მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 4 2009, 06:05 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დღეისათვის რამოდენიმე უცნაური აღმოჩენა, რომელიც ზოგიერთ სტერეოტიპს არღვევს
1. ვეგეტარიანელ ან ვეგანელ ( ესენი არათუ ხორცს და თევზს არ ჭამენ, არამედ არც რძეს, კვერცხს და ყველს ღებულობენ ) ქალებს, ვიტამინ B12 ნაკლებობის გამო აქვთ გაცილებით დიდი შესაძლებლობა დეფექტიანი ნაყოფის ქონისა, ამბობს ირლანდიელ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ჟურნალ "Paediactris" 2. ამერიკის ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წონაში მომატებულები ( და არა ზედმეტად მსუქნები) დაცულები არიან ინფაქტისაგან უფრო მეტად ვიდრე სხვები , ჟურნალ "Endocrinology" წერენ, რომ მართალია ზედმეტწონიანები ორმონ ლეპტინის წყალობით მძიმე ინფაქტსაც უძლებენო, თუმცა იქვე წერია, რომ ზედმეტი წონა ჯანმრთელობისათვის მაინც ცუდიაო ... 3. ზემოთნახსენები ვიტამინი B12 ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ასევე თავის ტვინისათვის და იგი დიდი რაოდენობითაა რძეში, ჰოდა დღეში ორი ჭიქა რძე მისწრება არისო სხვათაშორის ღვინოცა და შოკოლადიცო ამტკიცებს American Journal of Clinical Nutrition მაიცა, გახსნილდეს-თი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი