გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
tatia xanishvili |
Feb 7 2007, 11:00 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 7-February 07 წევრი № 1,029 |
ღმერთო,როგორ არ მავიწყდება მისი ზე-ადამიანური თვალები...მამაო მე ვფიქრობ ყველა თქვენი სილიერი შვილი ღვთის მადლიერნი უნდა იყვნენ,მე კი ძალიან ბედნიერი ვარ,ირგვლივ ყველა თქვენზე ლაპარაკობს და გული დიდი სითბოთი და უზარმაზარი სიყვარულით მევსება.მამაო მე თქვენ არასოდეს დამავიწყდებით,თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც მართლა გულით და სულით ზრუნავდით ჩემზე,ხართ ის ადამიანი რომელმაც ჭეშმარიტი ცხოვრების ანაბანა მასწავლეთ,პირველი სულიერი ნაბიჯები გადამადგმევინეთ და ცდილობდით ფეხზე დაგეყენებინეთ.მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსთვის და მზრუნველობისთვის რომელსაც ასე უხვად მაძლევდით და მანებივრებდით.(ეს წერილი მივწერე ოდესღაც მამაოს და მითხრა რომ,ამ სიტყვებზე ვიტირეო...)ვერაფრით ვერ ვივიწყებ მამაო თქვენთან გატარებულ სულიერი ცხოვრების 3 წელს.ღმერთო როგორ არ მავიწყდება ჩემი ბოლო აღსარება,მამაო სულ სხვანაირი იყო,აღარ მიშვებდა რა გეჩქარებაო დარჩი კიდევ ცოტახანიო-ნეტავი დავრჩენილიყავი... მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მამაო ასეთი მოსიყვარულე(განსაკუთრებით მოსიყვარულე იყო იმ დღეს),მაგრამ 2 კვირაში კი მიმახვედრა უფალმა....ძალიან მიჭირს მამაო უთქვენოდ,ვის მივმართო და ვის მივეკედლო არ ვიცი,თავგზა ამერია...მაგრამ,მჯერა შემეწევით და მაპოვნინებთ ისეთ მოძღვარს,რომელიც ღირსეულად შემიცვლის თქვენ თავს.ბოლო შეხვედრისას შემპირდი "თამარ,ჯვარი მე უნდა დაგწერო"... მაგრამ მიუხედავ იმისა რომ ხორციელად მიგვატოვე,მაინც მჯერა რომ ჯვარს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი კი არა,არამედ სულიერი-ანგელოზების თანხლებით დამწერ და დარწმუნებული ვარ,უფალს ჩემს დიდ ბედნიერებას შეავედრებ...მე მინდა დიდი სიამაყით გავიმეორო ის სიტყვები რომელიც თქვენ ძალიან მოგწონდათ და სულ მეკითხებოდით მართლა შენ თქვიო?"მამა შიო თითქოს და გამჭვირვალეა",მართლაც მასეთი იყავი მამაო,ლურჯი თვალების მიღმა ძალინ დიდი სამყარო მოჩანდა... მინდა უფალს დიდი მადლობა შევწირო თქვენთან სულიერი ნათესაობისთვის და დიდი შენდობას გთხოვთ მამაო.მე მინდა ასევე გთხოვოთ ჩვენ ცოდვილებს მეოხება და შეწევნა არ მოგვაკლო.დიდი სიყვარულით თამარი(სნეგურაჩკა-როგორც მეძახდით ხოლმე:))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი