![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
"ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი?
რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?" - იგავნი სოლომონისა.- თავი 30. "რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება". - რომაელთა მიმართ 10:13. რომელ სახელზეა საუბარი? მოდით დავაზუსტოთ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Lashab
ღმერთის სახელი როგორ გესმის შენ? ციტატა იეჰოვა/იაჰვე არის ძველი აღთქმის ღმერთის ერთადერთი რეალური სახელი აი, ეს ფრაზა იქნებ განმარტო. სახელი ნიშნავს იმას, რომ იგი არის განმასხვავებელი ცალკეული ინდივიდისა მსგავსთა შორის. მე იმიტომ ვარ დავითი და ვიღაც - ვახტანგი, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ - ადამიანები და ამიტომ საჭიროა ჩვენ შორის განსასხვავებელი. სწორედ ამიტომ გაჩნდა სახელის იდეა. ახლა იქნებ ამიხსნა, რას ნიშნავს "ერთდაერთი სახელი" და რაც მთავარია, რაა ამ სახელის საჭიროება? ბევრი ღმერთია ცათა შინა და ჩვენ ღმერთს - იეჰოვა ჰქვია? ![]() ღმერთის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ეპითეტი, ამგვარი ეპითეტია სწორედ "იეჰოვაც", ანუ "მყოფი", იგივეა ბერძნული O WN რაც მართლმადიდებლური ხატწერის წესებით, იწერება მაცხოვრის შარავანდედში, ჯვრის ფრთებში. ანუ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას: რა არის პირადი (მით უმეტეს - ერთადერთი!) სახელი და რისთვის სჭირდება იგი ღმერთს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lashab |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
Lashab ღმერთის სახელი როგორ გესმის შენ? აი, ეს ფრაზა იქნებ განმარტო. სახელი ნიშნავს იმას, რომ იგი არის განმასხვავებელი ცალკეული ინდივიდისა მსგავსთა შორის. მე იმიტომ ვარ დავითი და ვიღაც - ვახტანგი, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ - ადამიანები და ამიტომ საჭიროა ჩვენ შორის განსასხვავებელი. სწორედ ამიტომ გაჩნდა სახელის იდეა. ახლა იქნებ ამიხსნა, რას ნიშნავს "ერთდაერთი სახელი" და რაც მთავარია, რაა ამ სახელის საჭიროება? ბევრი ღმერთია ცათა შინა და ჩვენ ღმერთს - იეჰოვა ჰქვია? ![]() ღმერთის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ეპითეტი, ამგვარი ეპითეტია სწორედ "იეჰოვაც", ანუ "მყოფი", იგივეა ბერძნული O WN რაც მართლმადიდებლური ხატწერის წესებით, იწერება მაცხოვრის შარავანდედში, ჯვრის ფრთებში. ანუ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას: რა არის პირადი (მით უმეტეს - ერთადერთი!) სახელი და რისთვის სჭირდება იგი ღმერთს? კანონისტო, 3 მეფეთა 18 თავში წერია: 21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. 22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი იეჰოვას წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. 23. მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. 24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ იეჰოვას სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი! აი ასეთ დროს საჭირო გახდა რომ განესხვავებინა ბაალისგან... ![]() ღმერთი ძველ აღთქმაში ამბობს რომ ეს არის მისი სახსენებელი უკუნთი უკუნისამდე- ეს სახელი კი იეჰოვა/იაჰვეა... როორც გინდა წაიკითხე ![]() ამაზე აპლოგეტიკაში გავაგრძელოთ საუბარი ![]() პატივისცემით, ლაშა ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი