პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მოყვასი |
Mar 20 2009, 02:29 PM
პოსტი
#62
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
აფხაზი, რადგან საკითხს თეოლოგიური თვალსაზრისით ვიხილავთ საინტერესოა ყურადღება მივაქციოთ თუ რა გავლენა მოახდინა იესოს გაცხადებულ მოძღვრებამ მის მოწაფეებზე, (ისეთ სიტყვებს როგორიცაა: გიყვარდეს მტერი შენი როგორც საკუთარი თავი და ასე შემდეგ) მის მიმდევრებსა და მოციქულებზე.
თუ ის ბიბლიური მუხლები რომელზეც evangelizer-მა მოიყვანა ისე უნდა გაიგებოდეს რომ იესოს მიმდევარ ქრისტიანებს არ უნდა ებრძოლათ სამშობლოს დაცვისთვის და არ უნდა მოეკლათ ადამიანები რომლებიც მტრების სახით შემოესეოდნენ იერუსალიმს, სადაც ქრისტეს მიმდევართა უმრავლესობა ცხოვრობდა, მაშინ ახალი აღთქმიდან უნდა ჩანდეს ალბათ მათი დამოკიდებულება მტრის შემოსევის დროს. საინტერესოა რა რეაგირება ჰქონდათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს როდესაც (პირველ საუკუნეში) მტერი შემოესია იერუსალიმს. თუ ქრისტიანები იომებდნენ ესე იგი evangelizer-ის მიდგომა მცდარი ყოფილა, და თუ მტრის შემოსევისას ქრისტიანები გაიქცეოდნენ,მაშინ evangelizer-ის მიდგომა სწორი ყოფილა. (სიკვდილას თქმისა არ იყოს ვინმე გენადიზე რომ თქვა სად გაიქცევაო, ქრისტიანები, მტრის შემოსევისას ალბათ არ გარბოდნენ არამედ იცავდნენ თავიანთ სამშობლოს ხო? ამ შემთხვევაში იერუსალიმსა და ისრაელს! საინტერესოა გადაგვეხედა ახალი აღთქმაში რას ამბობს იესო და როგორ იქცეოდნენ ქრისტიანები. თუ იესო მტრის შემოსევაზე მათ ეუბნება გაიქეცოთო მაშინ evangelizer-ის მსჯელობა სწორი იქნება. თუ მტრის შემოსევაზე ქრისტეს მოციქულები სამშობლოს დაცვის მაგივრად უნდა გაქცეულიყვნენ და სადმე უნდა შეეფარათ თავი მაშინ რას ვერჩით evangelizer-ს? თუ გარბოდნენ მოციქულები მტრის შემოსევისას, ესე იგი მათ რელიგიური საქმიანობა დაუყენებიათ სამშობლოს სიყვარულზე და მის დაცვაზე მაღლა. თუ მოციქულები არ უნდა გაქცეულიყვნენ მტრის შემოსევისას, მაშინ ცხადია რომ evangelizer-ის მსჯელობა მცდარია. მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 11:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი