![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მე და კანუდოსელის გუშინდელმა დიალოგმა, ლიტურგიაში გარკვევისა და მისი არსობრივი წვდომის სურვილი გამიღრმავა.... ჩვეულებრივ ითვლება, რომ ქრისტიანული ქცევის ყველაზე მაღალი გამოხატულება, ლიტურგიაში თანამონაწილეობაა... რომლის მეშვეობითაც ღვთისმსახურება და დიდებისმეტყველება, უფრო მეტად კი მსახურების არსი და საყრდენი - ევქარისტია, ქრისტიანს განკაცებული ღმერთის თანაზიარებაში ზეციური იერუსალიმის პოტენციურ მემკვიდრედ გადააქცევს
საზოგადოდ ის განიხილება ტრანსცენდენტულ რეალობასთან, პიროვნულ ღმერთთან ყველაზე ახლო კავშირად დედამიწაზე, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული საიდუმლო და ენით გადმოუცემელი სასწაულით ქრისტეს შეხებისა და სხეულში მიღების საშუალება გვეძლევა... ევქარისტია განწმენდს ადამიანის ორსავე სუბსტანციას, ის არის სხეულისა და სულის სანკურნებელი, ნაკლოვანებათა განმაქარვებელი და ცოდვათა მიმტევებელი... გამუდმებული დასტური და თანხმობა ახალ, თვაისუფლებისთვის გათავისუფლებულ ადამიანობაზე, მოუკლებელი თანხმობა და ნათლობის ხელახალი დადასტურება... ლიტურგია თავის თავში აცოცხლებს ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას და ამ გაცოცხლებით ჩვენ გვაძლევს საშუალებას თანაბარ ღირსებაში ვიყოთ მათთან, ვისაც პატივი ჰქონდა ეხილა სამების განკაცებული მეორე ჰიპოსტასი დედამიწაზე, კაცთა ნათესაობაში მოსიარულე... ვისაუბროთ ამ ურთულეს და იმავდროულად ისტორიულ ღვთისმეტყველებაზე.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
რა მაინტერესებს იცით?
პირველშეწირულების წირვაზე კრეტსაბმელს ნახევრად რატომ წევენ? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ზვარე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
რა მაინტერესებს იცით? პირველშეწირულების წირვაზე კრეტსაბმელს ნახევრად რატომ წევენ? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს? ლიტურგიაზე. პირველშეწირულის ლიტურგია არ არის წირვა -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 05:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი