პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
guest |
Mar 19 2009, 01:03 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
evangelizer
ციტატა თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. არსებობს ასეთი თემა "სამხედრო" სადაც გადაღეჭილია ის, რასაც შენ აქ უმიზნებ იქ შებრძანდით და ათეულობით გვერდი სწორედ ამ საკითხს ეხება და თან ჯანსაღი დისკუსიით. სანამ თემას დახურავდნენ შეგეკითხები: სახლში რომ მოგივარდეს ვინმე და ცოლ-შვილის ან ქმარ-შვილის (ჩორტ ზნაეტ კაცი ხარ თუ ქალი) ამოწყვეტას გიპირებდეს, გქონდეს თავის დაცვის საშუალება იარაღით, რას იზამ, ნეტარებით უმზერ შენიანების აჩეხვას? სამშობლოს დაცვაზე არ გეკითხები, რამდენადაც ვიცი თქვენთვის ეს არ არსებობს და უაზრო კითხვა გამომივა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი