![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
loen |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
მოვიყვან ციტატებს ბიბლიიდან ყველას მისამართით(ჩემთვისაც).
იმედია შეურაცყოფილად არ იგრძნობთ თავს, არამედ ჩავიხედავთ ჩვენს თავებში, და შევეცდებით დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას. "14. ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. 15. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. 16. ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. 17. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. 18. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. 19. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ,-ამბობს უფალი." 20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. 21. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით." რომაელთა 12:14-21 სიყვარულით, ლოენ. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი