ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
marine |
Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.
მედეა (ძვ. წ. XIV - XIII სს.) მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა. ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.) ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში. მედეა და მედიცინა მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა. მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა." თამარ მეფე (1166 - 1213) თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე. 1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ. 1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი. თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას. თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ. * * * თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა. არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია. XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას". გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა. http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Belief |
Mar 19 2009, 04:40 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა ერთი რამ მაინტერესებს მედეა ჩვენი სიამაყეა თუ სირცხვილი ვერ გამიგია, შეიძლება სათანადო ინფორმაციას ვერ ვფლობ მაგრამ რაც მე მსმენია მის შესახებ უფრო ნეგატიურად ვენწყობი ვიდრე დადებითად, ძალიან მაინტერსებს თქვენი შეხედულებები. ჩემი აზრით მისი მოხსენიება თამარ მეფესთან ქეთევან წამებულთან ცოტათი უხერხულია, შეიძლება ვცდები კიდეც. გასაგებია შენი ხედვები . თუმცა სიტყვა მედიცინა . მედეასგანაა წარმოშობილი . მას დიდი წლილი აქვს მიძღვილი იმაშიც რომ ოქროს საწმისი საბერძნეთში .... ამიტომ ეხლა ბევრი მიზეზებია მაგრამ დაგეთანხმები ერთი იმაში რომ მისი ხსენება არ არის რეკომენდირებული წმინდანებთან . ქეთევან წამებულთან და თამართან. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი