![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
pilate |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 ![]() |
არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?
არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
pilate
ციტატა თემაში არსებული შეკითხვების გასაცემად რატომ ცდილობს ზოგიერთი მიმართოს კათოლიკური ეკლესიის ეგრეთ წოდებულ "მემკვიდრეების უწყვეტ ჯაჭვს" გასაგებია.. საინტერესოა, რატომ უნდა მიმართოს ადამიანმა, რომელიც თვითონ მართლმადიდებელია, - პაპიზმს, მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის" დასადასტურებლად ინტერნეტში განთავსებულ (ისტორიულ დოკუმენტაციას მოკლებულ) კათოლიკური ეკლესიის პაპების გრძელ და დაუსაბუთებელ სიას... მაგრამ, შეიძლება აქ ერთი გამოთქმა გავიხსენოთ: გაჭირვება მანახე და გაგცევას განახებო. მდაა ![]() ციტატა რაც შეეხება აქ მოყვანილი პაპების გრძელ სიას ამაზე (ამ ეტაპზე) არ გავაჩერებ ყურადღებას 2 მიზეზის გამო. 1. ეს კათოლიკური ფორუმი არ არის, სადაც კათოლიკების პაპიზმის ქრონოლოგიის გარჩევით მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების" "უწყვეტ ჯაჭვს" შევაზავოთ; მართლმადიდებლობა და კათოლიკობა რამ გაყო 1954 წლამდე? ![]() სხვათაშორის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რომის პაპმა 1954 წელს (თუ თარიღი არ მეშელბა) ეგ სქიზმა გააუქმეს ![]() ![]() ციტატა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად, იმ ძირითადი დოგმატური წანამძღვრების განხილვით, რომელზე დაყრდნობასაც კათოლიკე ანუ ლათინი ღმრთისმეტყველები ცდილობენ, შეიძლება შემდეგი მთავარი დასკვნა გავაკეთოთო რომ მათი ამოსავალი საბუთები უსაფუძვლოა და წმიდა წერილისა და გადმოცემის განმარტებები - ყალბი. სადღაც გაუგებრობაში მოყოლილხარ შენ ახლა ![]() ![]() მოკლედ ეს არგუმენტიც ჩაიფუშა ![]() ციტატა ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იუზერ კაიროსის მიერ პეტრე მოციქული არ შეილება მიჩნეული იყოს როგორც მოციქულთა მემკვიდრეების ეგრეთ წოდებული უწყვეტი ჯაჭვის ქრონოლიოგიის საწყისად როგორც ამას კათოლიკები აკეთებენ. ამის ბევრი მიზეზებიდან, მხოლოდ ერთს დავასახელებდი. მართლმადიდებელი ეკლესია, არ ვიცი თუ ეს იუზერი გარკვეულია ამაში, მაგრამ, როგორც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესია "არ ცნობს" კათოლიკური ეკლესიის პაპიზმს. ოო, ისევ პაპიზმი. არა რა, სადღაც სუფრაზე მოისმენდი უეჭველი შენ ამ არგუმენტებს. ანუ პრიმატს გულისხმობ აქ არა? სხვათაშორის პეტრე პირველ ეპისკოპოსად მხოლოდ IV ს. დასაახელეს. ისიც არა იმის გამო, რომ ის ქრისტეს მოადგილე იყო, არამედ როგორც პირველი საპატრიარქოს სტატუსის გასამყარებლად, რაც ისედაც იყო. ხოლო 1054 კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პაპი იმიტომ გადასცა ანათემას, რადგან თვითონ უნდოდა პირველობა. ანუ ჩვენი ბრალი იყო ეგ სქიზმა... ციტატა გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის რომ პირველი პაპი პეტრე იყო (როგორც გრძელ სიაში გვიდასტურებს ზემოთ ხსენებული იუზერი) და რომ თითქოს ის ერთპიროვნულად მმართველობდა ეკლესიას და რომ მოციქულებს შორის მას ხელმძღვანელობა ჰქონდა დაკისრებული როგორც ხუცესთა თავს. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, მოციქულთა დროს ეკლესიაში პირველადი მდგომარეობა იერუსალიმის ხუცესებს ეკავა, რომლის პირველი ხელმძღვანელი და ეპისკოპოსი უფლის ძმა - იაკობი იყო. მართალია ეს არ არის დოგმატური განსხვავება. მე როგორც მართლმადიდებელმა რომ ვაღიარო პეტრე, რომის პირველ პაპად არც ანათემას გადავეცემი და ეკლესიიდან განვიკვეთები. მაგრამ IV ს. არც კათოლიკებს სწამდათ ამის ![]() ციტატა აქედან გამომდინარე, კათოლიკური პაპიზმის, ეგრეთ წოდებული პაპური იერარქიის მოშველიება, სავსებით უადგილოა და ვერ სცემს პასუხებს თემაში შემოსულ ზემოთ დასმულ შეკითხვებს. მე ესე ვიტყოდი, აქედან გამომდინარე შენი წარმოდგენა ამ საკითხზე მცდარია. ციტატა სასურველი იქნებოდა მართლმადიდებლურით დაწყებულიყო... სასურველი იცი რა იქნებოდა? კონკრეტულად შენ რომ დაასახელო თარიღი, როდის გაწყვდა თითქოსდა კავშირი მოციქულებს, მის მემკვიდრეებსა და ჩვენს შორის. აიღე ეკლესიის ისტორიის წიგნი, გადაშალე და გაიგებ, რა როდის დაიწყო. ხოლო თუ რამეში გეპარება ეჭვი დაასახელე თარიღი და გაგცემთ პასუხს. თუ გგონია ვინმე აქ მთელი ქრისტიანობის ისტორიას მოგიყვება მაშინ შემცდარხარ. ფულს კი არ გვიხდიან მაგხელა პოსტების წერაში. ნუ ეხლა, თუ დაგვაფინანსებ პრობლემა არაა ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი