პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
evangelizer |
Mar 20 2009, 12:37 PM
პოსტი
#62
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ყველაზე "საინტერესო" მოსაზრება ამ შემთხვევაში იაღოვას მოწმეებს აქვთ ეს სექტა უარს ამბობს ყოველგვარ სამხედრო ოპრაციაში მონაწილეობაზე, მიზეზი ნათელი უნდა იყოს მოკლედ ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, საქართველოში იაჰოვას მოწმეების წარმომადგენელს (გენადი გუდაძე) საქართველოში: თუ თქვენ უარს ამბობთ ჯარში სამსახურზე, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მთლინად იაღოველებით იქნება დასახლებული. ანუ შემოესევიან და გაჟღლიტავენ ისინი კი თავისი ნებით შეაკვდებიან პასუხი არ გაინტერესბთ "არამგონია, იეჰოვას მოწმეებმა ერთი მთლიანი, მაგრამ ცალკე აღებული სახელმწიფო შეადგინონ" ხო დაგლიჯა პასუხმა? რომ შეადგინონ ბატონო გენადი, მერე სად გარბიხართ? ცოტა კორექტულად თუ ისაუბრებ, უფრო მესიამოვნება ადამიანისთვის პასუხის გაცემა.. რაშია საქმე იცი ჩემო კარგო? ვერასოდეს ვერ შეადგენე ქრისტიანები სახელმწიფოს, რადგან იესოს დავალება იყო რომ ყველა ერიდან ერთადერთ თავყანისმცემლობაში გაერთიანებულიყვნენ (მათე28:19)... იესომ თქვა კიდე რითი იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები დაკავებულნი უკანასკნელ დროს: "ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და აი მაშინ მოვა აღსასრული.."(მათე24:14)... არ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანობა იყოს პოლიტეკლესია და შესაბამისად ვერც სახელმწიფოს შექმნიან.. -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 11:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი