პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
evangelizer |
Mar 20 2009, 02:51 PM
პოსტი
#62
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
evangelizer staywhite ტერტულიანეს ზემოთ დაწერილი ციტატა მახსენდება, რა ძველა ღთქმაში არ უყვარდათ ერთმანეთი ამხელა ბრძოლებს რომ აწყობდნენ ებრაელები იმავე ღმერთის მოწოდებით, რომლის მოწოდებას სიყვარულისკენ ახალია ღთქმიდან თქვენი შეხედულების დასამტკიცებლად იყენებთ. არ არგუმენტი უნდა იმ უბრალო ლოგიკას, რომ შენი ოჯახი უნდა დაიცვა. აბა რა არის სიყვარული, ვინ არის სიყვარულის ობიექტი თუ არა შენი ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი. მაგრამ ამაზე ვიცი რასაც მეტყვი, ეგ რა შუაშიაო. ძველ აღთქმაში ქრისტესავით არ უყვარდათ.. მოსეს კანონი იყო დაწერილი წესები და მეტი არაფერი.. იესომ მოიტანა სწორედ პრინციპები! ამაზე საუბრობდა იოანეც, რომელიც დამიიგნორე.. მათე26:51-53: "და აი, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა. 52 მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება. 53 იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი? რა თქვა იესომ? არ განიარაღა პეტრე? პეტრე იესოს, ღვთის ძეს იცავდა, როგორ ფიქრობ, არსებობს ბრძოლისთვის ამაზე დიდი საფუძველი? არა რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტემ მოწაფისთვის გაკვეთილის სასწავლებლად გამოიყენა სიტუაია და მერე იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ისედაც უნდა მომხდარიყო. პ.ს. და რასაც შენ დაჯინებიტ ითხოვ ამაზეც აქ არის პასუხი.. ეგ იგივეა თქვა, რომ ბევრ პიროვნებაზე არ წერია, რომ კერპთაყვანისმცემლობა მიატოვაო და რა ვიცით რომ ქრისტიანობა ამას კრძალავსო? დიახაც რომ პრინციპიდან ჩანს და არ ვარიდებ პასუხს თავს! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი