ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#41
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Feb 7 2007, 11:55 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მარტვირი ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, ასაკით ჭაბუკი, გონებით კი დაბრძენებული, წმინდად და უმანკოდ მცხოვრები ბერი იყო. ის სანატრელი ხშირად მიდიოდა ხოლმე სხვა მონასტერში თავის სულიერ მამასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რადგან მისდამი დიდი სიყვარული და სასოება ჰქონდა. ერთხელაც, იქ მიმავალმა გზაზე დაწყლულებული და დაბრმავებული გლახაკი ნახა მწოლარე. მასაც იმავე მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. შეცოდა იგი ნეტარ მარტვირის, შემოახვია თავისი ანაფორა, ბეჭებზე წამოიკიდა და წაიყვანა მონასტერში. მისმა ღმრთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარვე იხილა ეს და ბერებს დაუძახა, წადით, სასწრაფოდ გაუღეთ მონასტრის კარიო. საყვარელ ძმას მარტვირის ღმერთი უტვირთავს და ჩვეთან მოდისო. მონასტრის კარიბჭესთან გლახაკის მტვირთველმა ბეჭებიდან რომ ჩამოიხსნა იგი, მხოლოდ მაშინღა ეჩვენა ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახით, რომელმაც ამაღლება იწყო ზეცად. მარტვირი გაკვირვებით უყურებდა და თვალს არ აცილებდა. ცად აღმავალმა კი უთხრა, ჰოი, მარტვირი, შენ მე არ უგულვებელმყავი ქვეყანზე და არც მე უგულვებელგყოფ ზეცაში. შენ წყალობა მიყავი და მეც შეგიწალებ შენ. მონასტერში შესულ მარტვირის სულიერმა მამამ ჰკითხა, შვილო, მარტვირი, ვინ იყო ის, შენ რომ იტვირთეო? მან უპასუხა, რომ მცოდნოდა, პატიოსანო მამაო, ვინც იყო, უფრო მტკიცედ ჩავეჭიდებოდი მის ფეხებს და ცრემლით დავულტობდიო და მოუთხრო ყველას მომხდარი სასწაულის შესახებ. სულიერმა მამამ ჰკითხა, საყვარელი შვილო, მძიმე იყოო? მან კი უპასუხა, არა, პატიოსანო მამაო, როცა მოვიკიდე, ვერ ვიგრძენი მისი სიმძიმე, ცისა და ქვეყნის მპყრობელი უფლისა, რომელსაც შვენის დიდბა უკუნითი უკუნისამდე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი