პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
betaneli luka |
Mar 16 2009, 02:40 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
ჩვენ არ ვცემთ თაყვანს ხეს,ან საღებავებს,არც რომელიმე მხატვრის ხელოვნებას...ხატის წინ ლოცვისას,ეკლესიური მოძღვრებით,ჩვენ თაყვანს ვცემთ მას,ვინც არის მასზე გამოსახული.ხატი გვეხმარება სწორ ლოცვაში,ანუ ლოცვისას მიწიერი აზრებისაგან განთავისუფლებაში და მთელი სულიერი ძალების მობილიზებაში სწორი ლოცვის აღსავლენად-ასეთი ლოცვა,მამების სწავლით,გაივლის მთელს სამყაროს და მიდის ღმერთამდე,ხოლო გაფანტული ლოცვა კი-როდესაც ვლოცულობთ ენით და ამ დროს კი ჩვენი გონება ფიქრობს ყოფითზე და მიწიერზე პარალელურად-იგივე წმ.მამების გადმოცემით,არ ადის საკუთარი ოთახის ჭერს ზევითაც კი.
ხატი გვეხმარება ღვთის მიმართ ლოცვაში და,აქედან გამომდინარე,რწმენის გაღრმავებაში მადლის მიღებით,რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება-სული წმინდის მადლის გარეშე ვერ ცხონდება ვერავინ.ყველაფერს,რასაც კაცი აკეთებს,უნდა აკეთებდეს ღვთის მადლის მიღების მიზნით,მათ შორის ხატის წინ ლოცვის დროსაც. მადლი რვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ ჩვენ თანა ყოველთა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი