![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მინდა ვისაუბრო რამხელა განსაცდელი დაატყდათ თავს მოციქულებს.
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად არის ჩამოყალიბებული იოანეს სახარების მე17 თავში. ”და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ”. (იოვანე 17,11) მიუხედავად ამისა, ერთი მოციქულის გარდა ყველა სიკვდილით დასაჯეს და ტანჯვაწამებაში ამოხადეს სული. წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს, რომ მოციქულები დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მაცხოვრის ამა სოფლიდან განსვლით მათ უდიდესი განსაცდელები დაატყდებოდათ თავზე. მათ სჯეროდათ, რომ თუკი მაცხოვარი ინებებდა, შეძლებდა მათთან დარჩენას. მათთვის რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ თუკი ის ხორციელად აღარ იქნებოდა მათ გვერდით, კვლავაც ძველებურად შეძლებდა დაეცვა საყვარელი მოწაფეები და, მართალია, ფიზიკურად მის ხილვას ვეღარ შეძლებდნენ, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყოფილიყო თავისი ღვთაებრივი ძალისხმევით. რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს” (იოვანე 17,12) წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს: ისე დაიცვა მისი მოწაფეები და ისეთი ზრუნვა გამოიჩინა მათ მიმართ, რომ არცერთი მათგანი არ დაღუპულა, გარდა ერთისა - იუდასი (აქ თავისუფალი ნების საკითხია). რადგანაც დაღუპვა არ ნიშნავს ხორციელ დაღუპვას, არამედ სულიერ წარწყმედაზეა საუბარი. არაფერია ხორცის დაღუპვა იმასთან შედარებით რაც სულს შეიძლება დაატყდეს თავს. აი განსაცდელთა მიზეზებიც: ”მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგანი” (იოვანე 17,14). სწორედ აქ ჩნდება მიზეზი იმისა თუ რისთვის შესთხოვს მაცხოვარი მამას დაიცვას მისი მოწაფეები, განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე - შენი სიტყვისთვის, რომელიც მივეც მე მათ. მოციქულნი ღირსნი არიან უფლის მფარველობისა, რადგან სოფელი შეიძულებს მათ ამ სიტყვებისთვის. ცოდვის მონობაში მყოფ საზოგადოებას არ უყვარს ისინი, რადგან ისინი არ არიან მიჯაჭვულნი ამა სოფლის სიამეებს. წმ. იოანე ოქოპირი გვასწავლის: ნუ ვიქნებით მწუხარენი თუკი დევნილ ვიქნებით სათნოებისთვის უშჯულოთა მიერ, რადგან ასეთია ბუნება მათი. ისინი მზად არიან დაამდაბლონ და ”სირცხჳლეულ-ყონ ცხორებაჲ მათი” რათა დაჩრდილონ საკუთარი უკეთურობა. ”არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან” (იოვანე 17,15) რა თქმა უნდა, უფალს შეუძლია თავისთან წაიყვანოს მოწაფეები და ამ გზით დაიცვას მოსალოდნელი განსაცდელისგან, მაგრამ მაცხოვარს არ სურს ეს. პირიქით, ის სთხოვს მამას ჯერ ამა სოფელში დაიცვას ისინი. მიზეზი ამისა ნათელია - სწორედ მათი მეშვეობით შეიტყობს მსოფლიო მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის ცნობას. მოციქულებმა თავად უნდა მოიმუშაკონ ცათა სასუფეველი, ამიტომაც არ ათავისუფლებს მათ მიწიერი საქმეებისგან. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ფრაზას: "მოიმუშაკონ ცათა სასუფეველი" ”ნუ გამიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაჲსა” (ფს. 101,25) - ვკითხულობთ ფსალმუნში და ვრწმუნდებით, რომ ღვთის სასჯელია ცოდვილთათვის ამა ქვეყნიდან დროზე ადრე გაყვანა. უფალი ბრძანებს, რომ ხალხი არ უნდა დარჩეს განმანათლებლებისა და ხელმძღვანელების გარეშე, პირიქით, ის ითხოვს წმინდანთა სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გაძლიერებას, გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი. ”სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ” (იოვანე 17,16) როდესაც ადამიანი უფლის სამსახურშია, ის მუდამ მზად უნდა იყოს დევნისა და დაცინვისთვის, გვასწავლის წმ. იოანე ოქროპირი. ბოროტი არ ესხმის თავს ცოდვილთ, არამედ სიწმინდის დამცველთა შეცდენას ცდილობს გამუდმებით. მას შემდეგ, რაც მისმა მოწაფეებმა უფლის სიტყვა შეიწყნარეს, არამიწიერნი, ”არასოფლისანი” შეიქმნენ, უარი თქვეს ყოველივე ამქვეყნიურზე და ამით თავი უდიდეს საფრთხეში ჩაიგდეს. ხოლო ის რაც არამიწიერი და არაამქვეყნიურია, წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით, წმინდაც არის. წმინდაა ყოველივე ის, რაც მოცილებულია ამქვეყნიურისგან, წმინდაა თავად უფალი იესო ქრისტე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი