IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოციქულთა მემკვიდრეები?, არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედ
pilate
პოსტი Mar 14 2009, 06:11 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,595



არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?

არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა?


--------------------
ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ავგუსტინე
პოსტი Mar 18 2009, 08:30 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



მეორე საუკუნის ცნობილი მამა, ტერტულიანე - იოანე მოციქულის სახარების დაწერის შემდეგ, სულ რამდენიმე წელში ქვეყანას მოვლენილი:

http://antology.rchgi.spb.ru/Tertullianus/...scriptione.html

(ლათინურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სრულად, აქ კი საინტერესო ნაწილით)

De Praescriptione haereticorum

''ერეტიკოსთა პრესკრიპცია [წინააღმდეგ] ''



''1-2. თავად ერესის არსებობა მოწმობს ჭეშმარიტ რწმენაზე.

დღევანდელ დღეს არსებული გარემოებანი გვაიძულებენ, რომ შექმნილი მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდეს:
- ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ასე მომრავლებული ერესის ოდენობა;
არც იმის, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს;
რამეთუ ამის შესახებ უკვე გვეუწყა (მათე 7:15; 24:4; 11; 24; I ტიმ. 4:1-3)
და არც ის, რომ ისინი წყალს უყენებენ რომელიმე ჩვენთაგანის რწმენას (ისინი სწორედ ამისათვის არსებობენ - გამოცდაში იწრთობა რწმენა).

ბევრში შეშფოთება იბადება და უკვირს ის, რომ ერეს ასეთი ძალა გააჩნია;
არადა სინამდვილეში მათ უფრო უნდა გაუკვირდეთ ის, რომ ერესი საერთოდ არ არსებობდეს!
როდესაც რაიმე განწესებულია გარდაუვალი ყოფისათვის (ანუ არსებობს ამის მიზეზი), მას არ შეუძლია რომ არ იარსებოს, რამეთუ დამოკიდებულია ძალაზე რომლის გამოც ის არსებობს.

ხომ არ გვიკვირს მაგალითად ციებ/ცხელების არსებობის ფაქტი, რომელიც ერთ-ერთია ამ ქვეყანაზე არსებული უამარავი სასიკვდილო და სატანჯველი ავადმყოფობებიდან?! (ის მაინც არსებობს)
ასევე არც ის გვიკვირს, რომ ხალხს კლავს - რადგან სწორედ ამისთვის არსებობს.

ამიტომ, თუ ჩვენ გვაოცებს, რომ ჭეშმარიტული რწმენის დასასუსტებლად მოვლინებული ერესი ასეთია, მაშინ პირველ რიგში უნდა გაგვაოცოს საერთოდ მისი არსებობის ფაქტმა:
- რადგან არსებობს, გააჩნია ძალა, ხოლო რადგან გააჩნია, ამიტომაც არსებობს.

თუმცა ციებ/ცხელება როგორც სიბოროტე, თავისი დანიშნულებითა და ჩვენზე მოქმედებით, რა თქმა უნდა უფრო გვეზიზღება ვიდრე გვაოცებს; რაც ძალა გვაქვს ვერიდებით და ამ დროს უნარი არ შეგვწევს მისი საერთოდ განადგურების.
...


ზოგჯერ მართლაც გასაკვირია, რომ ბოროტებას მსგავსი ძალა გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ: ერესი ძლიერია მისთვის, ვისი რწმენაც სუსტია.
გლადიატორთა ბრძოლაში გამარჯვებული, ხშირად იმარჯვებს არა იმიტომ რომ მამაცი და დაუმარცხებელია, არამედ იმიტომ რომ დამარცხებული სუსტი იყო. შემდეგ იგივე გამარჯვებული უკვე დგება ძლიერის პირისპირ და მარცხდება.
იგივე ითქმის ერესზეც: ის ძლიერია ვიღაცის სისუსტის გამო, მაგრამ უსუსურია თუ ხვდება ძლიერ რწმენას.



3-6. ერესი საზრდოობს სუსტი რწმენით: ჭეშმარიტი რწმენა მასთან წინააღმდეგობაში მოწმდენა.

... არ მესმის ასევე, რა არის გასაკვირი იმაში, თუ ადრე ვიღაცა ითვლებოდა სანდოდ, შემდეგ კი გამოდგა სუსტი, რის გამოც გაგვშორდა?
გაიხსენეთ საული, კეთილი და ღვთისმოშიშე - შურში ამოხდა სული (1მეფ. 18);
გაიხსენეთ დავითი, ვინც თავად უფალმა ცხო მეფედ ისრაელზე, განა მკვლელობასა და გარყვნილობაში არ იქნა დადანაშაულებული? (2მეფ. 11);
სოლომონი, განა თავად უფალმა არ დააჯილდოვა იგი სიბრძნით, რის შემდეგადაც ქალებისა და კერპებისაკენ გაიწია? (3მეფ. 11:4);

მხოლოდ და მხოლოდ ძე ღვთისას ებოძა ყოფნა ცოდვის გარეშე (ებრ. 4: 14-15).

ასე რომ, თუ ეპისკოპოსი, დიაკვანი, ქვრივი, მოძღვარი ან თუნდაც წამებული განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას - ნუთუ ეს გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ერესში არსებობს ჭეშმარიტება?
არავინაა ბრძენი, არავინაა ერთგული, არავინაა დიდებული, თუ იგი არაა ქრისტიანი: ქრისტიანი კი მხოლოდ ისაა, ვინც ბოლომდე დაითმენს (მათე 10:22)

შენ, - რადგანაც შენ ადამიანი ხარ - ყველაფერს იცნობ გარეგნულად;
შენ ფიქრობ, როგორც ხედავ, და ხედავ მხოლოდ იმას რაც შენს თვალს წინაა, მაგრამ უფლის თვალნი, როგორც ნათქვამია, დიდგანმზრახველი და მრავალმოქმედია (იერემია. 32:19). ადამიანი უყურებს სახეს, უფალი კი გულს (1 მეფ. 16:7)
...
გაიხსენე! განა არ განეცალნენ მოსწავლეები თავად მაცხოვარსაც კი, როდესაც ცდუნებამ იმარჯვა მათზე? (იოანე 6:66)
ამ დროს განა სხვებმა იფიქრეს, რომ ამის გულისათვის თავადაც უნდა განსდგომოდნენ (?): პირიქით, იმათ ვინც იცოდნენ, რომ ისაა სიცოცხლის სიტყვა, თავად ჭეშმარიტება და უფლის გზავნილი, ბოლომდე მის გვერდით იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გაცლა შესთავაზა, თუ ეს ვინმეს სურდა (იოანე1:1; 6:67-68; 16:30)

სრულებითაც არაა მნიშვნელოვანი თუ მაცხოვარი მოციქულებმა დატოვეს; ვიღაც ფიგელოსმა, ჰერმოგენესმა, ფილეტოსმა, ჰიმენევსმა და ალექსანდრემ (IIტიმ. 1:15; 2:17; Iტიმ. 1:20)
განა თავად ქრისტეს გამცემი არ იყო მოციქული?
ჩვენ გვიკვირს, როდესაც ვიღაცა მის ეკლესიას ტოვებს, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვითმენთ იესო ქრისტეს მსგავსად, მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ქრისტანები ვართ. ისინი ჩვენგან გავიდნენ - ამბობს მოციქული - თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთავე დარჩებოდნენ (I იოანე 2:19)
...
უფალი გვასწავლიდა, რომ ბევრი მტაცებელი მგელი მოვა ცხვრის სამოსით გამოწყობული (მათე 7:15)
რას წარმოადგენს ეს ცხვრის სამოსი, თუ არა ქრისტიანის სახელის გარეგანი სახე?
რა არის მტაცებელი მგელი, თუ არა ქრისტეს ფარის დატაცების შინაგანი მზაკვრული გრძნობა და ფიქრები?
რაშია ცრურწმენის არსი, თუ არა სიცრუის მქადაგებლებში?
რაშია ცრუ მოციქულთა არსი, თუ არა ყალბი ღვთის სიტყვის მაუწყებლებში?
რაშია ანტიქრისტეს არსი - აწ და მარადის - თუ არა ქრისტეს წინააღმდეგ აჯანყებულნში?
...

15-19. ერეტიკები არ უნდა ეყრდნობოდნენ წმინდა წერილს; ის მათ არ ეკუთვნით და მათ მხოლოდ მისი დამახინჯება ძალუძთ. მათ წმინდა წერილზე მსჯელობის უფლება, ნამდვილად არა აქვთ.


...ისინი მიმართავენ წმინდა წერილს და ამ გამბედაობით ბევრს გული უდრკება.
როგორც კი საქმე კამათამდე მიდის: მტკიცეებს აღონებენ საკუთარი ყბედობით, სუსტებს იტყუებენ, ხოლო ვინც შუაშია, მას კი ეჭვებში ტოვებენ.
ჩვენ მოვაკლებთ მათ ასეთი სარფიან ყოფას, თუ არ დავუშვებთ მათი მოსაზრებების მოსმენას წმინდა წერილის შესახებ.
ამიტომ უნდა შევხედოთ, ვის ეკუთვნის წმინდა წერილი, რომ არ მივუშვათ მასთან ის, ვისაც არც ეკუთვნის და არც იმსახურებს ამას.

ზოგიერთს მოეჩვენება თითქოს, საკითხისადმი ასეთი მიდგომით მსურს თავი ავარიდო კამათს, რადგან გარკვეული უნდობლობით ვუყურებ საკუთარ შესაძლებლობებს.
ეს შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, რომ არა ის მტკიცე მიზეზები რომლებიც გამაჩნია მე - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რწმენა ემორჩილება მოციქულს, რომელიც გვიშლის ამპარტავნებთან ძიების მცდელობას და ყურადღების მიქცევას ყოველგავარ ახალ/სხვაგვარ სწავლებისადმი (I ტიმ. 6:3-5) რადგან მათ მხოლოდ და მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი ჭირთ, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი. ერეტიკოს შეგონების შემდეგ უნდა გავერიდოთ და არა კამათის შემდეგ (ტიტე 3:10)
...
მოციქულმა დაგვიშალა კამათი და მიგვითითა შეგონებაზე, როგორც ერეტიკოსთან ურთიერთობის ერთადერთ და აერთჯერად საშუალებაზე; რადგან ერეტიკოსი ქრისტიანი არაა, და ის არ იმსახურებს იმას, რომ ისე მოვექცეთ როგორც ქრისტიან ძმას ანუ ყველანაირად ვეცადოთ, რომ აცდენილ გზიდას ჩამოვაშოროთ (მათე 18:15-16).

როგორ შეიძლება ეკამათო მწვალებელს წმინდა წერილზე, როდესაც ის არ ცნობს ზოგიერთ საღვთო წერილს (?);
ხოლო რომელსაც ცნობს მასაც არასრულად, ამახინჯებს საკუთარი ჩანაფიქრის სასარგებლოდ, ან ამატებს რაღაცას ან კი საერთოდ ტოვებს მისთვის უსარგებლოს;
ხოლო თუ რაღაცას მთლიანობაში ინარჩუნებს, ისიც ასევე დამახინჯებულია, რადგან მომარაგებულია სხვადასხვა განსხვავებული და ახალი სწავლით.

ასე რომ, არაა საჭირო წმინდა წერილის მოხმობა; არაა საჭირო პაექრობა იქ, სადაც გამარჯვება არ არის... და არც გვჭირდება მსგავსი რამ.
...
ვის ეკუთვნის წმინდა წერილი?
ვისით, ვისი დახმარებით, როდის და ვის გადაეცა სწავლება, რომელიც ადამიანს ქრისტიანად ხდის?
...
20-22. ჭეშმარიტება ეკუთვნის ქრისტეს, შემდეგ კი - მოციქულთა გადმოცემას

...

26-29. ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე''




დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:

''მათ სურთ რომ ახლებულად გაგვიმარტონ ევანგელია?
მაშინ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ახალი მოციქულები არიან: გვაუწყონ რომ ქრისტე კვლავ მოგვევლინა, კვლავ გვასწავლიდა, რომ კვლავ ჯვარს აცვეს, კვლავ მოკვდა , კვლავ გაცოცხლდა...

თუკი რომელიმე ერესი გაბედავს და თავს მიაკუთვნებს მოციქულთა დროს, რათა ამით თავი მოციქულთა გადმოცემად გაასაღოს, მაშინ ვუპასუხოთ: გვაჩვენეონ მათი ეკლესიის სათავე და საფუძველი, გაგვიმხილონ მათი ეპისკოპოსების წიაღი, რაც დასაწყისიდან მოდის და წესისამებს გადაეცემა, და რაც მთავარია ისე, რომ პირველს აღმზრდელად, წინამორბედად რომელიმე მოციქული გვერდით ედგეს''


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pilate
პოსტი Mar 18 2009, 08:46 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,595



ციტატა(ავგუსტინე @ Mar 18 2009, 09:30 PM) *


26-29. ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე''
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:
[b]
''მათ სურთ რომ ახლებულად გაგვიმარტონ ევანგელია?
მაშინ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ახალი მოციქულები არიან: გვაუწყონ რომ ქრისტე კვლავ მოგვევლინა, კვლავ გვასწავლიდა, რომ კვლავ ჯვარს აცვეს, კვლავ მოკვდა , კვლავ გაცოცხლდა...




საკმაო ითქვა და საკმაო დაიწერა. სიტყვების თქმა იოლია "ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე''.

მსგავს განაცხადებს აკეთებს კათოლიკური ეკლესიაც. ადამიანმა რომ მიგიღოს იმად, რადაც იცხადებ თავს, უნდა შეგეძლოს ამის დასაბუთება.

რომ ვერ დაასაბუთებ რისხდები, მწარდები რადგან ფარდა ეხდება იმას რასაც ისტორია და ისტორიკოსები, კათოლიკე თეოლოგების ჩათვლით ამცნობენ ყველას.

მას შემდეგ რაც ადამიანი გთხოვს დაუსაბუთო რომ მოციქულთა მემკვიდრე ხარ, აცხადებ ერეტიკოსად. ასე იყო ისტორიაში, მას ვინც საღი გონებით, მსჯელობითა და არგუმენტებით იტყოდა რაიმეს, რასაც ზოგიერთი არ იწონებდა, ერეტიკოსად აცხადებდნენ და ღვთისგან განდგომილად.

ეგღა დარჩა რომ ყველა ვინც არ გაიზიარებს თქვენს საკუტარ წარმოსახვებს უნდა მოკვეთოთ. ეს არ არის პსუხი.

თემაში შემოსული შეკითხვები ისტორიულად დასბუთებულ მტკიცებულებებსა და დოკუმენტებს მოითხოვდა. არა იმის ძახილს რომ ძირს ერეტიკოსებიო.

მკითხველი ხედავ ყველაფერს...

ამით ვასრულებ ამ თემაში პოსტს.
მშვიდობით!


--------------------
ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
pilate   მოციქულთა მემკვიდრეები?   Mar 14 2009, 06:11 PM
mari-mari15   საინტერესოა მაგრა...   Mar 14 2009, 09:48 PM
agmsarebeli   კი არსებობს საეკლე...   Mar 15 2009, 12:05 AM
death   მოციქულთა უწყვეტი ...   Mar 15 2009, 01:41 AM
KAIROS   პილატე დაბრუნებულ...   Mar 15 2009, 04:51 AM
pilate   მე ყურადღებას ჯერ...   Mar 15 2009, 02:10 PM
ავგუსტინე   ვაიმე უბედურები 4 წ...   Mar 15 2009, 05:46 AM
death   pilate მდაა :D ჩამოგი...   Mar 15 2009, 07:36 PM
pilate   pilate მდაა :D მართლმ...   Mar 15 2009, 08:02 PM
death   pilate კი არსებობს, რ...   Mar 15 2009, 08:08 PM
pilate   [b]pilate კი არსებობს, ...   Mar 15 2009, 08:30 PM
KAIROS   პილატე, ცოტა ისტორ...   Mar 15 2009, 08:07 PM
pilate   პილატე, ცოტა ისტორ...   Mar 15 2009, 08:15 PM
მოყვასი   პილატე, ცოტა ისტორ...   Mar 19 2009, 12:39 PM
death   pilate ხომ დაგიწერე რ...   Mar 15 2009, 08:40 PM
pilate   [b]pilate ხომ დაგიწერე...   Mar 15 2009, 08:47 PM
death   'death' date კიდევ ერთ...   Mar 15 2009, 09:21 PM
pilate   ეს დასტურდება მოც...   Mar 18 2009, 06:49 PM
lch   ყოველნი პატიოსან...   Mar 15 2009, 10:03 PM
KAIROS   გაიგე ახლა, როდესა...   Mar 16 2009, 12:21 AM
pilate   KAIROS-ის სიტყვები: - "...   Mar 16 2009, 01:08 AM
KAIROS   შენ მაპატიე და მაგ...   Mar 16 2009, 05:23 AM
pilate   ე, ბიჯო, გვიშველე :D ...   Mar 16 2009, 08:33 AM
ზვარე   ისე მე უკვე მგონი მ...   Mar 16 2009, 08:35 PM
KAIROS   :D :D :D ( უკომენტაროდ ) ...   Mar 16 2009, 12:03 PM
KAIROS   პ.ს.ს. მოკლედ უზრდე...   Mar 16 2009, 12:27 PM
კანონისტი   pilate თუ გაქცევას?? :lol: :...   Mar 16 2009, 03:44 PM
pilate   KAIROS შენი მხრიდან უზ...   Mar 16 2009, 04:01 PM
afxazi   KAIROS მომიტევე კაიროს...   Mar 16 2009, 04:05 PM
afxazi   pilate ეგნატი ანტიოქი...   Mar 16 2009, 04:33 PM
.:Lela:.   1)არსებობს მოციქულ...   Mar 16 2009, 08:39 PM
KAIROS   კი ბატონო გასაგები...   Mar 16 2009, 09:20 PM
ზვარე   http://www.krotov.info/acts/04/1/03240000.html#11 ...   Mar 16 2009, 10:11 PM
evangelizer   აშკარად არ ეხება მ...   Mar 16 2009, 10:15 PM
pilate   მოციქულებისგან მი...   Mar 16 2009, 10:21 PM
ზვარე   მოციქულებისგან მი...   Mar 16 2009, 11:30 PM
afxazi   pilate შენ ამბობდი რომ ...   Mar 16 2009, 11:41 PM
evangelizer   ისე მოძმე ეკლესიე...   Mar 16 2009, 11:43 PM
ზვარე   ბუნებრივია, რომ იე...   Mar 16 2009, 11:47 PM
afxazi   evangelizer ეს შენი სუბიე...   Mar 16 2009, 11:48 PM
evangelizer   evangelizer ეს შენი სუბიე...   Mar 17 2009, 12:06 AM
afxazi   evangelizer მოიცა შენი ლო...   Mar 17 2009, 12:11 AM
evangelizer   evangelizer მოიცა შენი ლო...   Mar 17 2009, 12:24 AM
ზვარე   არსებობს მოციქულთ...   Mar 17 2009, 12:30 AM
evangelizer   pilate ეგნატი ანტიოქი...   Mar 17 2009, 12:48 AM
afxazi   evangelizer და რა დაინახე ...   Mar 17 2009, 12:49 AM
evangelizer   აი საიტი საიდანაც KA...   Mar 17 2009, 01:00 AM
ზვარე   აი საიტი საიდანაც K...   Mar 17 2009, 01:04 AM
afxazi   evangelizer ძვირფასო ფრჩხ...   Mar 17 2009, 01:04 AM
evangelizer   evangelizer ძვირფასო ფრჩ...   Mar 17 2009, 01:07 AM
afxazi   evangelizer :D :D :D :D წყლის ნ...   Mar 17 2009, 01:09 AM
evangelizer   evangelizer ძვირფასო ფრჩ...   Mar 17 2009, 01:31 AM
evangelizer   evangelizer :D :D :D :D წყლის ნ...   Mar 17 2009, 01:43 AM
ზვარე   ისტორია არ არის მხ...   Mar 17 2009, 02:23 AM
G_I_O_R_G_I_   რას ნიშნავს ვერ მი...   Mar 17 2009, 02:22 AM
evangelizer   მოყვასი სუბიექტუ...   Mar 17 2009, 02:35 AM
afxazi   evangelizer თუ ინტრიგანი ...   Mar 17 2009, 03:19 PM
evangelizer   ჩემო კარგო თუკი მა...   Mar 17 2009, 11:08 PM
KAIROS   სხვის სარწმუნეობ...   Mar 17 2009, 11:28 PM
evangelizer   ჩემი წყარო ბიბლიაა...   Mar 17 2009, 11:56 PM
KAIROS   სულ ესაა შენი არგუ...   Mar 18 2009, 12:19 AM
afxazi   evangelizer ევსევი კესარ...   Mar 18 2009, 09:31 AM
მოყვასი   რაც შეეხება მემკვი...   Mar 18 2009, 03:16 PM
evangelizer   evangelizer ევსევი კესარი...   Mar 18 2009, 06:15 PM
afxazi   evangelizer დაგიწერე რისთ...   Mar 18 2009, 06:27 PM
evangelizer   [b]evangelizer დაგიწერე რი...   Mar 18 2009, 06:34 PM
G_I_O_R_G_I_   evangelizer pilate როგორც მივხ...   Mar 18 2009, 07:11 PM
pilate   [b]evangelizer pilate როგორც მი...   Mar 18 2009, 07:27 PM
afxazi   evangelizer ეტყობა არ კით...   Mar 18 2009, 07:46 PM
pilate   afxazi :) მივედით იმ მომ...   Mar 18 2009, 08:14 PM
afxazi   pilate პეტრეს რომში ჩ...   Mar 18 2009, 08:19 PM
ავგუსტინე   მეორე საუკუნის ცნო...   Mar 18 2009, 08:30 PM
pilate   26-29. ეკლესია - ჭეშმა...   Mar 18 2009, 08:46 PM
ავგუსტინე   რა გინდა ახლა, ვატ...   Mar 18 2009, 08:41 PM
afxazi   ავგუსტინე თურმე რ...   Mar 18 2009, 08:42 PM
ავგუსტინე   ტერტულიანეს ცნობ...   Mar 18 2009, 08:46 PM
afxazi   pilate :D :D რაღაც ტონს მ...   Mar 18 2009, 08:51 PM
ავგუსტინე   რაციოში ეაჯები კა...   Mar 18 2009, 08:54 PM
pilate   afxazi ვისაც გსურთ ამ ...   Mar 18 2009, 08:54 PM
ავგუსტინე   მანახეთ რომელი კა...   Mar 18 2009, 08:57 PM
G_I_O_R_G_I_   pilate 1-2 საუკუნეების ც...   Mar 18 2009, 08:57 PM
ავგუსტინე   G_I_O_R_G_I_ მარტივი ლოგი...   Mar 18 2009, 09:00 PM
ავგუსტინე   ნუ პრინციპში არც ჩ...   Mar 18 2009, 09:09 PM
afxazi   ავგუსტინე :D :D კარ...   Mar 18 2009, 09:11 PM
death   ამ თემაში კამათი, ს...   Mar 19 2009, 04:12 PM
მოყვასი   ამ თემაში კამათი, ს...   Mar 19 2009, 05:52 PM
afxazi   death აბა რას ამბობ, ეს...   Mar 19 2009, 04:26 PM
death   მოყვასი მე ვთქვი ...   Mar 20 2009, 12:05 AM
მოყვასი   [b]მოყვასი ხსენებულ...   Mar 20 2009, 12:40 PM
მოყუასი   [color=#000099] [b]death ის თეოლო...   Mar 21 2009, 03:51 AM
მოყვასი   გაგვაცანი რა, ამ კა...   Mar 21 2009, 12:39 PM
მოყუასი   ეგებ ვინმემ დადოს...   Mar 21 2009, 06:58 PM
pilate   [size=5]ეგებ ვინმემ დად...   Mar 21 2009, 07:17 PM
lch   რას ეხება ეს თემა მ...   Mar 21 2009, 01:17 PM
მოყვასი   რას ეხება ეს თემა მ...   Mar 21 2009, 01:46 PM
afxazi   lch :D :D იქნებ რამის თ...   Mar 21 2009, 01:55 PM
მოყვასი   lch :D :D იქნებ რამის ...   Mar 21 2009, 02:02 PM
lch   მოყვასი სულიერ ას...   Mar 21 2009, 02:24 PM
sergi_glaxa   ყველა ვინც აღიარებ...   Mar 21 2009, 07:24 PM
death   მოყვასი გაერკვიე ...   Mar 21 2009, 07:35 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 09:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი