სენატის გადაწყვეტილება, იუზერ Ich-ს თხოვნასთან დაკავშირებით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სენატის გადაწყვეტილება, იუზერ Ich-ს თხოვნასთან დაკავშირებით |
k@the |
Mar 19 2009, 12:28 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა იუზერ Ich-ს თხოვნასთან დაკავშირებით იუზერ Ich-ის თხოვნაზე, გაუქმდეს მისი ანგარიში და ამოიშალოს ფორუმიდან პოსტები, რადგან ფორუმზე მის პოლიტიკური შეხედულებებს ზღუდავენ, სენატმა გადაწყვიტა: 1. ფორუმის წესების თავი 2, მუხლი 6 -ის თანახმად ფორუმის წევრობის გაუქმება არ ხდება იუზერის პირადი ინიციატივის საფუძველზე. ამიტომ, იუზერ Ich-ის თხოვნა ანგარიშის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. 2. ფორუმზე არ ხდება პოლიტიკური დებატები, ამდენად სასურველია იუზერებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რაც სიტუაციას გაამწვავებს. კერძო აზრის ქონის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ნუ დავძაბავთ ფორუმს პოლიტიკური დისკუსიებით, ბევრი სხვა მრავლისმომცემი თემა და განყოფილებაა ფორუმზე, სადაც შესაძლებელია თითოეული იუზერის ენერგია უფრო ნაყოფიერად გაიხარჯოს. 3. ფორუმი უფრთხილდება თითოეულ ფორუმელს და პატივს სცემს მათ პირად შეხედულებებს, თუმცა ფორუმს თავისი წესები აქვს და მათ ვერ გადაუხვევს. ამდენად, ფორუმის წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ეთხოვოს იუზერ Ich-ს ამოიღოს ხელმოწერიდან ბოლო წინადადება. კერძოდ, "და ასეთ პრეზიდენტს დღეს კიდევ ყავს მომხრეები...." რადგან ეს წინადადება არაა მთავრობის კრიტიკა, არამედ შეურაცხყოფს მისგან განსხვავებული პოლიტშეხედულების მქონე ამომრჩევლებს. 4. ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ მისი ობიექტურობა გადაწყვეტილების მიღებისას იქნება დანახული და იუზერი Ich-ი კვლავაც დარჩება აქტიურ ფორუმელად, მიუხედავად ფორუმელებში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობისა. სენატის თავმჯდომარე, k@the -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი