სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| misheli |
Feb 7 2007, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
![]() ![]() |
| kato_Bato |
Feb 8 2007, 01:03 AM
პოსტი
#2
|
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ
ჩემს შვილს ტატოს ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი), რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი (ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას», თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას») და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა. სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა, თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად, ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _ ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში. მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ. ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა, თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?! ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი? შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა? ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს? ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?! აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე. ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი? ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი. ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული, ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი. სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _ უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი! აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების, რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი, რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე» უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება. თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?! რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება, პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი, საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია, იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი. თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს. შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები! გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს! გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა! შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო! (ვახუშტი კოტეტიშვილი) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
misheli სიკვდილი არრა არის რა... Feb 7 2007, 05:32 PM
marine misheli
გაგახაროს უფალ... Feb 7 2007, 05:40 PM
t.l. სიკვდილი არა არის ... Feb 7 2007, 05:58 PM
nat_nat
სიკვდილი არა არის ... Apr 6 2007, 09:09 PM
t.l.
მაგარი ლექსია :(
:D
... Apr 6 2007, 09:24 PM
nat_nat
:D
ლექსი არაა.... :D უბ... Apr 6 2007, 09:27 PM
KAIROS ძალიან საოცარი სიტ... Feb 7 2007, 08:23 PM
misheli დიდი მადლობა ყველა... Feb 8 2007, 12:58 AM
van111 სიკვდილი: ვისთვის ... Feb 8 2007, 01:16 AM
misheli vaa111
გეთანხმები, მაგ... Feb 8 2007, 01:48 AM
marine ხალხური
* * *
წუთისო... Feb 8 2007, 11:24 AM
t.l. ბინდისფერია სოფელ... Feb 8 2007, 01:54 PM
marine t.l.
ხალხური
* * *
ბინდ... Feb 8 2007, 02:55 PM
tinka misheli
t.l.
ძალიან კარგი ... Feb 8 2007, 04:10 PM
t.l. marine
tinka
გაიხარეთ.... Feb 8 2007, 04:13 PM
marine t.l.
აჰა, კიდევ ერთი.. :)... Feb 8 2007, 04:16 PM
kato_Bato ერთერთ რუსულ მარლმ... Feb 8 2007, 04:22 PM
თათი87
სამწუხაროდ , სიყვა... Feb 8 2007, 04:42 PM
misheli "მე არ მეშინია სი... Feb 8 2007, 05:07 PM
დავით ივერიელი
და რათ არის საშინ... Feb 8 2007, 05:07 PM
კანონისტი საინტერესო ფრაზაა ... Feb 9 2007, 03:07 AM
marine შვეიცარიელმა ხაას... Feb 12 2007, 03:20 PM
marine ხალხური
* * *
გულსა მ... Feb 12 2007, 03:33 PM
მნათე ათეისტები ამბობენ ... Feb 13 2007, 04:02 PM
marine "არც ერთი ჩვენგან... Feb 15 2007, 04:45 PM
musikosi "სიკვდილის გზა არ... Feb 16 2007, 02:17 AM
_MATASI_
გზა კი არის ვარდის... Feb 16 2007, 03:08 AM
marine ერთხელც იქნება, მო... Feb 22 2007, 02:09 PM
Irine "სიკვდილის ნუ გეშ... Feb 23 2007, 06:41 PM
Qeti თუ მდიდარი ხარ, იფი... Feb 26 2007, 07:18 PM
marine ხალხური
* * *
ნეტავ რ... Mar 1 2007, 02:46 PM
BERO ის ნუ დაგვავიწყდებ... Mar 3 2007, 09:48 PM
ნიკოლოზ_V სიკვდილი რატომაა ს... Mar 5 2007, 08:31 PM
თათი87 ნიკოლოზ_V
სიკვდილი ... Mar 5 2007, 08:50 PM
keti t.l.
ეს მართლაც დიდი ... Mar 6 2007, 05:08 PM
marine "სულის სხეულთან შ... Mar 27 2007, 03:07 PM
mampali რა არის სიკვდილი? ა... Mar 27 2007, 03:29 PM
ლილიანა მამები უფალს შესთ... Mar 27 2007, 04:20 PM
musikosi სიკვდილი საშინელი ... Mar 30 2007, 11:07 PM
ხათუნა სიკვდილი შეიძლება ... Apr 1 2007, 04:23 AM
მარინე წმიდათა შორის მამი... Apr 1 2007, 10:18 PM
mampali მე მგონი სიკვდილზე... Apr 2 2007, 07:45 PM
marine "გადის თვეები, წლ... Apr 5 2007, 11:14 AM
მხევალი ნინო გარდაცვალება (სიკვ... Apr 5 2007, 03:50 PM
marine ეს სიტყვები არის ღ... Apr 5 2007, 04:02 PM
adamis_nekni ადამიანმა დიდი ცოდ... Apr 6 2007, 09:03 PM
nat_nat
ადამიანმა დიდი ცო... Apr 6 2007, 10:22 PM
tinka ხშირად არ ვფიქრობ, ... Apr 6 2007, 09:06 PM
adamis_nekni
[color=#FF0000][i]ხშირად არ ვ... Apr 6 2007, 09:09 PM
ნოდარიკო adamis_nekni
ჰმმმმ,ძალიან ... Apr 6 2007, 09:10 PM
adamis_nekni
adamis_nekni
ჰმმმმ,ძალიან ... Apr 6 2007, 09:11 PM
leluka
ეეჰ...სიკვდილია ყვე... Apr 6 2007, 09:18 PM
adamis_nekni
გეთანხმები ....
ძალი... Apr 6 2007, 09:20 PM
leluka
არადა ადამიანმა ყ... Apr 6 2007, 09:22 PM
adamis_nekni
იცი კი უნდა იფიქრო... Apr 6 2007, 09:24 PM
leluka
:lol: :lol: ვაიმე ზოგჯერ ... Apr 6 2007, 09:27 PM
adamis_nekni
მასე კაი გზას დავა... Apr 6 2007, 09:34 PM
ნოდარიკო მე არ მეშინია სიკვ... Apr 6 2007, 09:27 PM
t.l. მწარე და მძიმე თემ... Apr 6 2007, 09:28 PM
ნოდარიკო პირიქით როცა უდანა... Apr 6 2007, 09:31 PM
t.l.
ჩემს სიუფთავეზე ა... Apr 6 2007, 09:32 PM
ადამიანი ნოდარიკო
ეგ ჩვენ ა... Apr 6 2007, 09:33 PM
leluka
ნოდარიკო
ეგრე ადვ... Apr 6 2007, 09:37 PM
ადამიანი t.l.
ადრინდელი ქრისტ... Apr 6 2007, 09:38 PM
adamis_nekni
t.l.
ადრინდელი ქრისტ... Apr 6 2007, 09:42 PM
ადამიანი adamis_nekni
კი, ყოველთვის ... Apr 6 2007, 09:44 PM
musikosi სიკვდილი სანატრელ... Apr 7 2007, 09:33 PM
nini egriseli მორის ფოცხიშვილს უ... May 2 2007, 07:55 PM
m16 როგორც ვიცი სიკვდი... Sep 12 2007, 08:15 PM
di_onise m16
მე როგორც ვიცი გა... Sep 12 2007, 08:35 PM
m16 ესეიგი ჯოჯოხეტს ვე... Sep 12 2007, 08:38 PM
saria-giorgi
ესეიგი ჯოჯოხეტს ვ... Sep 20 2007, 10:49 AM
ლილიანა ფორუმელების გადაგ... Sep 13 2007, 09:43 AM
გლახა როგორც მე ვიცი ბიბ... Sep 13 2007, 11:26 AM
izo უპირველეს ყოვლისა ... Sep 13 2007, 10:29 PM
m16 izo
ვა რა საინტერესო ... Sep 14 2007, 12:33 AM
m16 ლილიანა
ეხლა ოფტოპ... Sep 14 2007, 07:52 PM
neo
მე როგორც გამიგია ... Sep 15 2007, 12:10 PM
m16 neo
მარტოობას აიტანს... Sep 15 2007, 12:35 PM
stch :lol: ხო სულს რამდენიც... Sep 20 2007, 02:27 AM
თათი87 m16
რავიცი არამგონი... Sep 20 2007, 09:53 AM
zgarbi ყოველი ოჯახი, მძიმ... Sep 22 2007, 12:10 PM
ბოლქვაძე და როგორ ფიქრობ ეს ... Sep 22 2007, 12:22 PM
southruislip რა არის სიკვდილი?
В... Sep 28 2007, 02:28 PM
t.d სიკვდილი ყველას ვი... Oct 1 2007, 06:33 PM
XAFRAN :lol: :lol: :lol: მგონი ეხვლ... Oct 1 2007, 08:39 PM
xornabujeli თუ შეიძლება ასე ით... Oct 1 2007, 08:44 PM
neo სიკვდილის ქრისტეს... Oct 1 2007, 08:51 PM
makuna7474
სიკვდილის ქრისტეს... Oct 1 2007, 08:55 PM
liziko-liziko ,, სიკვდილი არრა არი... Jul 31 2010, 02:20 AM
ქევანა
ადამიანურ ბუნებას... Jul 31 2010, 06:47 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი