![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მეათე საუკუნის ძეგლი, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი , რომელიც სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა მეჩვიდმეტე საუკუნეში აღადგინა, შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა, დღეს განსაცდელშია.
კოკისპირულმა წვიმებმა ტაძრის აღმოსავლეთი კედლის საყრდენი მიწა ჩამორეცხა. თუ დროზე არ დაიწყო მიწის გასამაგრებელი სამუშაოები, საფრთხე ტაძრის საძირკველსაც დაემუქრება. გამოვიჩინოთ კეთილი ნება და გავიღოთ ის, რისი გაღებაც შეგვიძლია:დრო, ენერგია, ფინანსები და უფლის სადიდებლად ერთობლივი ძალებით აღვადგინოთ ჩვენი ულამაზესი ტაძარი. სს"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრში ლარების ჩასარიცხავად ისარგებლეთ შემდეგი რეკვიზიტებით: მიმღები ბანკი: სს."საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრი მიმღები ბანკის კოდი: 220101502 მიმღები კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანგარიშის ნომერი 203014500 კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილარიონ შენგელია ნინცა: p.s ძალიან მინდოდა, რომ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სურათები გამომეგზავნა, მაგრამ ვერ შევძელი. ახლო მომავალში იქნებ მოვახერხო. ამ ტაძრის გვერდით მდებარეობს დედათა მონასტერი. ტაძრის საკურთხევლის მხარეს არის მიწა ჩამორღვეული. აღდგომის ლიტანიობაზე ისედაც ჭირდა ტაძრის შემოვლა და ახლა კი... თითო კაცი ძლივს გაივლის. |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ნათია
ციტატა ნეტა კიდევ არის ეს ანგარიში აქტიური? ან რა ბედი ეწია ამ ტაძარს? საქართველოს მთავრობის განკარგულება # 157 2009 წლის 3 მარტი ქ. თბილისი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის გამაგრებითი და გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ 1. `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის `2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის გამაგრებითი და გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი