პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მოყვასი |
Mar 19 2009, 08:35 PM
პოსტი
#2
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
საინტერესოა ამ თემის თეოლოგიური კუთხით განხილვა. პირადად მე, ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი ამ თემაში აქტიური მონაწილეობის მიღების მაგრამ, სიამოვნებით წავიკითხავდი, თეოლოგიური, ანუ ბიბლიურ, სახარებისეული, ქრისტიანული კუთხით გამართულ, ბიბლიაზე დაფუძნებულ მსჯელობას და სწორედ ამიტომ ვუერთდები evangelizer-ისა და afxazi-ის პოსტებში დაწერილ სიტყვებს:
ციტატა evangelizer: ვისაც უნდა იბრძოლოს, ვისაც უნდა არა, მაგრამ მე ბიბლიურ საფუძველზე ვსაუბრობ.. ციტატა afxazi: თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში თემის ავტორს მოტივი აინტერსებს, ვფიქრობ თეოლოგიური კუთხით, რიღაა გამართლებული სამშობლოს დაცვისას ომში ჩაბმა და ცხადია ადამიანთ მოკვდინება ადამიანებისა. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი