![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
betaneli luka
ციტატა რომ იმ 3 კანტონს არ ჰკავდა და ვერც ეყოლებოდა ნორმალური ჯარი ამას თუ დღევანდელობაზე ამბობ, დიდი შეცდომაა, რამდენადაც შვეიცარიას ყავს მეტად მომზადებული ჯარი და არის სუპერმილიტარისტური ქვეყნა, მიუხედავად ნეიტრალიტეტისა და იმისა, რომ უხსოვარი დროიდან იქ ომი არ ყოფილა. არსებობს ასეთი გერმანული გამოთქმა: „Die Schweiz hat keine Armee, die Schweiz ist eine Armee!“ და ნიშნავს: " შვეიცარიას არ ყავს ჯარი, თვით შვეიცარიაა ჯარი" ![]() შვეიცარია ეგრის კითხვაზე მოვიყვანე მაგალითად, რამდენადაც გარეგნულად თითქოს სულაც არ სჭირდება შვეიცარიას ჯარი, მაგრამ .... ![]() ასევე ნორვეგია, იგივე კადრირებული ბრიგადები, უაღრესად სანიმუშო სტრუქტურა და ასევე მობილიზაცია. მე ბევრ რამეს გადმოვიღებდი ამ ორი ქვეყნიდან. ლიტვას რაც შეეხება, იქ არის ძალიან მაღალი დონის სამხედრო აკადემია, ჩემი ახლობელი სწავლობს და ძალიან კმაყოფილია. პ.ს. შვეიცარია ამავე დროს მილიციური ქვეყანაა, რაც მე იქ "შმონი" მინახავს არსად ისე ![]() დავუბრუნდეთ ასევე ფსიქოლოგიას ამ თემაში ![]() |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
betaneli luka ამას თუ დღევანდელობაზე ამბობ, დიდი შეცდომაა, რამდენადაც შვეიცარიას ყავს მეტად მომზადებული ჯარი და არის სუპერმილიტარისტური ქვეყნა, მიუხედავად ნეიტრალიტეტისა და იმისა, რომ უხსოვარი დროიდან იქ ომი არ ყოფილა. არსებობს ასეთი გერმანული გამოთქმა: „Die Schweiz hat keine Armee, die Schweiz ist eine Armee!“ და ნიშნავს: " შვეიცარიას არ ყავს ჯარი, თვით შვეიცარიაა ჯარი" ![]() შვეიცარია ეგრის კითხვაზე მოვიყვანე მაგალითად, რამდენადაც გარეგნულად თითქოს სულაც არ სჭირდება შვეიცარიას ჯარი, მაგრამ .... ![]() ასევე ნორვეგია, იგივე კადრირებული ბრიგადები, უაღრესად სანიმუშო სტრუქტურა და ასევე მობილიზაცია. მე ბევრ რამეს გადმოვიღებდი ამ ორი ქვეყნიდან. ლიტვას რაც შეეხება, იქ არის ძალიან მაღალი დონის სამხედრო აკადემია, ჩემი ახლობელი სწავლობს და ძალიან კმაყოფილია. პ.ს. შვეიცარია ამავე დროს მილიციური ქვეყანაა, რაც მე იქ "შმონი" მინახავს არსად ისე ![]() დავუბრუნდეთ ასევე ფსიქოლოგიას ამ თემაში ![]() მაშინ უფრო მეტიც ვტქვათ-შვეიცარიას ისეთი დაზვერვა აქვს,რომ ბერვი წამყვანი ქვეყანა სარგებლობს ამ დაზვერვის მონაცემებით.და კიდევ-ამერიკის შეერტებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპიციალური განცხადებით,იგი ხშირად მიმართავს თხოვნით მიაწოდოს ამა თუ იმ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაცია...ვატიკანის დაზვერვას,თუმცა ოფიციალურად ვატიკანს ჯარი თითქოს არც კი ჰყავს.ამას ყველაპერს იმიტომ ვწერთ მე და თქვენ,რომ იყო დასმული კონკრეტული შეკითხვა:შეიძლება თუ არა ომის გარეშე.ვპასუხობთ:არ ეიძლება!წინააგმდეგ შემთხვევაში ვკარგავთ დამოუკიდებლობას და მოგვიწევს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის შენახვა. მართლმადიდებლური ფორუმია და ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ საკუთარ თავს და დამსწრეთ:მეომარისათვის,ისევე როგორც ყველა სხვა პროფესიის ადამიანთატვის,აუცილებელია მადლის მიღება-წინააღმდეგ შემთხვევაში მის მოღვაწეობას ქრისტიანული თვალსაზრისით აზრი ეკარგება. მადლი და წყალობა ღვთისა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი