![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ცოტა მძიმე დღეები მაქვს, კლასელის გარდაცვალებამ, ძალიან დამამძიმა, და არცერთ კამათში არ შევალ, სანამ შესაბამისი განყოფილება არ გაიხსნება და ამიტომაც თხოვნა მაქვს მოკამათე მხარესთან, ნუ გამომეხმაურებიან...
ტაოიზმი 道教 ![]() ძირითადი დებულებები ტაოიზმში ტაოისტური აზროვნებით, არსებობს უნივერსალური ჰარმონია, რომელიც სამყაროს ყველა სფეროს აერთიანებს, ანუ მიწას, ადამიანს და ცას. მოძრაობის ამოსავალი წერტილია ტაო, ცვალებადი უცვლელი, ყველაფრის წყარო, მიზეზი პირველი და ამ სწავლებას უკავშირდება ინისა და იანის წარმოდგენა, მუდმივი დუალიზმის ბრძოლა, შავი და თეთრი, განუყრელებია... ინი და იანგი არიან ორი ძირითადი მიზეზი, რომელიც ტაოს მიერ ბუნებრივ წესრიგს ინარჩუნებენ. აქედან ინი არის მდედრობითი საწყისი, პასიური და ბუნდოვანი, მთვარესთან სიმბოლიზირებული იანგი მამრობითი საწყისია, აქტიური და ნათელი, უკავშირდება მზეს ინი და იანგი ერთმანეთს ავსებენ, ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მეტიც როდესაც ერთი აღწევს თავის მაქსიმუმს, სწორედ ამ დროს იშვება მეორე, მათი ასეთი ურთიერთობა იწვევს უამრავ მოვლენას... მოკლედ დუალიზმი... ახლა ვინმე ჩინურს თუ ფლობს მშვიდობიან კითხვას ვუსურვებ ![]() http://chinese.dsturgeon.net/text.pl?node=37397&if=en ხოლო ვინც არ იცის აქ ნახოს http://www.tao-te-king.org/021.htm ისე ლაო-ძი ძალიან მომეწონა, ბევრი სიბრძნეა შიგ ![]() ისე კი ვინც სერიოზულად დაინტერესდება ეს უნდა წაიკითხოს http://www.vodaspb.ru/files/pedagogika/200...b_kniga_6-2.pdf ეს კი ცნობილი ვიკიპედიიდან მონაცემებია: Даосизм прошёл долгий путь эволюции и в XX век вошёл древней традиционной китайской религией. После прихода в Китае к власти коммунистов в 1949 году даосизм подвергся значительному гонению. После реформ Дэн Сяопина в 1978 году положение стало улучшаться. За последние годы открылось большое количество даосских храмов и монастырей. В некоторой степени возрождение даосизма обязано росту популярности техники ци гун, которая непосредственно восходит к даосской внутренней алхимии. Даосизм в современном виде представляет собой религию, с пышным внешним слоем (обряды, ритуалы, храмы) и изящным внутренним, эзотерическим, включающим в себя техники для совершенствования тела, ума и духа. დანარჩენს თავადაც იპოვით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი