ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
kmunebi |
Feb 20 2009, 06:16 PM
პოსტი
#1
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
ხო და რას ვამბობ, კრიზისია ვითომ?
ეკონომისტები ბევრი ვართ? -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
Giorgi- |
Mar 7 2009, 11:53 PM
პოსტი
#2
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ტყუილია, როდესაც გაიგებთ, რომ საქართველოს გლობალური ფინანსური კრიზისი არ შეეხება, რადგან საფონდო ბაზარი არ გაგვაჩნია და რადგან ეკონომიკა და წარმოება ისედაც არ გვაქვს
ტყუილია, იმიტომ, რომ რაც გვაქვს სწორედ იმას შეეხო და შეეხება ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ კრიზისი 6 თვეში გადაივლის და ათვლის წერტილად სხვადასხვა დროს იღებენ. ანუ დეკემბრიდან 6 თვეში, მარტიდან 6 თვეში, ივნისიდან 6 თვეში და ა.შ. გლობალური კრიზისი დაახლოებით 2014 წელს დამთავრდება და ამ დროს მსოფლიო ალბათ ცოტა სხვანაირად იქნება მოწყობილი სამწუხაროდ ჯერჯერობით დასამშვიდებელს ვერაფერს ვხედავ, თუმცა პოლიტიკური არეულობა და "მხსნელის" ძიება ნამდვილად არ მოგვიხდება ჩვენ, ხალხს, ციფრებით და მშპ-ებით საუბარი დიდ შვებას ვერ მოგვიტანს. ფაქტი ჯიუტია, გშია და გეუბნებიან 2.3% ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, ინფლაცია 13 პროცენტიაო და ა.შ. როდესაც საქართველოს ეკონომიკას აშშ-ს და სხვა ზესახელმწიფოების ეკონომიკებს ვადარებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებულ ქვეყნებში უმუშევრობა ასე, თუ ისე მუდმივ სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. (სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური ფულადი დახმარება, გარკვეული ფართის საცხოვრებელი ფართის ქირაობა, ნორმალური ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა შეღავათები) თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებულ კრიზისში მთავრობას ცალსახად ვერ დავადანაშაულებთ. მთავარია, თუ ვინმე ფულს გამოგვიყოფს მეტნაკლებად სწორად გამოვიყენოთ და მინიმალურად დავზარალდებით, მაგრამ ამის პროგნოზი რთულია, ჩვენ ხომ 70-ანი წლების საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი ვართ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი