"სხვა" ქრისტიანული ეკლესიები, კათოლიკური; პროტესტანტული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"სხვა" ქრისტიანული ეკლესიები, კათოლიკური; პროტესტანტული... |
KAIROS |
Apr 6 2008, 04:10 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არ მინდოდა ამერია ეს სურათები მართლმადიდებლურ ეკლესიათა სურათებში, იმიტომ რომ ნამდვილად აქ სხვაგვარი ხედვაა საჭირო... ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ხშირად შეხვედრია საოცარ ბაზილიკებს და ტაძრებს, იქნება ეს ბაროკოს სტილის, თუ როკოკოს, იქნება ეს გოთური, თუ ბაზილიკური, იქნება ეს იტალია ( ყველაზე საოცარი მაინც ამ ქვეყანაშია ), ესპანეთი თუ ავსტრია, გერმანია თუ საფრანგეთი, დანია თუ ჩეხეთი...
მოკლედ მე დავიწყებ და აბა თქვენ იცით! იხარეთ; კაიროსი! MATER ECCLESIAE დედა ეკლესიათა ასე ქვია ამ საოცარ ბაზილიკას, რომელიც მართლა ეკლესიათა დედა იყო, როცა ერთად იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიები, მაშინ დიპტიხში პირველი იყო რომის ეკლესია, ხოლო ვატიკანამდის კი სწორედ აქ იყო პაპის საყდარი, ესაა სან ჯოვანი ინ ლატერანო, ხოლო რასაც ნახავთ ახლა ესაა საკურთხევლის ბალდახინი, სადაც გადმოცემით ინახება წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს თავის ქალები!!! ყველა სურათი ჩემია და ავტორობის უფლებას ვიტოვებ დაუკვირდით სიმდიდრეს და ბრწყინვალებას ტაძრისა... ესეც შიგნითა ხედი, მარჯვნივ და მარცხნივ მოციქულთა ულამაზესი ქანდაკებებია, ყველას ის იარაღი უპყრავს ხელთ, რითაც ეწამა... ეს ორღანია შემდეგში გავაგრძელებ, ეს ამოუწურავი თემაა, ველი თქვენს სურათებსაც... დროებით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 15 2009, 05:12 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ლაბირინთები ლაბირინთების სისტემა ძალიან შემოვიდა შუასაუკუნეების და გვიანი შუასაუკუნეების, როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო არქიტექტურაშიც, ანუ არსებობს სახლებიც, კოშკები, სადაც მსგავსი ლაბირინთებია, ოღონდ კედლებით... მეტიც, თავად მაქვს ნანახი რამოდენიმე ქვეყანაში ბაღი-ლაბირინთები ( იტალია, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი )... მერე დავძებნი სურათებს და დავდებ ახლა ერთი საინტერესო და დიდი ტაძრის შესახებ. მოწამეთა და ანგელოსთა ღვთისმშობლის ტაძარი (რომი) ეს უზარმაზარი ბაზილიკა ჩაშენებულია ქრისტიანთა მდევნელ დიოკლეტეანეს ყოფილ ციხეებად გადაკეთებულ აბანოების ადგილას, ამ ციხეებში უამრავი ქრისტიანი უწამებიათ... შუასაუკუნეების ტაძარში კი ზუსტი ასტრონომიული სიზუსტით იქნა მარმარილოს იატაკზე გამოსახული მერიდიანა, რომელზეც შუადღის მზის სხივი იძლევა უამრავ ქრონოლოგიურ ინფორმაციას. ეს ზემოდან ეს შიგნით მერიდიანა მერიდიანა ზემოდან ჭერი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი