![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა დათიკო ანუ არავითარი ეშმაკუნა? ციცქიშვილი ფსიქოლოგია და თეოლოგია ვერ მოვთხოვთ... საინტერესო და კარგი კაცია, მის მიერ დანახული საკითხის ერთერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთერთი მხარეა... ციტატა დამიანზე ძალაუფლება თავად ეშმაკსაც არ აქვს, თუკი ადამიანი თავად არ მიუშვებს ბოროტ ძალას მასზე. გავიხსენოთ თუნდაც "ღორების კოლტის" შემთხვევა სახარებაში აქ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაშ გამოიკვეთა რომ ეშმაკი ადამიანს "თავისთავად" ვერ ეუფლება, რამეთუ მისი ძალაუფლება თვით ღორებზეც კი შეზღუდულია, მაშ, რატომ ხდება, ისე რომ უამრავი ადამიანი, რომელმაც არც კი იცის რაა ეშმაკი ხდება მისი ძალაუფლების ქვეშ? აქ საკითხი, ისევ უნდა გავაღრმავოთ და უნდა გავყოთ ქრისტიანი, ეკლესიური და არაქრისტიანი, არაეკლესიური ხალხი, აშკარაა, რომ წმიდა ზიარების სინანულით მიმღებებთან, ჯვრის მსასოებებლებთან, ეშმაკს არაფერი ესაქმება, გაიხსნეთ წმინა იუსტინა, ე.ი. ცოდვილ ცხოვრებაში მცხოვრებზე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ისინი "გახსნილებია" ბოროტი ძალისათვის? ციტატა რა როლს უნდა თამაშობდეს შელოცვის დროს ნივთი ახლა ამაზე დავფიქრდეთ, ყველამ იცით, რომ ეშმაკის ერთერთი სახელი არის "ღმერთის მაიმუნი", რაც ნიშნავს, რომ სურს ყველაფერში მიემსგავსოს, და ხოლო თუკი ღმერთს ჯვრის, ხატის და სხვა ნივთების საშუალებით სურს რომ მადლი მივიღოთ, მაშ რაა გასაკვირი თუ "ჯადოს" ან სხვა მსგავსის მიერ ეშმაკიც თავის ბოროტ ძალას და სიბოროტეს ავრცელებდეს? გავაგრძელოთ ისევ ზემოქმედების კვლევის გზით... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 07:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი