ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
მაგდალინა |
Nov 19 2008, 11:53 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ხატწერაში მიღებულ მაცხოვრის სამოსის გამოსახვა
კვართი - ქვედა, საკმაოდ თავისუფალი, ფართომკლავებიანი სამოსია, კოჭებამდე სიგრძის. მაცხოვრის კვართი ხატწერაში თბილი ფერისაა - ყავისფერი, მუქი შინდისფერი, წითელი, იშვიათად ვარდისფერი. კვართზე შემორტყმულია ქამარი. მაცხოვრის კვართის ორივე მხარეს, წინიდან და უკნიდან, ხატწერისას გამოსახავენ ვიწრო, დაქარგულ ზოლებს - კლავებს, ჩამოშდვებულს ბოლომდე. კლავი - წარგზავნილობის, მისიის სიმბოლოა. ამიტომაც, პირველყოვლისა ის ქრისტეს ეკუთვნის, როგორც მამა ღმერთის მიერ სოფლის გამოსახსნელად გამოგზავნილს. კლავის ფერი მეტნაკლებად გამოირჩევა კვართისგან. ხშირად ის მოყვითალო ფერისა და თითქმის ყოველთვის ირთვება ოქროთი. მოსასხამი - კვართზე შემოცმული გრძელი და ფართო ნაჭერია. იგი ღარიბებისთვის ძილის დროს დასახურადაც გამოიყენებოდა. ის საკმაოდ დიდი ზომის იყო, ვინაიდან ჯვარცმისას ჯარისკაცებმა ოთხ ნაწილად გაიყვეს. ხატწერაში იგი ყოველთვის ცივი ფერით გამოიხატება - ცისფერი, ლურჯი ღია ან მუქი მწვანე. აღდგომის და ღვთისმშობლის მიძინების გამოსახვისას მაცხოვრის სამოსი ოქროსფერ-მოყვითალოა, დიდების ნათლით შემოსილი, ოქროთი მორთული. უფლის ფერისცვალების ხატებზე კი ქრისტე თეთრ სამოსელშია. ღვთისმშობლის ხატებზე კი ღვთიური ყრმა თითქმის ყოველთვის ოქროსფერ-მოყვითალო სამოსშია. ამით წმინდა ეკლესია გამოყოფს მაცხოვრის ყრმობას ჩვეულებრივ ადამიანთა შორის და მიუთითებს არსებას მამა ღმერთის საყდარზე სამარადისოდ. მაცხოვრის ფეხსაცმელი, ისე, როგორც მოციქულებისა, ტყავის სანდლებია, ქუსლებზე შემოხვეული თასმებით. არის ხატები, სადაც ქრისტე გამოისახება, როგორც დიდების მეუფე, საყდარზე მჯდომი. მაშინ მისი სამოსი ასევე, ხშირად მოყვითალო-ოქროსფერია, ოქროთი შემკული. როგორც მეუფე მეუფეთა უფალი გამოისახება ბიზანტიურის მსგავსი სამეუფეო შესამოსელით, ტახტზე მჯდომი, თავზე გვირგვინით, შემკული ომოფორით, როგორც დიდებული მღვდელთმთავარი. შემდგომში ღვთისმშობლის შესამოსელზე დავწერ -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
gio_opizari |
Mar 19 2009, 11:31 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
[quote name='მაგდალინა' date='Nov 19 2008, 12:53 PM' post='427373']
ხატწერაში მიღებულ მაცხოვრის სამოსის გამოსახვა გაიხარე. კლავზე სულ მაინტერესებდა რა იყო და პასუხსაც მივაგენი შენი წყალობით, ღმერთმა მადლი და მშვიდობა მოგცეს -------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი