![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
მოყვასი
ციტატა იეღოველებმა თქვენადა იაჰოვას მოწმეებს ეგეთი მიმართვა რომ არ სიამოვნებს არ იცით ცავატანემ? ფრთები ჩავიკეცოთ და ისე ვილაპარაკოთ თუ შეიძლება ციტატა არამედ მათი პოეზიიდანაც კი მოჰყავდა ფრაზები მოდით ვნახოთ ამ ჯერ-ჯერობით უაზრო დისკუსიისგან სარგებელი ჩემო მოყვასო და მოგვიყვანეთ ეგ მაგალითები ![]() ასევე გთავაზობ მიიღო მონაწილეობა გრანდიოზულ აქციაში და დაეხმარო შოთა პააპას საცხოვრებლის აშენებაში. ღმერთი ხომ სიყვარულია და ჩვენ უფლის ანუ სიყვარულის სახელით ვმოქმედებთ, მოდი და მიიღე მონაწილეობა, თუ უბრალო პაექრობაა თქვენთვის სარწმუნოება? ციტატა უბრალოდ რაღაცა ფობიაა, რომელსაც საფუძვლად რელიგიური ფანატიზმი უდევს და შიში რომ შენ ან ვინმე შენიანს გადაიბირებენ... გენაცვა საპატრიარქოს არ გაუნადგურებია 1 წიგნიც კი, მკალავიშვილს თუ ერჩი და ფანატიკოსად აღიქვამ ჩვენ ეგ არ გვეხება, აქ ზოგადად ეკლესიაზეა საუბარი და არა 1 სასულიერო პირზე ან მრევლზე. შენც იგივეს მოგიწოდებ, მიიღე გრანდიოზულ აქციაში მონაწილეობა ! ![]() ეხლა კიდე დავიძინე. |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მოყვასი თქვენადა იაჰოვას მოწმეებს ეგეთი მიმართვა რომ არ სიამოვნებს არ იცით ცავატანემ? ფრთები ჩავიკეცოთ და ისე ვილაპარაკოთ თუ შეიძლება მოდით ვნახოთ ამ ჯერ-ჯერობით უაზრო დისკუსიისგან სარგებელი ჩემო მოყვასო და მოგვიყვანეთ ეგ მაგალითები ![]() ასევე გთავაზობ მიიღო მონაწილეობა გრანდიოზულ აქციაში და დაეხმარო შოთა პააპას საცხოვრებლის აშენებაში. ღმერთი ხომ სიყვარულია და ჩვენ უფლის ანუ სიყვარულის სახელით ვმოქმედებთ, მოდი და მიიღე მონაწილეობა, თუ უბრალო პაექრობაა თქვენთვის სარწმუნოება? გენაცვა საპატრიარქოს არ გაუნადგურებია 1 წიგნიც კი, მკალავიშვილს თუ ერჩი და ფანატიკოსად აღიქვამ ჩვენ ეგ არ გვეხება, აქ ზოგადად ეკლესიაზეა საუბარი და არა 1 სასულიერო პირზე ან მრევლზე. შენც იგივეს მოგიწოდებ, მიიღე გრანდიოზულ აქციაში მონაწილეობა ! ![]() ეხლა კიდე დავიძინე. რის ახსნას მოითხოვ დააკონკრეტე და დამცინავი საუბარი რად გინდა? ![]() ასე აჯობებს და როცა ზრდილობას მოუხმობ, მერე მასწავლე სიკეთის კეთება და აქციებში მონაწილეობის მიღება . -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი