![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
რა მაინტერესებს, იესომ თქვა, შემდეგ პავლემ რომ უქადაგეთ ეს სახარება ყველასო...
მართლმადიდებლები ზიან ესე, თავისთვის... და ვინც მართლა სხვებს უქადაგებს იმას აგინებენ და აძაგებენ... იესოს მოწაფეები და მოციქულებიც ზუსტად დაუპატიჟებელ სტუმრებად, სექტანტებად იწოდებოდნენ... რას ნიშნავს, იქნებ ამის მართლმადიდებლური ეგზეგეზა შემოMთავაზოთ? ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
bekas |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 ![]() |
რა მაინტერესებს, იესომ თქვა, შემდეგ პავლემ რომ უქადაგეთ ეს სახარება ყველასო... მართლმადიდებლები ზიან ესე, თავისთვის... და ვინც მართლა სხვებს უქადაგებს იმას აგინებენ და აძაგებენ... იესოს მოწაფეები და მოციქულებიც ზუსტად დაუპატიჟებელ სტუმრებად, სექტანტებად იწოდებოდნენ... რას ნიშნავს, იქნებ ამის მართლმადიდებლური ეგზეგეზა შემოMთავაზოთ? ![]() ჯერ ერთი, უნდა იქადაგო ქრისტეს სახარება და არა შენი (კონკრეტულად შენზე არ ვიძახი) ნაბჟუტურები. მაგ ორს შორის დიდი განსხვავებაა. და რომ იქადაგო ჯერ უნდა შეისწავლო. მეორეც, მიდი ეკლესიაში და იქ მოისმენ ქადაგებას. მესამეც ,ადამიანი თავად უნდა მივიდეს ღმერთთან, რწმენასთან და არა პირიქით. ეს ჩემი IMHO-ა. თორე დადიან იეღოველები კომივიაჟორებივით და ღმერთს ყიდიან თუ მტერსასრუტს ვერ გაიგებს კაცი. თან ხარისხის გარანტიასაც არ იძლევიან. აგერ რამდენიმემ იყიდა მაგათგან "ტავარი", გადმოფრინდნენ უპარაშუტოდ გორის ციხიდან. და რა შედეგი მერე? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი