ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
kmunebi |
Feb 20 2009, 06:16 PM
პოსტი
#1
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
ხო და რას ვამბობ, კრიზისია ვითომ?
ეკონომისტები ბევრი ვართ? -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
გიორგი |
Mar 7 2009, 11:48 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა ანუ "მივაღწევთ " იმას როგორც არის უკრაინა, ალბანეთი მაკედონია და ა.შ.? ჰო, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების დონეს მივუახლოვდებით. ციტატა ჯანდაბას ეგეც მიღწევა იქნება, მაგრამ რაზე დაყრდნობით ამბობ ამას? საქართველოს ომამდე ჰქონდა მსოფლიოში მშპ-ს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა, (ათეულში ვიყავით) რაც თითქმის 10%-მდე იყო. 7 ნოემბრის მოვლენებამდე კი საერთოდ 12% და VII ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპებით. ბოლო მომენტამდე ჩვენი ეკონომიკის ზრდა იყო 7%-ს მახლობლობაში და ოცეულში მაინც ვიყავით. დღესდღეობით ინფლაცია არის 15% დოლართან მიმართებაში. მაშინ როდესაც: Euro დავარდა დოლართან მიმართებაში 25%-ით. რუსული რუბლი კი დაახლოებით 50%-ით. სულ ვიძახი რომ ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია იოლია, პატარა ქვეყანა ვართ ძალიან პატარა ეკონომიკით და იოლად გვეშველება თუ ჭკვიანად მოვიქცევით-თქო მაგრამ რად გინდა.... ციტატა მიტინგები აშკარად გველის, სააკას ბიჭსაც შეურყევენ სავარძელს, ომი არა მგონია და სადაა იმედი? ცუდია. პატარკაციშვილ-გამსახურდია-ნათელაშვილ-გაჩეჩილაძის მიტინგებმა ძალიან უარყოფითი ძვრები პოვა საქართველოს ეკონომიკურ სტატისტიკაზე. ეს პირდაპირ მათემატიკურად და რიცხვებით გამოისახა. წელს იგივე არ უნდა გავიმეოროთ. ან მიშა ძალიან მშვიდობიანად უნდა გადადგეს, იმდენად მშვიდობიანად რომ ქვეყანამ ვერც უნდა "იგრძნოს" ვადამდელი არჩევნებია თუ ვადიანი, ანდა ოპოზიცია დროულად უნდა გაჩერდეს და ვაცალოთ პრეზიდენტს კონსტიტუციურ ვადამდე. ამდენი მიტინგები სასტიკად ანგრევს ჩვენს იმიჯს, არც პრეზიდენტის ყოველწლიური არჩევნები შეიძლება, ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსებით. სამწუხარო ის არის რომ პრობლემა ხალხშია. არც პრეზიდენტში და არც ოპოზიციაში, ჩვენთან "მხსნელს" ირჩევენ 90%-ით და შემდეგ იმავე "მხსნელს" ამხობენ... ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ დაასრულა თავისი კონსტიტუცური ვადა. ჩვენ არ შეგვიძლია გვყავდეს 52%-ით არჩეული პრეზიდენტი ანდა 38%-ით + მეორე ტური... არ შეგვიძლია იმიტომ რომ თუ პრეზიდენტს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეწინააღმდეგება ის აუცილებლად უნდა დაემხოს (ასეთია ჩვენი პრინციპი). საქართველოს ნახევარი კი დაახლოებით 2,200,000 არის, ხალხის ამ მასას ყოველთვის შეუძლია დიდი დესტაბილიზაციის გამოწვევა, მრავალათასიანი მიტინგების ჩატარება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ა.შ. იმედი არის მხოლოდ სტაბილურობაში, იმედია ქართველები გონს მოვალთ და ცოტათი მაინც დავწყნარდებით, არსებულ დინამიკას მაინც შევინარჩუნებთ და რუსეთის იმპერიის ნგრევის უბედურებაში ძალად არ შევყოფთ თავს. ჯერ კიდევ მაქვს ამის იმედი. ციტატა ქართულად როგორ ითარგმნე GDP? და რაა ჩვენი აქტუალური დაცემის დონე? GDP არის მშპ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი. ჩვენი აქტუალური დაცემის დონე არის 1%-ზე სულ ოდნავ მეტი (1,04), ამიტომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა შემცირდება და იქნება +2,5% მაგრამ უარყოფით ვარდნაში მაინც არ გადავრდებით მიუხედავად აქტუალური შენელებისა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი