ზარზმა, ხომ ლამაზია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზარზმა, ხომ ლამაზია? |
Georg |
Aug 31 2006, 04:54 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
-------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
marine |
Feb 7 2007, 01:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გრიგოლ აბაშიძე
ზარზმა ცეცხლით და ზარით დაეცა ზარზმას, მაინც დაინთქა ურდო მონგოლთა, ზარზმამ რამდენჯერ გაუძლო ჯვარცმას, რამდენი ნახა ზარზმამ გოლგოთა. შემდეგ იმძლავრა თურქმა და სპარსმა, გვიტევდნენ სულის ამოხდომამდი, იმ ქარიშხლებსაც გადურჩა ზარზმა, ტალღებზე დადგა, როგორც ხომალდი. მაგრამ სხვაც ახსოვს კარგი დრო ზარზმას, თხისებრ დამფრთხალი თურქთა ბრბოები, როცა ჯვრის სახედ შეკრულმა ვაზმა გადაანათა უდაბნოები. მაშინ ძლიერნი და მკლავმაგრები, მტრებს თვით ზარავდნენ გაბატონებით, მესხეთს მართავდნენ ათაბაგები და ტახტზე ისხდნენ ბაგრატოვნები. სამოთხეს ჰგავდა ქართლის მთა-ბარი, უღრუბლო იყო და სხივოსანი, მაშინ აქ იდგა ლოცვად თამარი და ჯარს უძღოდა დავით სოსლანი. ამოდიოდა სამცხის ბაღებით თვითონ რუსთველი - მეფე მგოსანი. იქარგებოდა ზარზმის თაღები, იხატებოდა გარდამოხსნანი. და აბრმავებდა ჩუქრუთმის მკაზმავს, ალბათ, თამარის შუქთა თოვანი და მაღლდებოდა ღრუბლებში ზარზმა, ტაძარი - ნათელ-გუმბათოვანი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი