ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
ნათია |
Nov 29 2007, 11:02 PM
პოსტი
#81
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
.:Lela:. |
Feb 26 2009, 09:54 PM
პოსტი
#82
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)
ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბულგარული წიწაკა - 2 კგ. ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა ხახვი - 3-4 თავი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1) მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში. მასალა: ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა ხახვი - 4-5 თავი მწვანე ხახვი - 2-3 ძირი ნიორი - 2-3 კბილი ოხრახუში, ქინძი, კამა - გემოვნებით მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით თეთრი პური - 200 გ. ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 03:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი