![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეჰ, რისი გამგრძელებელი ვარ. დაწერეთ, ჩვენ წავიკითხავთ დიდი ინტერესით. მე მგონი ეს თემაა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და ყოველთვის, მით უფრო ჩვენი განსაცდელებით სავსე ქვეყანაში უნდა დაწეროთ ხოლმე, დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ, რაც გტკივათ, რაც გშველით, რაც გეწერინებათ, გეთქმევინებათ, გეტირინებათ თუ გელოცვინებათ... დაწეროთ იმიტომ,რომ ეს ყველაფერი საერთოდ გასაზიარებელი უნდა იყოს... იმიტომ რომ კაცნი ვართ, ადამიანები ანუ და როგორც იობის წიგნში წერია:"განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა " ... მოდი დღეს პავლე წავიკითხოთ, რას იტანდა ეს ტიტანი ადამიანი ( გუშინ ვესტუმრე ![]() "... შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად. 24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით. 25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი. 26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის. 27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით. (II კორინთელთა მიმართ თავი 11) ჰო, კორინთელთა მიმართ ეპისტოლე გავიხსენეთ და როგორ არ ვთქვათ ის ულამაზესი სიტყვები, რომლებიც პავლეს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში უწერია? 13. განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად. (თავი 10) აი აქ ჩანს ტერმინის სიღრმეც განსაცდელი ისაა, რაც უნდა განვიცადოთ, გამოვწვრთნათ, გამოვასწოროთ ჩვენი გული, უფრო მზად ვიყოთ; იმისათვის რაც შემდეგ მოვა, შემდეგ კი მოვა ის რაც დაგვამშვიდებს, გაგვაძლიერებს, აგვამაღლებს, დაგვაწყანრებს და გვაჩვენებს, რატომ მოხდა ესათუის მოვლენა, ესათუის განსაცდელი და მას ჩვენს სულს წმიდას, სულს ნუ-გეშინის-მცელისას ვუწოდებთ, ვინც გვეუბნება "ნუ, გეშინინ"... ლამის კანონად გვაქვს ქრისტიანებს, რასაც ოქროპირი ბრძანებს: "და შენც, ქრისტეს სახელით მონათლულო, როცა შენთან განსაცდელი მოვა, იცოდე, იმისათვის ხარ აღჭურვილი, რათა იბრძოლო; მაგრამ შენით ნუ გამოთხოვ განსაცდელს, არამედ როცა უფალი დაუშვებს შენზე, რომ შენ არ აიმაღლო თავი, რათა მათში იცნა ღვთის დახმარება, რათა შენ განმტკიცდე რწმენაში და მიიღო დიდების გვირგვინი" ამიტომაც ამბობს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ისუ ზირაქი, უფლის მსახურება თუ გინდა, მაშინ განსაცდელისათვის განამზადე თავი და წავიკითხოთ ახლა უკვე ძველი აღთქმის ეს სიბრძნე განსაცდელზე: სიბრძნე ზირაქისა თავი მეორე 1. შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. 2. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. 3. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ყველა მუხლი, პირველი ის უნდა გავაანალიზოთ, რომ თუ უფლის შვილობა გვინდა, ქრისტიანობა გვინდა, მაშინ მოემზადე განსაცდელისათვის და როგორ? გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს- რას ნიშნავს გულის დამორჩილება? ან აჩქარება განსაცდელისას? აი საკითხები რაზედაც ახლა არ ვისაუბრებ და თქვენ დაგითმობთ ასპარეზს, მანამ კი ისევ ზირაქიდან ამ მუხლებზე მინდა კიდევ დავფიქრდეთ:"4. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. 5. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. " და ბოლოში არც ნუგეშინისმცემელი აყოვნებს, უფალიც აქვეა, საჭიროა არ მივიქცეთ განსაცდელისაგან, არ ვირყეოდეთ "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა", არ ავჩქარდეთ, არ ავღელდეთ ზედმეტად, სწორად წავრმართოთ გზები და იმედი არ დავკარგოთ, თუმცა ისევ ზირაქი: " 6. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. 7. უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ. 8. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. 9. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. " ასეა, რადგან სჯობს, უფალს მივენდოთ ამბობს ზირაქი, მისგან ტკბილად ჩავთვალოთ ყველაზე მწარე განსაცდელიც, და გვახსოვდეს პავლე, რომელიც ამბობს, რომ უფალი არ დაუშვებს იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის ატანაც ჩვენ შეგვიძლია და როგორც მორჩილი შვილები: "18. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა."(იქვე) უბრალოდ უნდა შევეჩვიოთ ოქროპირის სიტყვებს "მადლობა უფალო ყველაფრისათვის" იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი