IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 09:20 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი...
ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი:
განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე
( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა...
ორ მაგალითს შეგახსნებთ:
პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი...

რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ
ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს?

ლუკა 22 თავი

54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს

იოანე თავი 21

15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.


და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა...

და მაინც ამბობს იობი

"21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. "

იობი თავი 1...

გააგრძელეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 16 2009, 05:36 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბრაამის გამოცდა განსაცდელებში არ შედის?


საინტერესო დაკავშირება, განსაცდელი ხშირად ( არა ყოველთვის) უკავშირდება სასჯელს რაღაცის გამო, მაგრამ ჩვენ უკვე დავწერეთ, რომ სასჯელიც საჩვენოდაა, მაშინ გამოცდა ხომ მითუმეტეს, ფაქტობრივად ხშირად გამოცდა განსაცდელია და განსაცდელი გამოცდა ხდება, და ჩვენს მიერ მათდამი დამოკიდებულება განაპირობებს შემდგომ მოვლენებს.

აი ვნახოთ, როგორ აღწერს დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი, უმადური ადამიანების და განსაცდელის დამოკიდებულებას:

"უმადურ ადამიანებს იმდენად აქვთ გული გასასტიკებული, რომ მხოლოდ მწუხარებათა, დანაკარგისა და უბედურების შემთხვევაში თუ შეიცნობენ ღვთიური ნიჭების ფასს: ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, ხორციელი გრძნობებისა და მოყვასის კეთილგანწყობისა. თავის ჯანმრთელობას მხოლოდ მერეღა უფრთხილდებიან, როდესაც იგი არასწორი ცხოვრების გამო ლოთობითა და გარყვნილებით უკვე შერყეულია, სხვის სიმშვიდეს მხოლოდ მერეღა აფასებენ, როცა ისინი განუქარვებელ კაეშნამდე დაჰყავთ და ა.შ.

უმადური ადამიანები ცდილობენ მეხსიერებიდან ამოშალონ თავისი ცხოვრების გარემოებანი, როდესაც რაიმე სიკეთე ეძლევათ. აი, რატომ გვხვდება თვალში ესოდენ ხშირად შვილების მაგალითი, როდესაც ისინი თავიანთ აღმზრდელ მშობლებს შეურაცხყოფენ; მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლებს აბუჩად იგდებენ; გამდიდრებული ბედნიერნი, რომელნიც გაუბედურებულ, გაჭირვებულ და დამაშვრალ ნათესავებსა და ნაცნობებს ამცირებენ.

უმადური ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში რაიმე უბედურება დაატყდებათ, ყოველთვის დანაშაულებრივი სიმხდალით არიან აღბეჭდილები. უბედურების შემთხვევაში ისინი თავს არ ზოგავენ, რათა ფეხებში ჩაუვარდნენ, არ რცხვენიათ ფრაზების, რომლითაც ადამიანებს ევედრებიან, როცა შველას ითხოვენ; ივიწყებენ რა ყოველგვარ ღირსებას, – ისინი თავიანთ მსგავსთ მუხლებში უვარდებიან. ამას გარდა, ღვთისა და ადამიანების მიმართ აურაცხელ აღთქმას დებენ. მაგრამ მადლობა ღმერთსა და პატიოსან ადამიანებს, უბედურებებმა გადაიარეს; ისინი ჯანმრთელები, საღსალამათი, სიცოცხლისმოყვარულნი არიან: ამ ყოფაში სჯობს კეთილისმყოფელი არ შეეყაროს მათ, რამეთუ უმადური ადამიანებისაგან უფრო მეტ მტრობას შეიძლება წააწყდე, ვიდრე უცხო მტრებისგან. „ჭირნი მე, - წამოიძახებს მოციქული, - ნათესავთაგან, ჭირნი ავაზაკთაგან“ (2კორინთელთა 11,26). კეთილ გულს ამათგან რომლის ატანა უფრო ძალუძს?

უმადურ ადამიანებს ადვილად შეიცნობ, როცა თავს დატეხილი უბედურების ჟამს, ისინი ცდილობენ უბედურების მიზეზი ახსნან. ისინი თავიანთ მწუხარებასთან, როგორც საბედისწერო მიზეზს, ყოველთვის აკავშირებენ ღმერთსაცა და ადამიანებსაც, მაგრამ თითქმის არასდროს – საკუთარ თავს. მათგან ყოველთვის შეიძლება მოისმინო დაწვრილებითი განმარტება მასზედ, თუ როგორ გაანაწყენა ისინი ცხოვრებამ და ადამიანებმა. მოკლედ, ყველა დამნაშავეა მათ წინაშე, ხოლო თავად ისინი – ცამდე მართალნი არიან. თუ მიაყურადებთ მათ მწუხარე მონათხრობს, წააწყდებით დრტვინვას, წყენას, ავმოსურნეობას, ღვარძლიანობასა და ყველა სხვა მანკიერებას და რაც მთავარია – უნანელობას, ულოცველობას და ღვთის ნებისადმი ურჩობას."


და სხვაგან იგივე დეკანოზი აგრძელებს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს მორწმუნე იგივე განსაცდელთ:


"მოხდება შეიტყობ, რომ ზოგიერთი მორწმუნე ცხოვრობს მშვიდად, სასიამოვნო ოჯახურ და საზოგადოებრივ პირობებსა და ურთიერთობებში. ისინი თავიანთ ცხოვრებაში, როგორც საჭიროა, გამოხატავენ პირად რწმენას. მაგრამ ცხოვნების მტერს შეაქვს ოჯახურ ურთიერთობებში არეულობა, სამსახურეობრივ საქმიანობაში წარუმატებლობა, ასევე ვაჭრობასა და სხვადასხვა წამოწყებაში. აქაც, იქაც და სხვაგანაც გამოჩნდებიან ხოლმე არაკეთილმოსურნენი, მდევარნი, შემავიწროვებელნი, წარუმატებლობანი, დანაკარგები და, - ვაგლახ, - ამ ადამიანების რწმენა არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდება, თავს ატყდება ქარიშხალი, და ამგვარ მდგომარეობაში ისინი ეჭვებს გამოთქვამენ, დრტვინავენ და ბოროტდებიან. კარგია, თუ დროულად მოიგონებენ მართალი იობის ისტორიას და მის მსგავსად, ყველა თავის საქმესა და მწუხარებაში რწმენას შეინარჩუნებენ. თუ არადა ხანმოკლე უბედურებათაგან სასურველი თავდახსნის ნაცვლად შესაძლოა სამუდამოდ დაიღუპნენ.

უფლის გულისათვის, დაიცავით მართლმადიდებლური სარწმუნოება ყველა გარეგანი და შინაგანი ქარიშხლების ჟამს, წარუმატებლობისა და განსაცდელების დროს. რწმენა - ნიჭია ღვთისა; იგი ღვთიურ ნიჭთა შორის ყველაზე უფრო ძვირფასი და მაღალი ნიჭია, თვით სიცოცხლეზეც უფრო ძვირფასი. სარწმუნეობის დაკარგვას მოსდევს ზიანი სულისათვის და წარწყმედა.

საჭიროა სარწმუნოების არა მარტო შენარჩუნება, არამედ გამრავლებაც, რამეთუ სარწმუნოებას თავისი ხარისხები აქვს: უმდაბლეს საფეხურზე იგი მცირედმორწმუნეობად იწოდება. ამ მდგომარეობაში ჩვენ მცირედმორწმუნენი ვხდებით, აქეთ-იქით ვეხეთქებით, ჩვენი თავისთვის მრჩეველებს ვეძებთ - ბერებს, მონაზვნებს, ასეთ მდგომარეობაში არის საშიშროება დავკარგოთ რწმენა და დავიღუპოთ. ჩვენ გვრცხვენია ვიყოთ მცირედმორწმუნენი. ხელთა შინა ჩვენთა - სახარებაა, თვალთა შინა - დედა ეკლესიის ღვთისმსახურება, ბაგეზედ - ლოცვა; გრძნობა და გვამი ჩვენი იკურთხება მადლითა სულისა წმიდისათა."



საინტერესოა;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 16 2009, 07:21 PM
პოსტი #3


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(KAIROS @ Mar 16 2009, 05:36 AM) *


უმადური ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში რაიმე უბედურება დაატყდებათ, ყოველთვის დანაშაულებრივი სიმხდალით არიან აღბეჭდილები. უბედურების შემთხვევაში ისინი თავს არ ზოგავენ, რათა ფეხებში ჩაუვარდნენ, არ რცხვენიათ ფრაზების, რომლითაც ადამიანებს ევედრებიან, როცა შველას ითხოვენ; ივიწყებენ რა ყოველგვარ ღირსებას, – ისინი თავიანთ მსგავსთ მუხლებში უვარდებიან. ამას გარდა, ღვთისა და ადამიანების მიმართ აურაცხელ აღთქმას დებენ. მაგრამ მადლობა ღმერთსა და პატიოსან ადამიანებს, უბედურებებმა გადაიარეს; ისინი ჯანმრთელები, საღსალამათი, სიცოცხლისმოყვარულნი არიან: ამ ყოფაში სჯობს კეთილისმყოფელი არ შეეყაროს მათ, რამეთუ უმადური ადამიანებისაგან უფრო მეტ მტრობას შეიძლება წააწყდე, ვიდრე უცხო მტრებისგან. „ჭირნი მე, - წამოიძახებს მოციქული, - ნათესავთაგან, ჭირნი ავაზაკთაგან“ (2კორინთელთა 11,26). კეთილ გულს ამათგან რომლის ატანა უფრო ძალუძს?



რა დიდრბული აბზაცია, ასე მგონია კაცობრიობის ხასიათი ამოუცვნია,ავტორს.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   წმ. წერილი განსაცდელის შესახებ   Mar 7 2009, 09:20 AM
დათიკო   KAIROS ძალიან კარგი თე...   Mar 7 2009, 01:15 PM
მხევალი ნინო   KAIROS ეს ალბათ თანხმ...   Mar 7 2009, 01:19 PM
კანონისტი   ეს ფრაზა მიყვარს ყ...   Mar 7 2009, 02:27 PM
ა ნ უ კ ა   KAIROS რა საინტერესო ი...   Mar 7 2009, 08:43 PM
llaasshhaa   ძალიან საინტერესო...   Mar 7 2009, 09:08 PM
დათიკო   llaasshhaa კონკრეტულად რ...   Mar 8 2009, 01:41 AM
KAIROS   უნდა დაწეროთ ხოლმ...   Mar 8 2009, 08:19 AM
G_I_O_R_G_I_   კაიროსის ნებართვი...   Mar 8 2009, 03:47 PM
-tamar-   მე მაინტერეესებს ს...   Mar 8 2009, 03:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროსუნა, შენი...   Mar 8 2009, 04:53 PM
KAIROS   აჰა... გასაოცარია, ი...   Mar 9 2009, 03:55 AM
milana   მთილანად წავიკითხ...   Mar 14 2009, 10:47 PM
ქევანა   აი სულ ვცდილობ გავ...   Mar 9 2009, 11:00 AM
tamar84   ძალიან მიყვარს სერ...   Mar 9 2009, 02:55 PM
KAIROS   რამდენიც გინდა და ...   Mar 10 2009, 05:30 AM
მხევალი ნინო   KAIROS ხო, მაგრამ ხანდა...   Mar 10 2009, 02:53 PM
KAIROS   ჰო, ახლა ეგ საკმაოდ...   Mar 11 2009, 05:30 AM
დათიკო   მინდა ვისაუბრო რამ...   Mar 11 2009, 02:26 PM
tamuna m   ყველა განსაცდელს რ...   Mar 12 2009, 03:26 PM
agmsarebeli   იობზე მძმე განცადე...   Mar 12 2009, 11:50 PM
ქევანა   იობის განსაცდელზე ...   Mar 13 2009, 02:41 PM
KAIROS   მოდი მაშინ ყველამ ...   Mar 13 2009, 08:23 PM
მხევალი ნინო   KAIROS უჟე პო რუსკი ? :D   Mar 14 2009, 12:42 AM
pataraia   რუსული არ ვიციიიი.. ...   Mar 14 2009, 12:45 AM
KAIROS   პაწია ია :) საჭიროა ...   Mar 14 2009, 04:15 AM
Amuza   უწმიდესი და უნეტა...   Mar 14 2009, 09:37 PM
KAIROS   პ.ს. ეს არის ლათინუ...   Mar 14 2009, 04:26 AM
Ligia   პ.ს. ეს არის ლათინუ...   Mar 16 2009, 04:26 PM
ქევანა   მიყვარს მე ეგ კაცი ...   Mar 14 2009, 01:09 PM
მხევალი ნინო   KAIROS წავიკიტხე :D ხომ...   Mar 14 2009, 03:28 PM
S a l l y   ესე მგონია ჩემთვის...   Mar 15 2009, 01:25 PM
ა ნ უ კ ა   როგორ მიყვარს ეს ...   Mar 15 2009, 09:37 PM
KAIROS   საინტერესო დაკავ...   Mar 16 2009, 05:36 AM
Amuza   უმადური ადამიანე...   Mar 16 2009, 07:21 PM
KAIROS   ჰო, ეგრეა ამუზ, ქრის...   Mar 16 2009, 11:11 PM
KAIROS   ამაზე ვიპოვე მაქსი...   Mar 17 2009, 12:17 AM
KAIROS   ახლა ვიწყებ დიდ სე...   Mar 17 2009, 05:22 AM
KAIROS   გავაგრძელებ :) დღეს...   Mar 18 2009, 05:00 AM
Amuza   „ღმერთმა ადამიან...   Mar 18 2009, 09:21 PM
milana   ცოდვის შთამომავლო...   Mar 21 2009, 02:02 PM
Amuza   ე.წ სასჯელი ადამია...   Mar 21 2009, 02:57 PM
milana   და ვინ უნდა მოეგოს ...   Mar 21 2009, 09:10 PM
ავგუსტინე   KAIROS ბოლოში მიაწერე ...   Mar 18 2009, 05:05 AM
KAIROS   მაშინ შევქმნათ "...   Mar 18 2009, 05:06 AM
ავგუსტინე   მე ევანგელიზმი დიდ...   Mar 18 2009, 05:24 AM
ავგუსტინე   არ ვეთანხმები. ავა...   Mar 18 2009, 09:22 PM
დათიკო   Amuza ავგუსტინე ამაზე...   Mar 19 2009, 01:13 AM
staywhite   Amuza მეც ძალიან მომე...   Mar 21 2009, 03:03 PM
Amuza   [b][size=6]სქემიღუმენი ს...   Mar 21 2009, 05:10 PM
KAIROS   ეგ არის არა "ტანჯ...   Mar 22 2009, 05:21 AM
KAIROS   ლუკა 7 თავი [b]12. და ვი...   Mar 22 2009, 05:33 AM
KAIROS   ახლა ერთი უცნაური ...   Mar 25 2009, 01:33 PM
მხევალი ნინო   საქართველოს თავზე ...   Mar 28 2009, 10:09 PM
დათიკო   მხევალი ნინო ალბა...   Mar 28 2009, 10:41 PM
მხევალი ნინო   დათიკო ვფიქორბ, ა...   Mar 29 2009, 12:44 AM
KAIROS   რათქმუნდა ეს მონა...   Mar 29 2009, 05:09 AM
მხევალი ნინო   KAIROS იხარე კაიროსუნ...   Mar 29 2009, 02:31 PM
KAIROS   კაია ნინიკო, წერე, წ...   Mar 30 2009, 04:15 AM
Amuza   არადა სულ პატარა ფ...   Mar 30 2009, 08:18 PM
KAIROS   არც ეგრე ვიტყოდი ა...   Mar 30 2009, 10:03 PM
ქევანა   მაგრამ თუ სწორად მ...   Mar 30 2009, 10:11 PM
staywhite   ქევანა დიდი განსხ...   Mar 30 2009, 10:40 PM
ქევანა   ვნახე , ქეგლ-ში :) რა ...   Mar 30 2009, 10:49 PM
staywhite   ნამდვილად, ბევრი ს...   Mar 30 2009, 10:52 PM
მხევალი ნინო   KAIROS როგორი განებივ...   Mar 31 2009, 01:56 PM
KAIROS   მაგრად მიყვარს ეს ...   Apr 1 2009, 04:50 AM
KAIROS   ნუ გეშინინ! არ შე...   Apr 2 2009, 02:49 AM
judi   ნეტარ არიან მშვიდნ...   Apr 2 2009, 09:08 AM
staywhite   მუდამ ვუძღვნი გან...   Apr 2 2009, 12:56 PM
KAIROS   ვინ იმსახურებს რო? ...   Apr 4 2009, 03:10 AM
მხევალი ნინო   KAIROS ეს სიტყები პატ...   Apr 4 2009, 11:42 PM
KAIROS   :D ადამიანურია ნინო...   Apr 5 2009, 04:20 AM
მხევალი ნინო   KAIROS ნუ შეძრწუნდება...   Apr 5 2009, 11:31 PM
KAIROS   ჰო, გახდა აქტუალურ...   Apr 6 2009, 04:06 AM
მხევალი ნინო   KAIROS დავით წინასწარ...   Apr 6 2009, 12:28 PM
KAIROS   არა ნინო, მილიონი ხ...   Apr 7 2009, 04:57 AM
მხევალი ნინო   KAIROS ეს წესი მხოლოდ ...   Apr 7 2009, 11:43 AM
sergi_glaxa   KAIROS ჩემი აზრით ეს ა...   Apr 7 2009, 11:47 AM
KAIROS   ქრისტიანობისათვი...   Apr 7 2009, 11:50 AM
KAIROS   მოდი განსაცდელს და...   Apr 8 2009, 04:32 AM
მხევალი ნინო   KAIROS ყველაფერი რაც ...   Apr 8 2009, 09:43 PM
staywhite   KAIROS ყველაფერი რაც ა...   Apr 11 2009, 12:16 AM
KAIROS   ახლა ვწრიალებთ, ვბ...   Apr 10 2009, 11:31 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, ისე მივ...   Apr 10 2009, 11:55 PM
KAIROS   უი, რას ამბობ, როგო...   Apr 11 2009, 04:42 AM
KAIROS   ნაწყვეტი უწმიდესი...   Apr 11 2009, 06:30 PM
მხევალი ნინო   KAIROS ისე დავიღალე, რ...   Apr 11 2009, 07:12 PM
დათიკო   KAIROS დღევანდელი ქად...   Apr 12 2009, 12:53 AM
KAIROS   ვაა, რა კარგი ხარ დ...   Apr 12 2009, 03:38 AM
მართა   დათიკო წმინდა ლაზა...   Apr 12 2009, 03:36 PM
დათიკო   მართა აჰა, გასაგებ...   Apr 13 2009, 09:05 PM
KAIROS   განსაცდელის შესახ...   Apr 20 2009, 03:34 AM
soso5   მოგესალმებით ჩემო ...   Apr 24 2009, 11:01 AM
sergi_glaxa   მოგესალმებით ჩემო...   Apr 24 2009, 11:18 AM
soso5   ჩემი გამოცდილებიდ...   Apr 24 2009, 11:37 AM
kmunebi   მე ვფიქრობ ჩემს ხე...   Apr 24 2009, 11:17 AM
soso5   მე ვფიქრობ ჩემს ხე...   Apr 24 2009, 11:22 AM
kmunebi   soso5 უნდა შევიგნოთ, რ...   Apr 24 2009, 11:24 AM
KAIROS   თემა განსაცდელის შ...   Apr 24 2009, 11:25 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 06:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი