წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი? |
მოყვასი |
Feb 27 2009, 04:05 PM
პოსტი
#1
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
"ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი?
რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?" - იგავნი სოლომონისა.- თავი 30. "რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება". - რომაელთა მიმართ 10:13. რომელ სახელზეა საუბარი? მოდით დავაზუსტოთ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
კანონისტი |
Mar 2 2009, 03:12 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lashab
ციტატა ადამიანური მოვლენა რომაა სწორედ იმიტომ უთხრა ასე მომმართეთო ანუ სახელი არ არის. კი, ბატონო მასეც მივმართოთ. ახლა ის ვთქვათ, სხვანაირად თუ მიმართავენ მას? მიმართავენ. ბოლო-ბოლო იესომ ლოცვა რომ გვასწავლა, სულაც არ მივმართავთ მას იეჰვე-თი, ანუ შესაძლებელი ყოფილა ხომ სხვანაირად მიმართვაც? რაც შეეხება ამას: ციტატა თU საბაოთს წერთ ბიბლიაში, იაჰვეც ჩაწერეთ...საბაოთიც რაღაცაც ნიშნავს და იაჰვეც... მარა სწორედ ეს ფობიაა აქ... არა, გენაცვალე. რა შუაშია ფობია? ჩვენმა წინაპრებმა აპოსტოლოს თარგმნეს (მოციქული), ეკლესია - არა, კინონია - თარგმნეს (ზიარება), ქიროტონია - არა, იკონა - თარგმნეს (ხატი), ტრაპეზი - არა. ფობიაა აქ სადმე? არა, უბრალოდ ასე გამოვიდა რა... ციტატა იესო ხომ ღმერთია თქვენი აზრით? რათ უნდა სახელი? დედამიწაზე რომ იყო უნდოდა- ანუ ადამიანებთან როცა შემოვიდა უერთიერთობაში, ასევე ღმერთიც- მისი მამა... მას არა ურთიერთობის გამო უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ის იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. და აი როგორც სრულ კაცს მას ყველაფერი ადამიანური უნდა ჰქონოდა ცოდვის გარდა, მათ შორის - სახელიც. ციტატა ევქარისტიას ხომ პირდაპირ იგებთ, რასაც გინდათ არიქა პირდაპირ იგებთ... იმიტომ ვიგებთ, რომ ეს ასე გვასწავლეს მოციქულებმა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი