ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
კანონისტი |
Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Feb 7 2007, 10:33 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ძალიან კარგი თემაა, მაგრამ თქვენ თვითონვე აღნიშნავთ ხოლმე, რომ დრო შეიცვალა, შესაბამისად სასჯელთა სიმძიმეც შეიცვლებოდა. ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე)) მე მგონი ვინც ჩვილობიდან ეკლესიაში არ არის გაზრდილი, იცის რა არის მკიტხობა ყავაზე)) ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული ცოდვა და რა ვქნა.
მოძრვარს დავუსვი შეკითხვაში ტელეპატებზე, ექსტრასენსებზე, უფრო სწორედ ისეთ ადამიანებზე მკვლელობას ან სახლში მიმდინარე უცნაურ მოვლენებს, რომ იძიებენ, ალბათ ესეც რაღაც დოზით ჯადოქრობაა, მაგრამ უცხოეთსი ისინი აქტიურად არიან ჩართული რთულად გამოსაძიებელ მკვლელობებში და აშ. დარწმუნებული ვარ მამა ანდრია, როცა ამიდ დრო მოვა მიპასუხებს, მაგრამ კარგია ტქვენი ტქვენი აზრის მოსმენაც. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ლეონტი |
Feb 7 2007, 10:53 AM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ძალიან კარგი თემაა, მაგრამ თქვენ თვითონვე აღნიშნავთ ხოლმე, რომ დრო შეიცვალა, შესაბამისად სასჯელთა სიმძიმეც შეიცვლებოდა. ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე)) მე მგონი ვინც ჩვილობიდან ეკლესიაში არ არის გაზრდილი, იცის რა არის მკიტხობა ყავაზე)) ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული ცოდვა და რა ვქნა. დრო კი შეიცვალა მარა ძველი გველი არ შეცვლილა. ის დღესაც ისევე აზიანებს ადამიანებს. ამიტომ ეს კანონები ძალაშია. რაც სეეხება ფრაზას: ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე )) მე ესე დავწერდი: ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი