![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
"ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი?
რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?" - იგავნი სოლომონისა.- თავი 30. "რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება". - რომაელთა მიმართ 10:13. რომელ სახელზეა საუბარი? მოდით დავაზუსტოთ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ხომ კი?
![]() 1. ბიბლია არ გამორიცხავს აზროვნებას 2. აზროვნება არ ეწინააღმდეგება ბიბლიას 3. ბიბლიით აზროვნება ყველაზე მაგარია ასე რომ მე ბიბლიით და ღვთისმეტყველებით გეკამათები და არა სოფისტური კითხვებით, შესაბამისად გადმოკოპირება თუ უშველის მაგ საკითხს, არ დაგზარდები, მაგრამ ეს ვაიარგუმენტები ციტატა მიდი და კითხე თქო... ასე გამიხსენეთო და მე რა ვქნა ვერ გავიგე არ გინდა, არ ეკადრება ამ კამათს...ისე წინა გვერდზე იყო და არ ჭირდებოდა დიდი ძებნა ![]() აი დატკბი ![]() ციტატა ალლაჰ-ზე აშკარად შეგეშალა ლაშა, უნდა თქვა რომ მაქ შემეშალა მერე თუ ამბობ. რომ "სახელი" ციტატა ადამიანური მოვლენა რომაა სწორედ იმიტომ უთხრა ასე მომმართეთო ე.ი. არ ყოფილა რაღაც არადამიანური ღვთიური სახელი, არამედ რაღაც ადამიანური მოვლენა, რომელიც ადამიანურადაც გაიგება, ითარგმნება და განიმარტება. და კიდევ ჩემს ლოგიკას გადაახტი ჯიგარ? არანიარად არ გაგივა ეგ, უპასუხე კითხვებს: ციტატა ციტატა შენ ამბობ: "ღმერთს თავისთავად სახელი არ სჭირდება" კითხვა ანუ ღმერთს აქვს ის რაც არ სჭირდება? შენ ამბობ: ციტატა "მაგრამ რაც მან შექმნა ადამიანები..." კითხვა ადამიანები რომ შექმნა მერე მოიგონა თავისთვის ეს სახელი თუ რასაა რომ წერ? აგრძელებ: ციტატა მას უნდოდა რომ ადამიანებს მისთვის ესე მიემართათ, და მოეხსენიებინათ. ალოგიკურია, თუ ერთია სახელი რად უნდა? ღმერთო რომ დავუძახოთ, რა ბევრი ღმერთებია და მკითხავს, რომელს გვეძახიო? ანუ ღმერთს სახელი ისე აქვს რომ არ სჭირდება, ანუ ღმერთს რაიმე აქვს რაც არ ჭირდება? ან ღმერთმა სხვისი საჭიროების გამო "დაირქვა" სახელი? ან იყო დრო როცა ღმერთს სახელი არ ქონდა და მერე გაიჩინა? ან რად უნდა სახელი იმას ვინც ერთადერთია? ან რომელმა სახელმა შეიძლება შემოსაზღვროს მისი არსება? ანუ ყველა ზემოდ დასმული საკითხი ელის პასუხებს! სრულიად ადამიანური ფენომენია სახელი, დაგიწერეს ალლაჰ-ზე და დაგიწერეს იესოზე, უნდა შეეცადო პასუხები გასცე და არა უპასუხობის პენალტი დაარტყა ასე წერია ბიბლიაშიო, მე გეუბნები, რომ პირდაპირი გაგებით სახელად გაგება არ შეესაბამება ღმერთის ბიბლიურ გაგებას, რომელიც შემოუსაზღვრავია, განუზომელია, გამოუთქმელია, როგორც დამასკელი ამბობს "უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა" და რაღაც ადამიანური თანხმოვნებისა და ხმოვნების ნაერთით გინდა მას სახელი დაარქვა? ამიტომაა, რომ უნდა უპასუხო ზემოდ დაწერილ კითხვებს, თორემ ღმერთის მნიშვნელობის დამცირებამდე მიდის ეგ გზა... და იმაზე, რომ "იეჰოვა"(როგორც სხვა "სახელები) არის მისი ეპითეტი. სახელი მას არ აქვს საუბარს დამასკელით დავამთავრებ, სადაც ამბობს რომ ნებისმიერი ხერხის გამოთქმა ღმერთისა შეუძლებელია და ყველაფერი გამოთქმადი მხოლოდ ეპითეტია : "ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე." ველი პასუხებს; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი