საქართველოს ეკლესიის ისტორია, ძირითადი ასპექტები და მიმოხილვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ეკლესიის ისტორია, ძირითადი ასპექტები და მიმოხილვა |
KAIROS |
Mar 1 2009, 06:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ საკმაოდ ბევრი თემაა გახსნილი და ისინი საქართველოს მართლმადიდებელი და ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ეხება, ეს იქნება ავტოკეფალიის მოპოვება, დაკარგვა და აღდგენა, კომუნისტების მიერ დევნა, ასევე აქვეა თემები ეკლესიის ზოგადი ისტორიიდან, პირველი ეკლესიები, დასავლეთის ქრისტიანული ისტორია და ა.შ.
აქ არის მსგავსი თემა, მაგრამ იმდენად გადატვირთულია სხვადასხვა მასალებით, და ერთმანეთისაგან დაშორებული თემებით, რომ აგადავწყვიტე გვქონდეს ერთი თემა, სადაც უბრალოდ, მონახაზებით და ქრონოლოგიის მიხედვით გვექნება საუბარი საქ. მართლ. ეკლესიაზე, ზოგადად შევეხებით პრობლემებს და მნიშვნელოვან პერსონაჟებს, ვნახავთ რა ვარაუდები არსებობს და რამდენადაა ესათუის იდეა ცნობილი სხვაგან... ........... თარიღი - I საუკუნე ადგილი - საქართველო, საკითხი - ქრისტიანობა შემოსვლის ვარაუდები 1. გარდამოცემა "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ( ამ ნაწილის ტექსტი იხილეთ აქ ) წყაროს ცნობით, ქართველი ებრაელები უნდა ჩასულიყვნენ იერუსალიმში, სინედრიონის მოხმობით" მოუწერა ანა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი და ჰასაკსა საზომსა მიწევნულ არს, და თავსა თჳსსა ხადის ძედ ღმრთისად. მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი" ანუ უფლის სიკვდილით დასჯაზე დასასწრებად, "და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან" პრობლემა---- ქართლის ცხოვრების და წმ. წერილის წინააღმდეგობები წყარო არ გვეუბნება, ზუსტად როგორ მიიღეს კვართი, მოისყიდეს რომაელები და იყიდეს წილნაყარი კვართი? თუ თავად მიიღეს მონაწილეობა წილის ყრაში? როგორც წერს ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრებაში" თქმული მისი-ვე აბიათარ მღდელისა კუართისათჳს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_ts...roveli2-2.htm#1 „ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ, და მოიღო მცხეთას" წმიდა წერილში არსადაა დაწერილი, რომ ვინმე ებრაელს მიეღოს მონაწილეობა წილის ყრაში მათე 27. 35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი," მარკოზი 15:24 " და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს. " ლუკა 23 : 34 " ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი" და ყველაზე მნიშვნელოვანი იოანე 19 : 23-24 " და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს." შეგვიძლია თუ არა აქ "ერისგანთა" შორის ვიგულისხმოთ ჩვენი ებრაელები? ნაკლებად და აი რატომ, რადგან იქ აშკარად რომაელები მოქმედებდნენ და არა ებრაელები, თან ესენი იყვნენ სიკვდილით დამსჯელი სამხედრო რაზმი, და შესაბამისად კვართიც და სამოსელიც იქნა გაყოფილ მათ შორის, ასევე წერია რუსულშიც "Воины " და ასევეა ლათინურ-ბერძნულ-ახალ ქართულშიც "ჯარისკაცებმა" მაშ ასე უფრო სარწმუნოა, რომ პირდაპირ წილისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ჩვენს ებრაელებს, და ამიტომაც მცდარია რომ წილი ურიებმა იგდეს და შეხვდაო ჩვენს ებრაელებს"ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა" არც წმ. წერილი და არც განმარტებელები არ ამბობენ ამას , პირიქით წმ. წერილის მიხედვით რომაული ასეული იყო იქ "მათე 27:54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს.." ეს შემდგომში წმ. მოწამე ლონგინოზ ასისთავია, მაშინ იგი წარმართი რომაელი მეომარი ლონგინოზი ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ მერე გამოისყიდეს რომაელთაგან, რატომ არ ვიცით, ალბათ ან კვართის სილამაზის გამო, როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში "ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა" თუმცა ეს არასწორია, უფალს არ ეცვა რაიმე განსაკუთრებული და მდიდრული, რომ მეფეს გარეგნულად მოწონოდა, ადერკ მეფის მისი მოხიბვლა ალბათ ამ სამოსლის მისტიურმა ისტორიამ ( იყო რა ვინმე მოკლული წინასწარმეტყველის და უცნაური გარდაცვალება სიდონიასი) განაპირობა, ამასვე წერს თეოფილაქტე ბულგარელი და სხვა განმარტებელები პირდაპირ წერენ უფლის უბრალო სამოსლის შესახებ"Иоанн, чтобы показать, что таков именно был хитон, сказал, что он "весь тканый сверху", то есть соткан от начала и сверху донизу. Указывает же этим замечанием на бедность одежд Христовых" http://www.rusbible.ru/books/in.fb.html#cite-274 ან უბრალოდ სამახსოვროდ წამოიღეს... ეს გახსნილი საკითხია... გაგრძელება იქნება იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
egri3 |
Mar 5 2009, 05:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
sable
ციტატა როგორც რომის მოქალაქე, სადაც ბუნებრივია ნაკლები შევიწროება ელოდა. ამას თუ ამიხსნით დიდად დამავალებთ. როგორ ადგენდნენ, რომ რომის მოქალაქე იყო? რა სახის შევიწროვება ელოდა რომის მოქალაქეს ქართლში? |
sable |
Mar 5 2009, 08:57 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable როგორ ადგენდნენ, რომ რომის მოქალაქე იყო? ის ვინ რომაელი იყო ის რომის მოქალაქედ ითვლებოდა, ხოლო იმპერატორმა კარაკალამ რომის იმპერიაში მოსახლე ყველა თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიანიჭა ეს 212 წელს მოხდა როდესაც ანტონინუსის დეკრეტი იქნა გამოქვეუყნებული Constitutio Antoniniana ზოდად რომის მოქალაქეობა განსაზღვრავდა რომაელი მოქალაქის უფლება მოვალეობებს, ემსახურა ჯარში, ეხადა გადასახადები და ასე შემდეგ, ყველა რომის მოქალაქე ჩაწერილი იყო მის ადმინისტრაციულ ერთეულში ასე შემდეგ კარაკალამდე ძირიტადა ამ უფლებას აპენინზე მცხოვრები რომაელები ფლობდნენ ხოლო მის სემდეგ ეს მთელ იმპერიაში გავრცელდა, თუმცა გადასახადს იხდიდა პროვინციაში მცხოვრებიც, ხოლო ის პროვინციელი ვისაც ამის სხვაზე მეტი შესაძლებლობა ქონდა კარაკლამდეც იღებდა რომის მოქალაქეობას, რაც მას მნიშვნელოვან უფლებებს ანიჭებდა ყოფილიყო ხელშეუხებელი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ამასთან ეძლეოდა უფლება ექადაგა ის რაც უნდოდა სინდისის ქეჯნის გარეშე. ქადაგების შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იყო იძულებითი თუ საამისო იმპერატორის ან სენატის სპეციალური დეკრეტი იქნებოდა გამოცემული. რა სახის შევიწროვება ელოდა რომის მოქალაქეს ქართლში? რომის მოქალაქეზე არ არის აქ მაინცდამაინც საუბარი ეგ ყველას შეეხებოდა ვინც ადგილობრივი მრწამსის საწინააღმდეგოდ სხვა რჯულს იქადაგებდა, ხოლო ქრისტიანები მოგეხსენებათ მონოთეიზმს ქადაგებდნენ რაც ლოგიკურად ყველა სხვა ღმერთს უარყოფას ნიშნავდა ანუ თვით უმაღლესი ღვთაება არმაზის რაც ყველაფერთან ერთად იმასაც ნიშნავდა რომ ფარნავაზიანები არც მეტი არც ნაკლები ცარიელი ქვის შთამომავლები იყვენენ და არა არმაზის შვილები როგორც ეს მიიჩნეოდა იმდროინდელ ქართლში სადაც ფარნავაზის ყველა მემკვიდრე ღვთაება არმაზის ძე იყო და მაშასადამე ღვთაებრივ იერარქიაში მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა როგორც ღმერთს. ქრისტიანობა კი თავისთავად ფარნავაზიანების ამ ახირებას ეჭვის ქვეშ აყენებდა, რასაც ისინი ფატია რეპრესიებით შეხვდებოდნენ, თუმცა თავიდან ფრთხილადაც მოიქცეოდნენ რადგან რომიდან მოსულ ხალხზე ხელის აღმართვა რისადმი დაქვემდებარებილ ქვეყანას ფაქტია გაუჭირდებოდა, როგორც ჩანს აქ ქართლის მესვეურებმა რეალური საფრთხე დაინახეს და ამისთვის ანდრიას და მისი მომხრეების შევიწროება იწყეს. ნუ საბაბი როგორც უკვე ვთქვი ქონდათ. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი