![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
evangelizer |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 ![]() |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ![]() ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! ![]() ![]() ![]() -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
![]() ![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#62
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
როგორც უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, ჯერჯერობით არ ვერთვები თემაში აქტიურად. უბრალოდ მაინტერესებს თვალყური ვადევნო, იუზერების (თეოლოგიურ) მსჯელობას არსებულ თემაზე, რასაც ვაკეთებ კიდეც. ჩემთვის საინტერესო იქნება evangelizer-ის კომენტარების და სხვა იუზერების მოსაზრებების წაკითხვაც. მადლობ აფხაზი.
-------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი