![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რუსული არ ვიციიიი.. პაწია ია ![]() ![]() ციტატა განსაცდილესას უფალი დაგიფარავს თუ სთხოვ შეგინანოს. მოკლედ ხომ ![]() ციტატა უჟე პო რუსკი ? ![]() უბრალოდ არ მცალიასავით ეს დღეები და ამიტომ მასალებს ვდებ ჩემი რაიმე მინაწერების გარეშე, ახლა მაგალითად ეს მომეწონა უწმიდესის მცირე ქადაგებაა და სწორედ "შიშს" ( ანუ განსაცდელის სიმძიმეს) და ეგოიზმს (ანუ განსაცდელის მიზეზს) ეხება, ჭეშმარიტება კი განმათავისუფლებელია... ------------------------------------------- უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჭეშმარიტების, შიშისა და ეგოიზმისათვის არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გამოაქვს. არის ისეთი საკითხებიც, რომელთა საბოლოო გადაწყვეტაც დღემდე მთელი კაცობრიობის საფიქრალი და საზრუნავია, მაგრამ იგი აქამდე ვერ მოხერხდა. ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს საკითხს, რომელიც როგორც ცალკეულ ადამიანთა, ასევე მთელი კაცობრიობის წინაშე დგას, ჭეშიარიტების რაობის გარკვევა წარმოადგენს. კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ამ საკითხის გარკვევას მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე შეეცადა. მაცხოვარი ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ, მაგრამ საქმე ის არის, როგორ ვცნათ ჭეშმარიტება, სად არის იგი და რისგან გვათავისუფლებს მისი შეცნობა. ერთი დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი ამბობს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ადამიანს შიშისა და ეგოიზმისაგან ათავისუფლებს. შიში და ეგოიზმი ის გრძნობებია, რომელიც ყველა ადამიანშია. შეიძლება გარეგნულად ვინმე ლაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ გულში რომ ჩახედოთ, დაინახავთ, რომ იქ შიში და ეგოიზმი სუფევს. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, დიდია იგი თუ პატარა, მაღალი თანამდებობა უკავია თუ დაბალი, ყველაფრისა ეშინია, ეშინია მეორე ადამიანისა, სიკვდილისა, თანამდებობის დაკარგვისა, დამცირებისა. ეგოიზმი ხომ კიდევ უარესია - მე - აი, რა არის ადამიანისათვის ამ დროს მთავარი. ყველაფერი თავისთვის უნდა, არაფერი ყოფნის, დღეს თუ ორი სახლი აქვს, ხვალ ათი მოუნდება, მისმა მეთავისეობამ საზღვრები არ იცის. სად არის ჩვენი საშველი, რაში მდგომარეობს იგი, ვინ არის ჩვენი მკურნალი? საშველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო ერთადერთი მკურნალი უფალია, რომელიც ამ სენისაგან გვათავისუფლებს. შიშისა და ეგოიზმის გრძნობები ადამიანს ისე შეესისხლხორცა, რომ თითქოს მის თვისებებად იქცა; მაგრამ სინამდვილეში არც შიში და არც ეგოიზმი ჩვენს თვისებებს არ წარმოადგენს. მაგალითისათვის წმინდა პეტრე მოციქული გავიხსენოთ, - ანთებული ლამპარი რწმენისა და სვეტი ეკლესიისა. როდესაც ანნასა და კაიფას ეზოში იესო ქრისტეს დაკითხვა მიმდინარეობდა, იქვე მყოფ მოციქულს ვიღაც უბრალო ებრაელმა მსახურმა ჰკითხა, შენც ხომ მაგის მოწაფე ხარო. იგი შიშმა შეიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ჭეშმარიტება, თვითონ უფალი იქვე იდგა, მაინც უარყო იგი. სამჯერ ჰკითხეს და შიშმა ისე დაჯაბნა, რომ სამჯერვე უარი განაცხადა. მაგრამ, როგორც სახარებაში ვკითხულობთ, მოციქულმა თავისი საქციელი თითქმის მაშინვე მოინანია, გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა, ხოლო შემდეგ სხვა მოციქულთა მსგავსად სულიწმიდის მადლით შეიმოსა, სულიერად გაძლიერდა და ქრისტეს მოძღვრების დაუღალავი მქადაგებელი გახდა. ჭეშმარიტი სარწმუნოება მან წარმართული იმპერიის დედაქალაქში, რომში იქადაგა, რადგან იცოდა, რომ თუ რომი გაქრისტიანდებოდა, მთელი იმპერიაც ქრისტიანული გახდებოდა. როგორც ვხედავთ, მოციქულმა თითქოს სძლია შიშს, მაგრამ როცა იმპერატორი ნერონის ბრძანებით ქრისტიანთა დევნა და მათი ენითაუწერელი წამებანი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ეს შიში გულის სიღრმეში, მართალია, დათრგუნული, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომაც, დაეთანხმა მოწაფეებს, რომელთაც მოძღვარს თავის გადასარჩენად რომიდან წასვლა შესთავაზეს. გარიჟრაჟზე დატოვა მან რომი და ქალაქიდან გასულმა დედაქალაქისკენ მომავალი კაცი დაინახა. როდესაც მიუახლოვდა, საყვარელი მოძღვარი იცნო - იესო ქრისტე მხარზე გადებული ჯვრით რომში მიდიოდა. ეს გამოცხადება იყო. პეტრემ ქრისტეს ჰკითხა: უფალო, ვიდრე ჰხვალ, ე.ი. სად მიდიხარო. მაცხოვარმა უპასუხა, რომ რომში მიდიოდა, რათა ჯვარზე მეორედ გაკრულიყო. ამ გამოცხადებით წმინდა მოციქულმა ჭეშმარიტისაგან ისეთი დიდი მადლი და ძალა მიიღო, რომ შიში საბოლოოდ დაძლია, შიში და ეგოიზმი ყოველი ჩვენგანის თანამგზავრია და მათ ჩვენც ღვთის მადლითა და წყალობით უნდა ვძლიოთ. ისევ პეტრე მოციქული რომ გავიხსენოთ, დავრწმუნდებით, რომ თავისით, ვიდრე უფალმა ძალა არ მიმადლა, შიში საბოლოოდ ვერც მან დაამარცხა. შიშისა და ეგოიზმის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ვცნათ ჭეშმარიტი, მაგრამ არა მხოლოდ ვცნათ, არამედ ვაღიაროთ კიდეც იგი და ამასთან არა მხოლოდ საკუთარ გულში, არამედ ყველას წინაშე და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს ჭეშშარიტება იმ უარყოფითი მხარეებისაგან, რომელიც ჩვენში ღვთის ხატს ამცირებს. ღმერთმა მოგცეთ ძალა და ღმერთმა ინებოს, რომ მთელმა საქართველომ სცნას ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამ გაათავისუფლოს იგი, ამინ. 4 ივნისი, 1985 წ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 05:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი