელი   აბა ასეთ ტიტანურ ა...   Feb 23 2009, 07:40 PM
bekas   აბა ასეთ ტიტანურ ა...   Feb 23 2009, 11:14 PM
tamara   და საიდან დასკვნე...   Feb 23 2009, 08:28 PM
tamara   1. საენათმეცნიერო ს...   Feb 24 2009, 06:40 PM
sable   1. საენათმეცნიერო ს...   Mar 30 2009, 05:18 PM
inga mesxi   გამარჯობათ. დიდი მ...   Mar 29 2009, 07:42 PM
tamara   inga mesxi გმადლობთ ინგა. ...   Mar 29 2009, 08:02 PM
tamara   sable ხელაღებით ნუ ლაპ...   Mar 30 2009, 05:48 PM
dariala   აქააააააააააც? შენ...   Mar 30 2009, 07:41 PM
tamara   შენცაა? არ ვიყავ ა...   Mar 30 2009, 07:58 PM
ქევანა   tamara მე ვიცი რომ თქვე...   Mar 30 2009, 08:18 PM
tamara   ლონდონის კონფერენ...   Mar 30 2009, 08:23 PM
dariala   კარგით რაა, რა საჭი...   Mar 30 2009, 08:30 PM
staywhite   inga mesxi ვისზეც ეს იგულ...   Mar 30 2009, 09:36 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 02:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი