![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
pilate |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 ![]() |
არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?
არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
![]() ![]() |
pilate |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 ![]() |
მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობის უწყვეტი ჯაჭვის შესახებ როგორც კაიროსმა ისე სხვა იუზერმაც, მიმითითეს რომ გადამეშალა წიგნი და წამეკითხა ის ისტორიულ მასალები რომელიც თვალნათლივ წარმოგვიდგენდა მემკვიდრეების ეგრეთ წოდებული ჯაჭვის ისტორიული ფაქტებს და სანდო მასალებით დადასტურებულ ქრონოლოგიურ მასალებს. სამწუხაროდ, ამ წუთამდე, ვერც კათოლიკებმა შეძლეს ამ მასალების დამაკმაყოფილებელი სახით წარმოდგენა და ვერც სხვებმა. სამწუხაროდ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ტერმინები, "სექტანტი", "ბიჭო", "დაუწერეს მაგას", "ე, ბიჯო" და ასე შემდეგ... კაიროს, მსგავსი აგდებული დამოკიდებულებებით ვერ დაარწმუნებ ადამიანებს იმაში რაშიც ფიქრობ რომ მოაზროვნე ადამიანების დარწმუნება შეგიძლია....
ნაცვლად იმისა, თავიდანვე, პატივოსცემით სავსე დამოკიდებულება გამოგევლინა და ზრდილობიან ფორმებში მიგეთითებინა სვარაუდოდ მაინც ერთად დავმოყრილი მასალა თუ სად შეიძლება ენახა დაინტერესებულ პირებს თუ იყო ასეთი, რაც თემაში შემოსულ შეკითხვებზე გასცემდა პასუხს, გადმოხტი (მაპატიეთ) და დაგვიწერე სიტყვები: ჯერ რომის ეკლესიით დავიწყებო. კეთილო ადამიანო, თუ მაგ ეტაპიდან 1054 წლამდე ყველაფერი მისაღები იყო შენთვის რაღატო თქვი "ჯერ" ? და ახლა ამბობ რამ გაგყვო 10 საუკუნემდე რომის კათოლიკური (საყოველთაო) ეკლესია და ჩვენო, მაშინ სიტყვებით ჯერ რომის ეკლესიით დავიწყებ, იყო შენი მხრიდან სწრაფად წამოძახილი სიტყვები. ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდება რომ მართლმადიდებლებს 10 საუკუნემდე არსებული პაპების წარმომავლობა-მოღვაწეობის საკითხებზე სხვა წარმოდგენები აქვთ (როგორც ჩემთვისაა ცნობილი). რომ ამბობს კაიროსი, ლელა ეს ისეთი საკითხებია ამას უამრავი დრო და საშუალება სჭირდებაო. იმიტომ ჭირდება, რომ, დღემდე, მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა რომ, ყველგან და ყოველთვის ხმამაღლა აცხადებს რომ ჩვენ მოციქულთა ხელდასხმით უწყვეტი ნაკადი ვართ მემკვიდრეებისო, 20 საუკუნეა (თქვენი სიტყვებით) რაც ისტორიულად არსებობთ და მემკვიდრეების დამადასტურებელი ისტორიული მასალების თავმოყრისთვის დრო არ უნდა გამონახულიყო თუ კი არსებობდა ასეთი ჯაჭვი ქრონოლოგიურად წამრმოდგენილიყო? დღეს 21 საუკუნეში დიდ დროს მოითხოვს და თითქმის კი არა, ამის დადასტურება ფიხიკურად შეუძლებელადაც კი მიმაჩნია. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს "ჯაჭვი" არ არსებობს, და რაზეც მიუთითებთ იმის დასაბუთებაც კი შეუძლებელია. დროის არქონის გამო, შესაძლოა ხშირად ვერ ვეწვიო ამ ფორუმს მაგრამ, შევეცდები, იმ პოსტებს, რომელიც ცინიზმით და დაცინვით არ გამოირჩევა, პასუხები გავცე. afxaziს სიტყვებია: ეგნატი ანტიოქიელი, II საუკუნის მოღვაწე, კლიმენტი რომაელს, რომის ეპისკოპოსს 92-101 წლებში მიიჩნევს პეტრე და პავლე მოციქულების მოწაფეს. ტერტულიანეს მიხედვით ამ კლიმენტი რომაელს კურთხევა თვითბ პეტრე მოციქულისგან მიუღია, ტერტულიანე ამბობს, რომ "კლიმენტი აკურთხა პეტრემ". ამ ცნობას ადასტურებს ეპიფანე კვიპრელიც (თუმცა კლიმენტი რომაელი უთანხმოების ტავიდანა ცილების მიზნით მოგვიანებით გახდა რომის ეპისკოპოსი).ევსევი კესარიელზე კი აღარ მაქვს საუბარი, მასთან პირდაპირ წერია რომ პეტრე რომში აცვეს თავდაყირა ჯვარს. ამით დასტურდება მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი მოციქულებიდან დღემდე? ზვარე, ვინადაც გინდა მიმიღე მეგობარო, გინდ იუდად, გინდ მოყვასად, გინდ სექტანტად, გინდა ევანგელისტად და გინდ მოსედ.. გაეცი თემაში შემოსულ შეკითხვებს და მადლობელი დაგრჩები: 1)არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი? 2)არსებობს იმის დოკუმენტური მასალა? დასკვნისთვის: თუ იმის დადასტურება არ ძალგიძს ადამიანს რაზეც ყველაზე დიდი პრეტენზია გაქვს, მაშინ ნუღა იდავებ მაინც. თემაში შემოსულ შეკითხვებზე კათოლიკე თეოლოგები ასეთ რამეს ამბობენ "დოკუმენტური მასალის სიმწირის გამო ეპისკოპატის განვითარების ადრეულ ისტორიაში ბევრი რამ ბინდითაა მოცული". ამიტომ დავას აზრი არ აქვს. ჯობს ვაღიაროთ რომ ისეთი განაცხადის გაკეთება რომ მემკვიდრეები ვართო და მთელი ისტორია ამას ადასტურებსო ნამეტანი პრეტენზიულად ნათქვამი სიტყვები იქნებოდა ჩემი აზრით... მშვიდობით! -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 08:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი