ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
ნათია |
Nov 29 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
.:Lela:. |
Feb 26 2009, 09:54 PM
პოსტი
#2
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)
ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბულგარული წიწაკა - 2 კგ. ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა ხახვი - 3-4 თავი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1) მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში. მასალა: ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა ხახვი - 4-5 თავი მწვანე ხახვი - 2-3 ძირი ნიორი - 2-3 კბილი ოხრახუში, ქინძი, კამა - გემოვნებით მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით თეთრი პური - 200 გ. ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
იოანა |
Feb 26 2009, 10:03 PM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2) ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. მასალა: ბულგარული წიწაკა - 2 კგ. ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა ხახვი - 3-4 თავი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ ჩვენს კაფეტერიაში ამაზე საყვარელი საჭმელი ჩემთვის არ არსებობს, თან ოთხშაბათ და პარასკევს გვიკეთებენ განრიგის მიხედვით ჩემს გოგოებს არ მოსწონთ (საერთოდ ბრინჯს არ ჭამენ) და "იხვის ტოლმა" შეარქვეს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
.:Lela:. |
Feb 26 2009, 10:14 PM
პოსტი
#4
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
"იხვის ტოლმა" შეარქვეს მაგარიააააააა,მე საერთოდ უპრობლემო ადამიანი ვარ საჭმლის მხრივ ყველაფერს ვჭამ ნანა კაი რომ გაიხსნება გადავიტან მერე კარტოფილის კატლეტი (3) კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან. მასალა: კარტოფილი - 2 კგ. პური - 200-300 გ. ხახვი - 4-5 თავი ზეთი შესაწვავად - საჭირო რაოდენობით ოხრახუში, ქინძი, კამა - ორ-ორი ძირი მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით დაფქული ორცხობილა - 1 ჩაის ჭიქა ნიორი - 2 კბილი -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი