სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
guest |
Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
betaneli luka |
Mar 17 2009, 12:31 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
მშვიდობა თქვენდა ყოველთა!
შევეცდები რამდენიმე დასმულ შეკითხვას ვუპასუხო: 1.არც პაისი ახალ-ათონელია ჯერჯერობით წმინდანად შერაცხული და არც ბერი-გაბრიელი და არც სერაფიმე როუზ-პლატინელი,მაგრამ ეკლესია მათ წიგნებს ბეჭდავს და ავრცელებს უკვე.მსოფლიოს უდიდესი რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი 72 წლის განმავლობაში(!)არ იყო წმინდანად შერაცხული,მაგრამ ხალხი მას ევედრებოდა და სასწაულებრივად შველასაც იღებდა მისგან ზეციდან.აქ ზომიერებაა საჭირო ყველასაგან და უპირველეს ყოვლისა თქვენი მონა-მორჩილისაგან.გთხოვთ მაპატიოთ,თუ ზედმეტი დავწერე და თავს მოგახვიეთ საკუთარი აზრი; 2.პელაგეა რაზანელს რაც შეეხება:იცოდა რამდენის ზიარება მიიღო უფალმა,რადგანაც სულიერად ხედავდა ყველაფერს,ბრმა იყო დაბადებიდან,მაგრამ სულიერი მისი თვალები ხედავდნენ იმას,რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.პატარა ცნობისათვის:პელაგეა რაზანელის ლოცვით უფალმა გადააყენა თანამდებობიდან ხრუშჩოვი-გამოეცხადა მას და უთხრა:რადგანაც შენ მთხოვ იყოს როგორც შენ გსურსო(!!!).პელაგეა რაზანელს ღვთის განგებით გამოეცხადა ულიანოვ-ლენინის სული ჯოჯოხეთიდან და სთხოვა:შენ ერთადერთი ხარ(!)ვისაც ძალუძს ღმერთს ჩემი ჯოჯოხეთიდან დახსნაო.ნეტარმა პელაგეამ უთხრა:მე შემიძლია მხოლოდ შევთხოვო უფალს,რომ შენ აღგადგინოს მკვდრეთით 3 დღითო,მხოლოდ ამ 3 დღის განმავლობაშიშენ ამცნობ მთელს მსოფლიოს,რომ არსებობს ჯოჯოხეთი და იქ არსებული ტანჯვა-წამება ცოდვილთა,უარყოფ მთელს შენს საქმიანობა-მოძღვრებას და მთელს მსოფლიოს მოუწოდებ სინანულისკენო.ამაზე ულიანოვ-ლენინის სულმა უარი განაცხადა- ამას ვერ ვიზამო.მაშინ ვერც მე ვთხოვ უფალს შენს ჯოჯოხეთიდან გამოხსნასო,-უპასუხა ნეტარმა პელაგეამ. პირადად მე ვერ ვამბობ უარს იმ მოღვაწეთა მემკვიდრეობაზე,რომლებმაც უამრავი სულისათვის სასარგებლო ცნობები და ინფორმაცია დაგვიტოვეს.მათ შორის არის პელაგეა რაზანელიც; 3.მეომარს ღვთისაგან ევალება ის,რაც ყველა სხვას-მადლით ღვთისით სიარული და მადლით ღვთისით ცხოვრება.ამ დედამიწაზე ამ ცოდვილ სხეულში ცხოვრების არსიც იმაშია ჩვენი უფლის,წმინდა მოციქულების და წმინდა მამათა გადმოცემით,რომ სამოთხიდან გამოდევნილმა ადამიანმა ისწავლოს არა თავისი ინტელექტით,არამედ მადლით ღვთისით ცხოვრება,დაამყაროს კავშირი ღმერთთან,მიიღოს მისგან მადლი და იცხოვროს მისით.ადამმა და ევამ უკვე იცხოვრეს თავისი ნებით სამოთხეში და რაც მოჰყვა ამას ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ძალიან კარგია,რომ გვაქვს ფორუმი,მართლმადიდებლური ფორუმი,სადაც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა,ინფორმაცია,გამოცდილება ...შევთხოვოთ პატიება ურთიერთას...შევუნდოთ ერთმანეთს...კიდევ ერთხელ პატიებას გთხოვთ ძმანო და დანო თუ რაიმე ისე არ ვთქვი და უნებურად გაწყენინეთ! მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! ჩვენთან არს ღმერთი! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი