სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Mar 7 2009, 09:20 AM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Mar 10 2009, 05:30 AM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პეტრეს გარდა სხვა მაგალითი განსაცდელისა, არ იყო? რამდენიც გინდა და ჩემს მიერ ამ თემის გახსნა, სწორედ ამ საკითხის წინ წამოწევას ემსახურება განკურნება ეშმაკეული ყრმისა: 22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. 24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ასეა, თუკი გვწამს რომ უფალია, რომ ძალუძს დახმარება, და ბუნებრივად, დაცემული გონებით ვერ ვიგებთ, როგორ და რანაირად, ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, შეეწიე უფალო ურწმუნოებასა ჩემსა... აი სხვა მაგალითი განსაცდელისა, როცა უფალს ეძინა ნავში... მათე 8 თავი 23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. 26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ? ეს მცირე განმარტება: "თავისი მაგალითით უფალს ახლა უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული. მართალია იონა წინასწარმეტყველსაც ჩაეძინა ასეთივე განსაცდელში, მაგრამ - შებღალული სინდისით, მოწყენილობითა და დარდით, რომლითაც იგი იყო მოცული. მაცხოვარს კი ჩაეძინა სუფთა სინდისით: იონა თავისი იქ ყოფნით იწვევდა განსაცდელს, - იესო ქრისტეს ყოფნა კი იყო საწინდარი და თავდებობა განსაცდელისაგან გამოხსნისა. მაგრამ მოწაფეებს ეს არ ჰქონდათ შეგნებული. მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით იმათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი - „სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თავის მოწაფეებზე თვითონ უშვებდა დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათ რწმენაში. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძალიან არ შეშინდებოდნენ და არც ისე ძალიან დაუწყებდნენ მას ვედრებას. და შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი. ამიტომაც დაიძინა მან, რათა მიეცა მათთვის დრო, რომ ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში“, შეეცნოთ საკუთარი უძლურება, და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო იმათ გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელებისას და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით, განეცდევინებინა მათთვის მისი კეთილი სამსახური." ისე კი რა ძლიერია არა? როგორ გავს ეს საუბარი როცა განსაცდელში ჩავარდებით ჩვენსა და უფლის საუბარს არა? "უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით." ვიტყვით ხოლმე და თუ კარგად ვიტყვით, მაშინ აუცილებლად ისმენს უფალი, რომელიც ჩვენ გვგონია რომ ძინავს და არ დაგვიფარავს " რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო" არა, არ ძინავს ჩვენს უფალს, იქ მართალია "ეძინა ჩვენეულ ხორცს, რაც შეიმოსა ღვთის სიტყვამ., როგორც წესია, მაგრამ არ ეძინა ნავში ღმერთ-სიტყვას, რადგან „არ ჩათვლემს, არც დაიძინებს ისრაელის დამცველი“ (ფს. 120.4) (კირილე ალექსანდრიელი http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/kirile_bzoba.htm ) ძველ აღთქმასაც გადავწვდეთ დღეს, ნახე როგორი მკაცრია უფალი და როგორი სამართლიანობა, როგორი მზრუნველობაა ამ სამართლიანობასა და სიმკაცრეში.: "31. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება. 32. დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო." (ეზეკიელი თავი 21) ასეა, თუ განსაცდელში ვართ, გზა ერთია მხოლოდ, ფსალმუნებიდან ოქროს ნარჩევები: "1. ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი. " (119 ფს.) და მთლიანი 120 ფსალმუნი "გალობა აღსავალთა, 1. აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი. 2. შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი. 3. ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4. აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან. 5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6. მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8. უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე. " ხო მაგარია? ზეპირად უნდა ვიცოდეთ ასეთი პატარა და თან ასე ძლიერი ფსალმუნები, ვერც დღე და ვერც ღამე ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს თუკი უფალი იქნება ჩვენი მფარველი, რადგან ყველაფერი იცის ჩვენი უფალმა! და ბოლოს ეს საოცარი ისტორია ძველი აღთქმიდან მართლაც შემძვრელია, განსაცდელის დათმენისა და ამ დათმენის გამო გვირგვინის სიდიადის ერთერთი ყველა ნათელი მაგალითია, იოსებზე ვყვები: 1. ძმებმა, საკუთარმა ძმებმა, მოიძულეს, გაძარცვეს და ჯურღმულში ჩააგდეს, და მერე საჭმელადაც კი დაჯდნენ... დაბადება. თავი 37 23. და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა. 24. და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა. 25. და დასხდეს ჭამად პურისა და გაყიდეს, როგორც ნივთი რამ "მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა. " 2. მონად ჩავარდნილსაც განსაცდელი თან ახლდა, ქალის მიერ ცილისწამების გამო მისმა მყიდველმა " შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა. " მაგრამ იქაც, საპატიმროში როგორც ჯურღმულში, როგორც შებორიკილი ქარავანში"იყო უფალი იოსების თანა" , ჰოდა ამიტომ იყო, რომ არ გაბოროტებულა იოსები, მან ძმების დანახვაზე ტირილი დაიწყო: "30. შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ. " და როდესაც გაუმხილა მისი ვინაობა ძმებს, ლამის გაამართლა კიდეც ისინი თავი 45: 4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ. 5. ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. " ასე დაბრძენდა განსაცდელებში გამოწვრთილი იოსები, ღმერთმა ჩვენც გვასწავლოს იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS წმ. წერილი განსაცდელის შესახებ Mar 7 2009, 09:20 AM
დათიკო KAIROS
ძალიან კარგი თე... Mar 7 2009, 01:15 PM
მხევალი ნინო KAIROS
ეს ალბათ თანხმ... Mar 7 2009, 01:19 PM
კანონისტი
ეს ფრაზა მიყვარს ყ... Mar 7 2009, 02:27 PM
ა ნ უ კ ა KAIROS
რა საინტერესო ი... Mar 7 2009, 08:43 PM
llaasshhaa ძალიან საინტერესო... Mar 7 2009, 09:08 PM
დათიკო llaasshhaa
კონკრეტულად რ... Mar 8 2009, 01:41 AM
KAIROS
უნდა დაწეროთ ხოლმ... Mar 8 2009, 08:19 AM
G_I_O_R_G_I_ კაიროსის ნებართვი... Mar 8 2009, 03:47 PM
-tamar- მე მაინტერეესებს ს... Mar 8 2009, 03:49 PM
მხევალი ნინო KAIROS
კაიროსუნა, შენი... Mar 8 2009, 04:53 PM
KAIROS
აჰა... გასაოცარია, ი... Mar 9 2009, 03:55 AM
milana
მთილანად წავიკითხ... Mar 14 2009, 10:47 PM
ქევანა აი სულ ვცდილობ გავ... Mar 9 2009, 11:00 AM
tamar84 ძალიან მიყვარს სერ... Mar 9 2009, 02:55 PM
მხევალი ნინო KAIROS
ხო, მაგრამ ხანდა... Mar 10 2009, 02:53 PM
KAIROS
ჰო, ახლა ეგ საკმაოდ... Mar 11 2009, 05:30 AM
დათიკო მინდა ვისაუბრო რამ... Mar 11 2009, 02:26 PM
tamuna m ყველა განსაცდელს რ... Mar 12 2009, 03:26 PM
agmsarebeli იობზე მძმე განცადე... Mar 12 2009, 11:50 PM
ქევანა იობის განსაცდელზე ... Mar 13 2009, 02:41 PM
KAIROS
მოდი მაშინ ყველამ ... Mar 13 2009, 08:23 PM
მხევალი ნინო KAIROS
უჟე პო რუსკი ? :D Mar 14 2009, 12:42 AM
pataraia რუსული არ ვიციიიი..
... Mar 14 2009, 12:45 AM
KAIROS
პაწია ია :) საჭიროა ... Mar 14 2009, 04:15 AM
Amuza
უწმიდესი და უნეტა... Mar 14 2009, 09:37 PM
KAIROS პ.ს.
ეს არის ლათინუ... Mar 14 2009, 04:26 AM
Ligia
პ.ს.
ეს არის ლათინუ... Mar 16 2009, 04:26 PM
ქევანა
მიყვარს მე ეგ კაცი ... Mar 14 2009, 01:09 PM
მხევალი ნინო KAIROS
წავიკიტხე :D ხომ... Mar 14 2009, 03:28 PM
S a l l y ესე მგონია ჩემთვის... Mar 15 2009, 01:25 PM
ა ნ უ კ ა როგორ მიყვარს ეს ... Mar 15 2009, 09:37 PM
KAIROS
საინტერესო დაკავ... Mar 16 2009, 05:36 AM
Amuza
უმადური ადამიანე... Mar 16 2009, 07:21 PM
KAIROS ჰო, ეგრეა ამუზ, ქრის... Mar 16 2009, 11:11 PM
KAIROS ამაზე ვიპოვე მაქსი... Mar 17 2009, 12:17 AM
KAIROS ახლა ვიწყებ დიდ სე... Mar 17 2009, 05:22 AM
KAIROS გავაგრძელებ :)
დღეს... Mar 18 2009, 05:00 AM
Amuza
„ღმერთმა ადამიან... Mar 18 2009, 09:21 PM
milana
ცოდვის შთამომავლო... Mar 21 2009, 02:02 PM
Amuza
ე.წ სასჯელი ადამია... Mar 21 2009, 02:57 PM
milana
და ვინ უნდა მოეგოს ... Mar 21 2009, 09:10 PM
ავგუსტინე KAIROS
ბოლოში მიაწერე ... Mar 18 2009, 05:05 AM
KAIROS
მაშინ შევქმნათ "... Mar 18 2009, 05:06 AM
ავგუსტინე მე ევანგელიზმი დიდ... Mar 18 2009, 05:24 AM
ავგუსტინე
არ ვეთანხმები. ავა... Mar 18 2009, 09:22 PM
დათიკო Amuza
ავგუსტინე
ამაზე... Mar 19 2009, 01:13 AM
staywhite
Amuza
მეც ძალიან მომე... Mar 21 2009, 03:03 PM
Amuza [b][size=6]სქემიღუმენი ს... Mar 21 2009, 05:10 PM
KAIROS
ეგ არის არა "ტანჯ... Mar 22 2009, 05:21 AM
KAIROS ლუკა 7 თავი
[b]12. და ვი... Mar 22 2009, 05:33 AM
KAIROS ახლა ერთი უცნაური ... Mar 25 2009, 01:33 PM
მხევალი ნინო საქართველოს თავზე ... Mar 28 2009, 10:09 PM
დათიკო მხევალი ნინო
ალბა... Mar 28 2009, 10:41 PM
მხევალი ნინო დათიკო
ვფიქორბ, ა... Mar 29 2009, 12:44 AM
KAIROS
რათქმუნდა ეს მონა... Mar 29 2009, 05:09 AM
მხევალი ნინო KAIROS
იხარე კაიროსუნ... Mar 29 2009, 02:31 PM
KAIROS კაია ნინიკო, წერე, წ... Mar 30 2009, 04:15 AM
Amuza არადა სულ პატარა ფ... Mar 30 2009, 08:18 PM
KAIROS
არც ეგრე ვიტყოდი ა... Mar 30 2009, 10:03 PM
ქევანა
მაგრამ თუ სწორად მ... Mar 30 2009, 10:11 PM
staywhite ქევანა
დიდი განსხ... Mar 30 2009, 10:40 PM
ქევანა ვნახე , ქეგლ-ში :) რა ... Mar 30 2009, 10:49 PM
staywhite
ნამდვილად, ბევრი ს... Mar 30 2009, 10:52 PM
მხევალი ნინო KAIROS
როგორი განებივ... Mar 31 2009, 01:56 PM
KAIROS მაგრად მიყვარს ეს ... Apr 1 2009, 04:50 AM
KAIROS ნუ გეშინინ!
არ შე... Apr 2 2009, 02:49 AM
judi ნეტარ არიან მშვიდნ... Apr 2 2009, 09:08 AM
staywhite
მუდამ ვუძღვნი გან... Apr 2 2009, 12:56 PM
KAIROS
ვინ იმსახურებს რო? ... Apr 4 2009, 03:10 AM
მხევალი ნინო KAIROS
ეს სიტყები პატ... Apr 4 2009, 11:42 PM
KAIROS
:D
ადამიანურია ნინო... Apr 5 2009, 04:20 AM
მხევალი ნინო KAIROS
ნუ შეძრწუნდება... Apr 5 2009, 11:31 PM
KAIROS
ჰო, გახდა აქტუალურ... Apr 6 2009, 04:06 AM
მხევალი ნინო KAIROS
დავით წინასწარ... Apr 6 2009, 12:28 PM
KAIROS არა ნინო, მილიონი ხ... Apr 7 2009, 04:57 AM
მხევალი ნინო KAIROS
ეს წესი მხოლოდ ... Apr 7 2009, 11:43 AM
sergi_glaxa KAIROS
ჩემი აზრით ეს ა... Apr 7 2009, 11:47 AM
KAIROS
ქრისტიანობისათვი... Apr 7 2009, 11:50 AM
KAIROS მოდი განსაცდელს და... Apr 8 2009, 04:32 AM
მხევალი ნინო KAIROS
ყველაფერი რაც ... Apr 8 2009, 09:43 PM
staywhite
KAIROS
ყველაფერი რაც ა... Apr 11 2009, 12:16 AM
KAIROS ახლა ვწრიალებთ, ვბ... Apr 10 2009, 11:31 PM
მხევალი ნინო KAIROS
კაიროს, ისე მივ... Apr 10 2009, 11:55 PM
KAIROS
უი, რას ამბობ, როგო... Apr 11 2009, 04:42 AM
KAIROS ნაწყვეტი უწმიდესი... Apr 11 2009, 06:30 PM
მხევალი ნინო KAIROS
ისე დავიღალე, რ... Apr 11 2009, 07:12 PM
დათიკო KAIROS
დღევანდელი ქად... Apr 12 2009, 12:53 AM
KAIROS
ვაა, რა კარგი ხარ დ... Apr 12 2009, 03:38 AM
მართა დათიკო
წმინდა ლაზა... Apr 12 2009, 03:36 PM
დათიკო მართა
აჰა, გასაგებ... Apr 13 2009, 09:05 PM
KAIROS განსაცდელის შესახ... Apr 20 2009, 03:34 AM
soso5 მოგესალმებით ჩემო ... Apr 24 2009, 11:01 AM
sergi_glaxa
მოგესალმებით ჩემო... Apr 24 2009, 11:18 AM
soso5
ჩემი გამოცდილებიდ... Apr 24 2009, 11:37 AM
kmunebi მე ვფიქრობ ჩემს ხე... Apr 24 2009, 11:17 AM
soso5
მე ვფიქრობ ჩემს ხე... Apr 24 2009, 11:22 AM
kmunebi soso5
უნდა შევიგნოთ, რ... Apr 24 2009, 11:24 AM
KAIROS თემა განსაცდელის შ... Apr 24 2009, 11:25 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th December 2025 - 01:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი