![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე (
![]() მაშ ასე. თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ. თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს. თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი: Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü. თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება. თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა. Aa - ა Bb - ბ Cc - ჯ Çç - ჩ Dd - დ Ee - ე Ff - ф Gg - გ Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს) Hh - ჰ Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის) İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება) Jj - ჟ Kk - ქ Ll - ლ Mm - მ Nn - ნ Oo - ო Öö - დაახლ. იო Pp - ფ Rr - რ Ss - ს Şş - შ Tt - თ Uu - უ Üü - დაახლ. იუ Vv - ვ Yy - უმარცვლო ი Zz - ზ თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება: ა) კერძო სახელები ბ) გეოგრაფიული სახელები გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები დამატებითი ნიშნები: ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს მაგ. İslâm - დაახლ. ислям ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად მაგ.: Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი წაკითხვის მაგალითები: Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა? İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე * რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
იმედია კეთილხმოვანება გაიგეთ.
გადავიდეთ ბრუნვებზე. თურქულ ენას აქვს 6 ბრუნვა: სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალობითი, ადგილობითი და გამოსვლითი. სახელობითი - ქვემდებარის ან ზოგადი შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა ნათესაობითი - კუთვნილების ბრუნვა მიცემითი - ირიბი დამატების ან მიმართულების გამომხატველი ბრუნვა ბრალობითი - კონკრეტული შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა ადგილობითი - მსგავსია ქართული "-ში" ან ზოგ შემთხვევაში "-ზე" თანდებულებისა, შესაძლებელია გამოიყენებოდეს კუთვნილების გამოსახატადაც (ამას შემდგომ აგიხსნით) გამოსვლითი - მსგავსია ქართული "-გან" და "-დან" თანდებულებისა ბრუნვის ნიშნები: თანხმოვანფუძიანი სიტყვებისთვის: სახელობითი - ნათესაობითი -ın, -in, -un, -ün* მიცემითი -a, -e** ბრალობითი -ı, -i, -u, -ü* ადგილობითი -da, -de** გამოსვლითი -dan, -den** * აქვს ოთხი ფორმა ** აქვს ორი ფორმა ხმოვანფუძიანი სიტყვებისთვის: სახელობითი - ნათესაობითი -nın, -nin, -nun, -nün მიცემითი -ya, -ye ბრალობითი -yı, -yi, -yu, -yü ადგილობითი -da, -de გამოსვლითი -dan, -den შენიშვნა: 1. თუ თანხმოვანფუძიანი სიტყვა ბოლოვდება ყრუ თანხმოვანზე (ç, f, h, k, p, s, ş, t) ადგილობითი და გამოსვლითი ბრუნვების ნიშნები გვექნება შესაბამისად -ta, -te და -tan, -ten 2. თანხმოვანფუძიან სიტყვებში ბოლო თანხმოვანი თუ იქნა ç, k, p ან t, ნათესაობით, მიცემით და ბრალობით ბრუნვებში იგი შეიცვლება შესაბამისად c, ğ, b და d-თი. მაგალითები: კარადა - dolap dolap dolab-ın dolab-a dolab-ı dolap-ta dolap-tan პური - ekmek ekmek ekmeğ-in ekmeğ-e ekmeğ-i ekmek-te ekmek-ten აუზი - havuz havuz havuz-un havuz-a havuz-u havuz-da havuz-dan ტბა - göl göl göl-ün göl-e göl-ü göl-de göl-den მრავლობით რიცხვში ყველა სიტყვა იმის გამო, რომ დაბოლოება აქვთ -lar, -ler იბრუნება ისე, როგორც იბრუნება a და e ბოლოხმოვნიანი სიტყვები მხოლობით რიცხვში. ზემომოყვანილი გამონაკლისები აქ არ მოქმედებს dolaplar dolaplar-ın dolaplar-a dolaplar-ı dolaplar-da dolaplar-dan ekmekler ekmekler-in ekmekler-e ekmekler-i ekmekler-de ekmekler-den -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი