IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცისკარზე ზეთისცხება...., სანამ წავსულვარ გამარკვიეთ...
lch
პოსტი Mar 8 2009, 02:38 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



შაბათს თბილისის ერთერთ ტაძარში დავესწარი ლოცვას, აქამდე ვიცოდი და ყველამ იცით რო ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ხდება ზეთის ცხება, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ამ ტაძარში ზეთის ცხება არ შესრულდა და თქვეს რო ასეც უნდა იყოს, მარხვაში არ ხდებაო...
ამ ტაძარში ასეთ რამეს უკვე მეორედ შევესწარი, შარშან მოვხვდი მანდ პეტრე-პავლობის წინა დღეს, ჩატარდა ლოცვა, ჩატარდა პურის, ღვინის და ხორბლის კურთხევა, მაგრამ სახარების მერე ზეთის ცხება არ მოხდა, მაშინაც მარხვა მოიმიზეზეს...
მაინტერესებს ეს რამდენად გამართლებულია, მართლა ასეთი წესია რო მარხვაში ცისკარზე ზეთის ცხება არ ხდება, თუ ტაძრის წინამძღვრის ნებაზეა ეს დამოკიდებული?

მიკვირს, რადგან ჩემი მოძღვარი მარხვაშიც და ხსნილშიც, ყოველთვის შაბათის (და დღესასწაულების) ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ ატარებს ზეთის ცხებას....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Mar 10 2009, 10:58 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



.ნინო
ციტატა
ცოტა დაწვრილებით აგვიხსენი რა, მაშინ თითქმის ყველა ტაძარში რატო ტარდება ზეთისცხება ყველა შაბათსა და დღესასწაულებზე?

ზეთისცხება შინაარსობრივად საზეიმო ხასიათისაა. რანგირების მიხედვით არსებობს 6 რანგის მსახურება.

4, 5 და 6 რანგის დღესასწაულებზე სახარება იკითხება გარეთ, შუა ტაძარში (და არა საკურთხეველში, ტრაპეზზე). შესაბამისად, ამ დროსვე ეგების ზეთისცხების ჩატარება.

ამასთან, ზეთისცხება უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც მწუხრზე, ლიტიის საკითხავის შემდეგ იკურთხება ზეთი.

Nikoloz_
ციტატა
ხოლო მწუხრზე სახარების წაკითხვის შემდეგ არის ლოცვა....
მაგრამ თუ მცირე ლოცვაა, მაშინ ზეთისცხება არ არის...
ხოლო თუ რაიმე დღესასწაულია წინ, მაშინ უნდა იყოს ზეთისცხება

მწუხრზე სახარება არ იკითხება. სწორად შეგნიშნეს.

დიდი მწუხრი:
- ასამაღლებელი
- ფს. 103
- დიდი კვერექსი
- I კანონი (ყოველთვის, დღის მიუხედავად)
- მცირე კვერექსი
- უფალო, ღაღად-ვყავ - დასდებლებით
- საცეცხლურით შესვლა
- "ნათელი მხიარული..."
- [საწინასწარმეტყველო]
- მრჩობილი კვერექსი
- "და ღირს მყვენ..."
- თხოვნითი კვერექსი
- [ლიტიის საკითხავები და მუხლები]
- სტიქარონსა ზედა დასდებლები
- "აწ განუტევე..."
- დასაწყისი ლოცვები
- ღვთისმშობელო ქალწულო (ან დღესასწაულის ტროპარი)
- [პურის კურთხევა]
- ფს. 33
- "კურთხევა უფლისა თქვენ ზედა..."

[] - IV, V და VI რანგის დღესასწაულებზე


lch
ციტატა
როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი დადგა არჩევანის წინაშე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ მისი დარჩენა ხელისუფლებაში, უყოყმანოდ არჩია უკანასკნელი. ბუნებრივიცაა, აბა ხელისუფლებას ხომ არ შეელეოდა? ასეთ დროს ქვეყნის ორიოდ კუთხე თუ დაიკარგება, ეს რა მოსატანია.

---

და ასეთ პრეზიდენტს დღეს კიდევ ყავს მომხრეები....

ეს კიდევ გაქვს? laugh.gif laugh.gif laugh.gif e025.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 07:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience