პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
afxazi |
Mar 19 2009, 02:21 PM
პოსტი
#62
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
staywhite
ციტატა ჩემი აზრით, თემა სამხედრო შეესაბამება ამას, იქ თავიდან მინიმუმ 20 გვერდი სწორედ ამ საკითხზეა. თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა. ჩვენც ვუპასუხოთ (თუმცა აზრი არ აქვს) მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩათვალონ პასუხი არ აქვთო. ლუკას სახარებაში არის ასეთი მუხლი, იოანე ანთლისმემელტან დაკავშირებით: "მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას". (ლუკა 3,14) რაო იოანემ ახსენა სადმე მეომრობა ცოდვაა და სასწრაფოდ დატოვეთ ჯარის რიგებიო? არამედ თავიანთ სამსახურში ზნეობრივი მსახურების დაცვა შესტავაზა. უფალს იგავის სახით მოყავს ცხოვრებისეყლი მაგალითი და საერთოდ არ ამბობს რომ ბრძოლა ცოდვაა და მსგავსი რამ. "ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით კაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხდურს? და თუ არ შეუძლია, ელჩებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას" (ლუკა 14, 31-32) "კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი ტავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე 10, 1-2) ეხლა ართ ქვათ ამ ასისთავს არცერთი ადამიანი არ ეყოლებოდა ბრძოლებში მოკლული. მაგრამ არათუ ეს არაა ნახსენები, პირიქით მის ზნეობრივ სიმაღლეებზეა ხაზგასმა. მსგავსი მაგალითია მათეს სახარების მერვე თავში ასისთავთან დაკავშირებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი