სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
![]() ![]() |
| guest |
Mar 18 2009, 11:58 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
egri3
ციტატა დეიდებო და ბიძიებო. ამ თემაში შენი ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დეიდები და ბიძიკოები მგონი არ არიან. ციტატა ომი აუცილებელია არა? არ არის. პ.ს. შვეიცარიაში როდის იყო ბოლოს ომი და რა დონის ჯარი ყავს შვეიცარიას დღეს? |
| betaneli luka |
Mar 19 2009, 10:16 AM
პოსტი
#3
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
egri3 ამ თემაში შენი ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დეიდები და ბიძიკოები მგონი არ არიან. არ არის. პ.ს. შვეიცარიაში როდის იყო ბოლოს ომი და რა დონის ჯარი ყავს შვეიცარიას დღეს? 1272 წელს ალპების მასივის 3 კანტონი გაერთიანდა,რათა საერთო ძალებით გამკლავებოდა მათივე სიტყვები რომ ვიხმაროთ ''ველური ფრანგების,ველური იტალიელებისა და ველური გერმანელი ტომების შემოსევებს.''ეს წელიწადი ითვლება სწორედაც შვეიცარიის დაარსების თარიღად.ასე რომ ბოლო ომი შვეიცარიაში იყო სწორედაც ამ დროს.რატომ ბოლო?იმიტომ,რომ იმ 3 კანტონს არ ჰკავდა და ვერც ეყოლებოდა ნორმალური ჯარი.დღეისათვის კი 3 ენაა შვეიცარიაში სახელმწიფო ენად გამოცხადებული:იტალიური,ფრანგ ული და გერმანული და ეს იმიტომ,რომ ადგილობრივი მოსახლეობა დამარცხდა ამ''ველურ ტომებთან''ბრძოლებში. საქართველოს არ შეიძლება,რომ არ ჰყავდეს ჯარი ქვეყნის თავდაცვის მიზნით. არსებობს კიდევ სხვა მაგალითიც:მონაკო. მონაკოში ორკესტრის მუსიკოსთა რაოდენობა უფრო მეტია,ვიდრე პოლიციელთა რიცხვი.სან მარინოსაგან განსხვავებით(სან მარინოს ჰყავს ჯარი,რომელიც შედგება 16 ჯერისკაცისაგან და ერთი ოფიცერისაგან,ასე იყო მე-20 საუკუნეში,21-ე საუკუნეში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალა,ამ მხრივ ინფორმაცია არ მომეპოვება,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს)მონაკოს ჯარი არ ჰკავს.მაგრამ ჩვენთვის მონაკოსა და სან მარინოს მაგალითები ვერაფრით ვერ გამოდგება-სხვა გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანდი:პოლონეთსა,ლატვიას ა,ბელორუსიასა და კალინინგრადის ოლქებს შორის მდებარეობს სახელმწიფო ლიტვა,რომლის ჯარი საგრძნობლად,ფრიად საგძნობლად ჩამორჩება დგეისათვის საქართველოს ჯარს.ეს კი იმიტომ,რომ ლიტვა არის ერთი ძლიერი სამხედრო ბლოკის წევრი ქვეყანა და მას ჯარი ჰყავს იმდენად,რამდენადაც სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მტრის შეჩერება და მოგერიება(მაგალითად კალინინგრადის ოლქის მხრიდან-ირონიების გარეშე) სანამ სამხედრო ბლოკის სხვა წევრებისაგან მოვა დახმარება.ასე რომ ჯარის გარეშე და სამხედრო კონცეფციის გარეშე აქაც ვერ და არ შეიძლება. სამოთხეს იცავენ ზეციური ძალები-ზეციურ მეომართა არმია,რომელსაც მეთაურობს სტრატეგი მთავარ-ანგელოზი მიქაელი.სამწუხაროდ,თუ საბედნიეროდ-არ ვიცი,მაგრამ ჯარის გარეშე არ გამოდის-არც აქ და არც იქ. დედამიწაზე კი ძალიან ბევრი რამ არის საიქიოს მაგალითებიდან შექმნილი. |
staywhite სამხედრო ფსიქოლოგია Sep 5 2008, 02:29 AM
შოთაძე ჩემის აზრით ამ კით... Sep 5 2008, 11:28 PM
staywhite შოთაძე
მართალი ხა... Sep 6 2008, 12:09 AM
.ნინო
ბევრის წასაკითხა... Sep 7 2008, 10:05 PM
staywhite .ნინო
და წარმოიდგი... Sep 8 2008, 12:18 AM
Ismail staywhite
:thumbs: მაგარი თემ... Sep 8 2008, 10:11 PM
staywhite Ismail
საკითხს ნამდვი... Sep 8 2008, 10:41 PM
Ismail
ადამიანის უშიშრობ... Sep 8 2008, 11:14 PM
staywhite Ismail
მაგაზეა საუბარ... Sep 8 2008, 11:44 PM
Ismail staywhite
აქ არის პუნქტი ... Sep 9 2008, 12:21 AM
staywhite Ismail
კი,ერთერთი ეგეც... Sep 9 2008, 12:38 AM
შოთაძე ბევრისგან მსმენია ... Sep 10 2008, 01:22 AM
staywhite შოთაძე
უდიდესი აფ... Sep 10 2008, 01:25 AM
შოთაძე
შოთაძე
უდიდესი აფ... Sep 10 2008, 01:27 AM
staywhite შოთაძე
ომში ამას ა... Sep 10 2008, 01:39 AM
ლეონტი 1. როგორ შევაფასებდ... Sep 10 2008, 01:23 PM
staywhite
1. როგორ შევაფასებდ... Sep 10 2008, 03:21 PM
staywhite ერთი ჯარისკაცის ლე... Sep 10 2008, 10:54 PM
ქეთინო staywhite
ნან :მპუა: მე ერ... Sep 11 2008, 12:40 AM
სარდიონ 6.როდის ხდება მოწინ... Sep 11 2008, 12:48 AM
staywhite ქეთინო
მშვენივრად... Sep 11 2008, 12:53 AM
staywhite აქ დავაკოპირებ პრო... Sep 25 2008, 12:31 AM
piligrimi ეს მოთხრობა ადრეც ... Mar 14 2009, 11:36 PM
betaneli luka staywhite-ს ციტატა იყო ას... Mar 15 2009, 01:56 AM
neo როგორც ქრისტე ამბო... Mar 16 2009, 12:02 PM
betaneli luka
როგორც ქრისტე ამბ... Mar 16 2009, 02:19 PM
Iona
simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi
... Mar 16 2009, 04:17 PM
betaneli luka
simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi
m... Mar 16 2009, 05:19 PM
piligrimi
simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi
m... Mar 16 2009, 11:31 PM
Iona betaneli luka
მესმის შენი ა... Mar 16 2009, 06:22 PM
betaneli luka
betaneli luka
მესმის შენი ... Mar 16 2009, 08:45 PM
Bagrem piligrimi
ჯარში ან ჯარის ... Mar 17 2009, 12:04 AM
Iona მოკლედ რო ვთქვა გე... Mar 17 2009, 10:54 AM
betaneli luka მშვიდობა თქვენდა ყ... Mar 17 2009, 12:31 PM
Bagrem Iona
ნამდვილად :)
მშვ... Mar 17 2009, 04:16 PM
Iona betaneli luka
ნამეტანი ავც... Mar 17 2009, 01:51 PM
betaneli luka
betaneli luka
ნამეტანი ავც... Mar 17 2009, 02:05 PM
Iona
არა :)
მაგრამ პელა... Mar 17 2009, 03:13 PM
Iona
სად იყო და როდის?
ა... Mar 17 2009, 10:47 PM
Bagrem Iona
ყველგან და მათ შ... Mar 18 2009, 12:32 AM
egri3 დეიდებო და ბიძიებო... Mar 18 2009, 04:25 PM
betaneli luka
დეიდებო და ბიძიებ... Mar 18 2009, 05:40 PM
egri3 staywhite
ვინძლო. (მაგარი... Mar 19 2009, 10:14 AM
staywhite betaneli luka
ამას თუ დღევა... Mar 19 2009, 12:58 PM
betaneli luka
betaneli luka
ამას თუ დღევ... Mar 19 2009, 04:41 PM
staywhite თემას დავუბრუნდეთ.... Apr 1 2009, 04:53 PM
tustusa-gogo
ანუ აქ რა იგულისხმ... May 9 2009, 09:56 PM
staywhite tustusa-gogo
ტუსტუს :მპუა: ... May 9 2009, 10:58 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი