![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
pilate |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 ![]() |
არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?
არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
![]() ![]() |
evangelizer |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 ![]() |
evangelizer ევსევი კესარიელი ამბობს: პავლე და პეტრეს მოწაფეობის შემდეგ, რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსობა წილად ერგო პირველად ლინუსს. მის სახელს ახსენებს პავლე რომიდან ტიმოთესადმი მოწერილი ეპისტოლის დასასრულს. ვნახოთ აბა ეს მონაკვეთი პავლე მოციქუის ეპისტოლიდან: "ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლ ი ნ ო ს ი, და კლავდია და ყველა ძმა. (II ტიმოთე 4,21) იმავე იმპერატორის (ანუ დომიციანეს) მეთორმეტე წელს რომაელთა ეკლესიაში, ოცწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ ანენკლეტუსი შეცვალა კლიმენტიმ, რომელიც, როგორც ფილიპელებთან ეპისტოლის მიმწერი მოციქუი გვამცნობს, გახდა მისი თანაშემწე, როდესაც ამბობს: "კ ლ ე მ ე ნ ტ ო ს თ ა ნ და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია" (ფილ. 4,3) ესეც შენი ბიბლია. მაგრამ აზრი რომ არ აქვს ამის და კიდევ სხვა რამის დაწერას მომდევნო მუხლშივე გამოაჩენს, საოცრებას რომ დააბრეხვებ ![]() ![]() ამისთვის გაფრთხილება. მომდევნოზე გაფრთხილებით აღარ შემოვიფარგლები. აბა მიდი ჩამოწერე რომელი წიგნი რომელ წელს დაიწერა. და ერთიც, მართლა გირჩევდი მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებას გაცნობოდი ამ კუთხით. მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიჩნევს ეკლესიას ერთ კონკრეტულ მოციქულზე დაყრდნობილს. პირდაპირი გაგებით ელესია ეს ქრისტეს სხეულია, დაფუძნებული მის გამომხსნელობით სისხლზე და არა მოციქულებზე. მოციქულებმა იქადაგეს ქრისტეს ის მოძღვრება მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც მათ ქრისტემ გამოუცხადა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ყველა მოციქული თანაბარია და მათ შორის არ არის რაღაც იერარქია. ძალიან ადვილია ჩამოწერო სია ისეთი ადამიანების, რომლებიც ბიბლიაში მოიხსენიება. ![]() რისთვის მაძლევ გაფრთხილებას? საწინააღმდეგო აზრისთვის? გამაჩუმე შენი სიმართლით და არა მუქარით. მე გეკითხებისად წერია ან კლემენტის ან სხვისი კურთხევა პაპად პეტრეს მიერ? არსად! ჩამოგიწერ რომელი წიგნი როდის დაიწერა, დაწერის ადგილსაც...შენ თუ გგონია, გაუთვითცნობიერებლად გეუბნები რამეს ძალიან ცდები.. თუ საჭირო იქნება შემდგომში დავასაბუთებ იმასაც რატომ მაინცდამაინც ამა თუ იმ წელს.. ახლა დროის სიმცირის გამო მხოლოდ ახალი აღთქმის წიგნებს შევეხები. მათე დაწერის ადგილი: პალესტინა დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 41 მარკოზი დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 60—65 ლუკა დაწერის ადგილი: კესარეა დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 56—58 დროის მონაკვეთი: ძვ. წ. 3 — ახ. წ. 33 იოანე დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 98 საქმეები დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 61 რომაელები დაწერის ადგილი: კორინთი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 56 1კორინთელები ადგილი: ეფესო დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 55 2 კორინთელები დაწერის ადგილი: მაკედონია დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 55 გალატელები დაწერის ადგილი: კორინთი ან სირიის ანტიოქია დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 50—52 ეფესელები დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 60, 61 ფილიპელები დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 60, 61 კოლოსელები დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 60, 61 1თესალონიკელები დაწერის ადგილი: კორინთი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 50 2თესალონიკელები დაწერის ადგილი: კორინთი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 51 1ტიმოთე დაწერის ადგილი: მაკედონია დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 61—64 2ტიმოთე დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 65 ტიტე დაწერის ადგილი: მაკედონია (?) (ანუ მთლად დაზუსტებული არ არის) დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 61—64 ფილიმონი დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 60, 61 ებრაელები დაწერის ადგილი: რომი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 61 იაკობი დაწერის ადგილი: იერუსალიმი დაწერის დასასრული: ახ. წ. 62 წლამდე 1პეტრე დაწერის ადგილი: ბაბილონი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 62—64 2პეტრე დაწერის ადგილი: ბაბილონი (?) დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 64 1იოანე დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 98 2იოანე დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 98 3იოანე დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 98 იუდა დაწერის ადგილი: პალესტინა (?) დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 65 გამოცხადება დაწერის ადგილი: პატმოსი დაწერის დასასრული: დაახლ. ახ. წ. 96 ასე, რომ ვუერთდები მოყვასის კითხვას და თხოვნას დავამატებ, რომ დოკუმენტური მასალა დადეთ, სადა მემკვიდრეებზეა საუბარი.. მშრალი სიები არაფერს ნიშნავს. -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 09:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი