![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
pilate |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 ![]() |
არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?
არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მოყვასი
ციტატა წინა პოსტებს არ კითხულობ? მანამდე წერდი ერთი ისტროიკოსის სიტყვები ვინმემ მიმითითოსო და ახლა ცნობილ თეოლოგებიდან თემაში მითითებულ ერთერთ თეოლოგზე, ჯონ მაკენზიზე, ნოტერდამის უნივერსიტეტის პროფესორზე რომელმაც ისტორიული ფაქტები შეისწავლა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით (უამრავი სხვა თეოლოგების მსგავსად) ნათელი გახადა იმ რელიგიური მოსაზრებების არამართებულობა რომელზეც ზოგიერთები მიუთითებდით ამბობ რომ ისტორიოაში ჩაუხედავმა და დეფექტური აზროვნების მქონე ადამიანმა დააბრეხვოსო? ან იმ კათოლიკე თეოლოგებსა და ისტორიკოსებს რომლებმაც კათოლიკური ენციკლოპედიები შეადგინეს მასეთ შეურაცხყოფას როგორ უნდააყენებდე ადამიანი? პატივისცემით მოყვასი მე ვთქვი მომიყვანეთ რომელიმე ისტორიკოსის ნაშრომი, რომელიც ამბობს რომ ეკლსიაში დაფიქსირდა წყვეტა მოციქულებიდან მოყოლებული. პილატეს კი მოჰყავს ვინმე თეოლოგის მოსაზრება, რომლიც არ არის ისტორიკოსი. ისტორია და თეოლოგია ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება, ხოლო ისტორიული მასალების გაცნობა თეოლოგს ისტორიკოსად ვერ აქცევს. ეხლა ესეთი ელემენტარული საკითხები თუ არ გესმის მაშინ საერთოდ უნდა დატოვო ეს თემა. მაგრამ როდესაც ადამიანი პირადული ამბიციებით საზრდოობს და არა საღი აზროვნებით იქ გასაკვირიც არაფერია. ეხლა მეორე: ციტატა ნათელი გახადა იმ რელიგიური მოსაზრებების არამართებულობა მოსაზრებების თუ მოსაზრების? ![]() ციტატა ცნობილი თეოლოგი ჯონ მაკენზი, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პროფესორი, თავის ნაშრომებში წერდა: "ისტორიული ცნობები არ ადასტურებს ეკლესიის წინამძღოლთა მემკვიდრეების უწყვეტი ხაზის არსებობას" ("The Roman Catholic Church", 1969 წლის გამოცემა, გვ. 4). მეტად საინტერესო აზრს ამბობს ახალი კათოლიკური ენციკლოპედიაც: "დოკუმენტური მასალის სიმწირის გამო ეპისკოპატის განვითარების ადრეულ ისტორიაში ბევრი რამ ბინდითაა მოცული" (1967, ტ. I, გვ. 696). ხსენებულ თეოლოგს(და არა ისტორიკოსს) ეჭვი ეპარება, რომის ეკლესიის მთავრთა უწყვეტი ჯაჭვის არსებობაში. ეს წიგნი არის რომის ეკლსიაზე ("The Roman Catholic Church", 1969 წლის გამოცემა, გვ. 4) და შესაბამისად ეხება, რომი ეკლსიის პირველ იერარქებს. ადრინდელ პაპებზე, შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ზოგს ეჭვი მაგრამ ეს ეჭვი გამოწვეულია, მათზე (პაპები) ისტორიული დოკუმენტაციის სიმწრით მაგრამ არსად, არავის ეჭვი არ გაჩენია, ეკლესიის (თუნდაც მარტო რომის) "წყვეტაზე". ეხლა კითხვა: სად არის აქ ლაპარაკი, რომ წყვეტა განიცადა ეკლესიამ ან თუნდაც რომის საპატრიარქომ? არსად! ეკლესია დაარსეს მოციქულებმა,შესაბამისად ეს ეკლესია ვითარდებოდა და იზრდებოდა საუკუნეების განმავლობაშო. სადმე წყვეტა ვერ დაფიქსირდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქრისტიანები უნდა განადგურებულიყვნენ. ხოლო ეს რომ მომხდარიყო მაშინ ამის შემდეგ ვიღაცას ხელახლა უნდა აეღორძინებინა ქრისტიანობა ანუ უნდა დაბადებული ახალი პავლე და სხვა მოციქულები, რაც ისტორიას არ გამოეპარებოდა. პლიუს ამას არ უნდა არსებობდეს იმ პერიოდზე ისტორიული მასალა ქრისტიანებზე მაგრამ მსგავსი პერიოდი არ არსებულა მოციქულებიდან მოყოლებული. თქვენი მოსაზრება ნონსენსია, რადგან ქრისტიანები არსებობდენ, როგორც პირველ საუკუნეში ისე მეორე, მესამე და.ა.შ. ხსენებული მოსაზრება, არასოდეს არცერთ სერიოზულ ისტორიკოსს არ გაუპროტესტებია, რადგან ისტორიული დოკუმენტები ცხადყოფენ ქრსიტიანთა არსებობას ნებისმიერ საუკუნეში. ყოველ საუკუნეში ჩვენს ეკლესიას (მართლმადიდებლურ და კათოლიკურს) ჰყავდა თავისი მიმდევრები, რომლებმაც შემოგვინახეს უამრავი სასულიერო მასალა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის უბრალო ქრისტიანების მრავალრიცხოვან არმიაზე. ეხლა თუ ვინმეს პრეტენზია უჩნდება ამ ფაქტთანდ დაკავშირებით, მაშინ მან უნდა დაასახელოს ამ ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით, რომ ესეთი რამე არ არსებობდა. მაგრამ ყოველი მოსაზრება, რომელიც ხაზს გადაუსვავს მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებს, ჩემს მიერ აღიქმევა როგორც ისტორიაში ჩაუხედავმა ადამიანის პოზიცია, რაც სხვა არაფერია თუ არა დე-ეფექტური მოსაზრება. კამათს დავიწყებ სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მოყვასი ხსენებულ თეოლოგს(და არა ისტორიკოსს) ეჭვი ეპარება, რომის ეკლესიის მთავრთა უწყვეტი ჯაჭვის არსებობაში. ეს წიგნი არის რომის ეკლსიაზე ("The Roman Catholic Church", 1969 წლის გამოცემა, გვ. 4) და შესაბამისად ეხება, რომი ეკლსიის პირველ იერარქებს. ადრინდელ პაპებზე, შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ზოგს ეჭვი მაგრამ ეს ეჭვი გამოწვეულია, მათზე (პაპები) ისტორიული დოკუმენტაციის სიმწრით მაგრამ არსად, არავის ეჭვი არ გაჩენია, ეკლესიის (თუნდაც მარტო რომის) "წყვეტაზე". ეხლა კითხვა: სად არის აქ ლაპარაკი, რომ წყვეტა განიცადა ეკლესიამ ან თუნდაც რომის საპატრიარქომ? death ის თეოლოგი იყო და არა ისტორიკოსიო ამბობ. მართალია ის თეოლოგიის პროფესორია, მაგრამ, თუ კარგად წაიკითხავ პილატეს მიერ მოყვანილ ამ თეოლოგის სიტყვებს ის სწორედ რომ ისტორიულ ფაქტებზე მიუთითებს და არა პირად ან ვინმეს თეოლოგიურ მოსაზრებებს. ის ამბობს რომ "ისტორიული ცნობები არ ადასტურებს ეკლესიის წინამძღოლთა მემკვიდრეების უწყვეტი ხაზის არსებობას"-ო და არა რაიმე სხვაო. როგორც ვხედავთ ეს თეოლოგი ისტორიულ ფაქტებზე მიუთითებს და არა საკუთარ თეოლოგიურ ვარაუდებზე, ასე რომ მთლად სულელადაც ნუ გამოვიყვანთ ამ ადამიანს, რომ მის სიტყვებს გვერდი აუაროთ და ამით გავამართლოთ მემკვიდრეების ჯაჭვის უწყვეტობა. ბოლო ბოლო ნოტერდამის უნივერსიტეტის პროფესორია ის და მის სიტყვებს აბუჩად არ უნდა იგდებდეს ადამიანი.(მის ბიოგრაფიას თუ გაეცნობოდი და იმას თუ რა განათლების ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ შეიცვლიდი შენს თვალსაზრისს მასზე და მის სიტყვებს იასე არ მიუდგებოდი როგორც მიუდექი). გარდა ამისა, გთხოვთ ვინმემ მიმითითოთ რომ წავიკითხო და გავეცნო (რადგან მაინტერესებს) რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის მამის, ან ისტორიკოსის მიერ მოციქულთა მემკვიდრეების თანმიმდევრობათა სია რომელშიც (ნაჩვენები იყოს გენეალოგიურად, ანუ წაროდგენული იყოს ეს უწყვეტი ჯაჭვი ადამიანებისა ისევე როგორც კათოლიკების ჩამოთვლილი სიის ასლი გადმოგვიკოპირა კაიროსმა) რომლებმაც ეს მემკვიდრეობა მიიღეს და დღემდე უწყვეტი სახით მოაღწია; თუ მართლა იყო ასე ბუნებრივია ამის ისტორიული დოკუმენტები მართლა უნდა არსებობდეს და ამ საკითხზე ერთად თავმოყრილი მსჯელობები, ისტორიული ფაქტები და ყველა დამადასტურებელი მასალა, ერთ წიგნად უნდა არსებობდეს. გთხოვთ ასეთი ნაშრომის არსებობა მიმითითეთ რომ გავეცნო. მაინტერესებს ეს საკითხები. როგორც დავწერე, ძალიან დავინტერესდი ამ საკითხებით და თანდათანობით ვეცნობი ამ თეოლოგის ნაშრომებს და კათოლიკური ეკლესიის ისტორიკოსებისა და თეოლოგების ნაშრომებსაც და სხვა ხელმისაწვდომ მასალებს ამ საკითხებზე. ასე რომ, თუ თემა არ დაიხურება, ახლო მომავალში ფარდა აეხდება ბევრ რამეს. გარდა ამისა რომ ამბობ, თუნდაც რომის ეკლესიისო, ვეღარ გავერკვიე უკვე რა არის ზოგიერთი იუზერის პოზიცია აქ, ზოგი იუზერი ამბობს რომ ჩვენ მაშინ ერთად ვიყავითო, ახლა სხვა რელიგიად გამოგვყავს ? პატივისცემით მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 09:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი